ორ­მა­გი ლებ­რო­ნი
21 დეკემბერი, 2013
1908
print

ფაქ­ტე­ბი მიმ­დი­ნა­რე რე­გუ­ლა­რუ­ლის ბო­ლო ტეს­ტე­ბი­დან.

«მა­ი­ა­მიმ“ «იუტას“ 117:94 აარ­ტყა და ლებ­რონ ჯე­იმ­ს­მა 30 ქუ­ლა და­ირ­ტყა. დუ­ე­ინ უეიდ­მა - 27. კრის ბოშ­მა - 20. და სა­მი­ვემ, თა­მა­ში­დან სრო­ლე­ბის მი­ნი­მუმ 60 პრო­ცენ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა. კლა­სი­კა. მე­ო­რედ «მა­ი­ა­მის“ მკვლე­ლი სა­მე­უ­ლის ის­ტო­რი­ა­ში ხი­ეს ბი­ჭებ­მა 20-20-20 და 60%-60 %-60 %. მა­ნამ­დე, შარ­შან, 30 მარტს «ტო­რონ­ტოს­თან“. კლა­სი­კა. ლებ­რონ­მა 9 პა­სი და 9 მოხ­ს­ნაც და­ი­ტო­ვა. ჯე­იმ­სი მე­გა­მონ­ს­ტ­რი იყო. ნუ, ლებ­რო­ნი ძი­რი­თა­დად მე­გა­მონ­ს­ტ­რია.

114:107 «კლივ­ლენ­დ­თან“. დე­ჟა ვიუ. ლებ­რო­ნის­გან. და ლებ­რო­ნის­თ­ვის. ჯე­იმ­სი 25 ქუ­ლას იღებს. უეიდის კო­ლექ­ცი­ა­ში 24 ქუ­ლა შე­ვი­და. ბოშ­მა 22 დას­ვა. ოც­და­მე­ცა­მე­ტედ დი­დი სა­მე­უ­ლის ის­ტო­რი­ა­ში აკ­რი­ფეს ბი­ჭებ­მა მი­ნი­მუმ 20-20 ქუ­ლა. ჯე­იმ­ს­მა 9 მოხ­ს­ნა და 9 პა­სიც იჩუ­ქა. ლებ­რო­ნი ახ­ლოს იყო კი­დევ ერთ სამ­მაგ დუბ­ლ­თან და ეს ლებ­რო­ნის ტე­რი­ტო­რია, დი­დი ბი­ჭის უბა­ნია. თუ ჯე­იმ­სი, უეიდი და ბო­ში ერთ თა­მაშ­ში (მი­ნი­მუმ) 20-20 ქუ­ლას დე­ბენ, «მა­ი­ა­მი“ თით­ქ­მის არ აგებს (28:5). და ჯე­იმ­ს­მა ეს იცის. ლებ­რო­ნის უბან­ში სა­ღა­მოს გა­სე­ირ­ნე­ბა სა­ხი­ფა­თოა. იქ გატ­კე­ნენ. იქ ტკი­ვი­ლი ჯე­იმ­სია და ლებ­რო­ნი ამ გე­ნე­რა­ცი­ის ალ კა­პო­ნე გახ­და. იღებს ყვე­ლა­ფერს, რაც სურს.

«მა­ი­ა­მის“ შეც­დო­მე­ბიც აქვს. «ინ­დი­ა­ნას­თან“ გუნ­დ­მა შარ­შან მა­გა­რი სე­რია წა­მო­ი­ღო. 4:3. პოლ ჯორ­ჯ­მა ლებ­რონ ჯე­იმ­სის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია გაგ­ვაც­ნო და ორი­გი­ნა­ლი ჯე­იმ­სი მა­ინც უკე­თე­სი იყო. ორი­გი­ნა­ლი ყო­ველ­თ­ვის უკე­თე­სია. და ჯე­იმ­სის ბენ­დი «პე­ი­სერ­ზ­მა“ 90:84 გა­ა­ჩე­რა. იმ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ლებ­რონ­მა 17 ქუ­ლა (14 მოხ­ს­ნა და 6 პა­სიც) და­დო. უეიდიც 17 ქუ­ლას იღებს და ბო­შის ყუ­ლა­ბა­ში 12 ქუ­ლა ჩა­ი­ყა­რა. «მა­ი­ა­მის“ დი­დი სა­მე­უ­ლის პირ­ვე­ლი წა­გე­ბა, რო­დე­საც ვერ­ცერ­თი ტრან­ს­ფორ­მე­რი ვერ ადის 20 ქუ­ლამ­დე. «ინ­დი­ა­ნა“ წელს სა­ხი­ფა­თოა. და ლებ­რონ­მა ეს იცის. ლებ­რონ­მა ეს შარ­შან გა­ი­გო და ის ჯე­იმ­სი უფ­რო მომ­თ­მე­ნი იყო. ის «ინ­დი­ა­ნაც“ და­სახ­ვე­წი იყო. და წელს «პე­ი­სერ­ზ­მა“ ლუ­ის სკო­ლა მი­ი­ღო. არ­გენ­ტი­ნე­ლი ას­რუ­ლებს. და არ­გენ­ტი­ნელ­მა მო­გე­ბა იცის. ნე­ბის­მი­ერ დო­ნე­ზე. «მა­ი­ა­მის“ კარ­გი სე­რია ექ­ნე­ბა.

ჯე­იმ­სი: „ინ­დი­ა­ნა“ შე­იც­ვა­ლა. და შე­იც­ვ­ლე­ბა „მა­ი­ა­მიც“. თუ სხვე­ბი უმა­ტე­ბენ, ჩვენ ამას ვხე­დავთ და ვცდი­ლობთ, მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს მი­სი ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მო­თა­მა­შე წა­ვარ­თ­ვათ, ჩვენ ზო­ნა­ში შეს­ვ­ლის სურ­ვი­ლი გა­ვუქ­როთ. უბ­რა­ლოდ, ის მო­თა­მა­შე არ უნ­და არ­სე­ბობ­დეს. ან, მას დის­კომ­ფორ­ტი უნ­და შე­ვუქ­მ­ნათ და თუ „მა­ი­ა­მი“ მა­ინც აგებს, მწვრთნე­ლი სპო­ელ­ს­ტ­რა არ ჯდე­ბა უხა­სი­ა­თო­ბის დი­ე­ტა­ზე. მწვრთნე­ლი სპო­ელ­ს­ტ­რა ჩვე­ნი მე­გო­ბა­რია და გუნ­დი მას ბო­ლომ­დე ენ­დო­ბა. შარ­შან, რო­დე­საც „სან ან­ტო­ნი­ომ“ სე­რი­ა­ში 3:2 წა­იყ­ვა­ნა და მე­ექ­ვ­სე თა­მაშ­შიც წინ იყო, წუთ­შეს­ვე­ნე­ბის დროს (რეი) ალენ­მა უთხ­რა მწვრთნელს, არ ინერ­ვი­უ­ლო, მეშ­ვი­დე თა­მაშ­ზე იფიქ­რე და მე­ექ­ვ­სეს ჩვენ მივ­ხე­დავთ... რე­იმ პრობ­ლე­მა მო­აგ­ვა­რა და მწვრთნე­ლი ბედ­ნი­ე­რი იყო. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და.“

ჯე­იმ­სი არ იც­ვ­ლე­ბა. რე­ა­ლუ­რად, «მა­ი­ა­მი“ ჯერ სი­ტუ­ა­ცი­ას აკ­ვირ­დე­ბა. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი და­ი­ღა­ლო და აპ­რი­ლის­თ­ვის აზ­რ­ზე მოს­ვ­ლა ვერ მო­ას­წ­რო. ლებ­რონ­მა ეს პირ­ვე­ლი წა­გე­ბუ­ლი სუ­პერ­ფი­ნა­ლის დროს ის­წავ­ლა. იმ სე­რი­ა­ში ერ­თ­მა ბი­ძამ პა­ტა­რა ლებ­რონს ყუ­რი აუწია. ის ბი­ძა ბრი­უს ბო­უ­ე­ნი იყო. იმ ბი­ძამ ლებ­რონს აწყე­ნი­ნა. ბო­უ­ე­ნე­ბი ლებ­რო­ნებს ერ­თ­ჯე­რა­დად ჭრი­ან. შემ­დეგ ის ჭრი­ლო­ბე­ბი ხორ­ც­დე­ბა და არე­ნა­ზე ახა­ლი გლა­დი­ა­ტო­რი გა­დის. რო­მე­ლიც არ ელო­დე­ბა ბრბოს. თუ ჯე­იმ­სი ხე­დავს, რომ მე­ო­რე გლა­დი­ა­ტო­რი სის­ხ­ლის­გან იც­ლე­ბა, ჯე­იმ­სი მას ეხ­მა­რე­ბა. ლებ­რო­ნი მას ეხ­მა­რე­ბა იმი­სათ­ვის, რომ იმ, მე­ო­რე გლა­დი­ა­ტორ­მა და­ნარ­ჩე­ნებს მი­უ­ტა­ნოს ამ­ბა­ვი. ლებ­რო­ნის ამ­ბა­ვი. თუ რამ­დე­ნად და­უნ­დო­ბე­ლი და დიდ­სუ­ლო­ვა­ნია მე­ფე.

ლი­გა­ში ბევ­რი რა­ღაც იც­ვ­ლე­ბა. და ბევ­რი რა­ღაც არ, ვერ იც­ვ­ლე­ბა. ალ­ბათ, არ შე­იც­ვ­ლე­ბა რა­სელ უეს­თ­ბ­რუ­ქი და ეს კე­ვინ დი­უ­რა­ნის დი­ლე­მა, პრობ­ლე­მა არის. ალ­ბათ, არ შე­იც­ვ­ლე­ბა რი­კი რუ­ბიო და ეს «მი­ნე­სო­ტას“ ბო­ნუ­სია. ალ­ბათ, არ შე­იც­ვ­ლე­ბა მეტ ბო­ნე­რი და ეს ყვე­ლას ცალ ფეხ­ზე ჰკი­დია. ალ­ბათ, ვერ შე­იც­ვ­ლე­ბა დე­ვიდ სტერ­ნი და მის­ტერ სტერ­ნი უკ­ვე ის­ტო­რია, ამე­რი­კუ­ლი ლი­გის მა­ნუს­კ­რიპ­ტია. და ვერ შე­იც­ვ­ლე­ბა ლებ­რონ ჯე­იმ­სი. ბიჭს ახ­სოვს წა­გე­ბუ­ლი ფი­ნა­ლე­ბი და ბი­ჭი ივიწყებს მო­გებლ ფი­ნა­ლებს. და მო­დის ახა­ლი მო­ტი­ვა­ცია. ლებ­რონ­მა უნ­და მო­ი­გოს. ბევ­რი უნ­და მო­ი­გოს. ყვე­ლა­ზე მე­ტი უნ­და მო­ი­გოს. ჯე­იმ­სი ვერ ამ­ჩ­ნევს სხვებს და ჯე­იმ­სი ამ ამ­ბავ­ში ცო­ტა ეგო­ის­ტია. ლებ­რო­ნი არ და­გიგ­ვი­ა­ნებს პასს და ლებ­რო­ნი მე­ო­რე გუნ­დის ტი­პებს ვერ ამ­ჩ­ნევს. ად­რე ამ­ჩ­ნევ­და და შემ­დეგ, აზ­რი შე­ეც­ვა­ლა. რა­ტომ უნ­და და­უთ­მო დრო იმას, ვინც შენ­ზე უარე­სია და შენს წი­ნა­აღ­მ­დეგ თა­მა­შობს? არც უთ­მობს. და ჯე­იმ­სი და­უნ­დო­ბე­ლი მას­ტია.

«მა­ი­ა­მიმ“ გა­ტეს­ტა გრეგ ოდე­ნი, ლი­გის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ხე­ი­ბა­რი ვერ აათა­მა­შა და «მა­ი­ა­მი“ მა­ინც მონ­ს­ტ­რია. კარ­გი ცენ­ტ­რის გა­რე­შე «ჰი­ტი“ სხვე­ბის კარგ ცენ­ტ­რებს ფა­რავს. ბო­ლო გუნ­დი, რო­მე­ლიც დო­მი­ნან­ტი მე­ხუ­თე ნომ­რის გა­რე­შე გკლავ­და, მა­იკლ ჯორ­და­ნის «ბულ­ზი“ იყო და იმ ბან­და­ში დე­ნის როდ­მა­ნი აგ­ვა­რებ­და. სკო­ტი პი­პენ­თან ერ­თად. ან სკო­ტი აგ­ვა­რებ­და დე­ნის­თან ერ­თად. და «ბულ­ზის“ მე­ო­რე ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში იყო მონ­დო­მე­ბუ­ლი ტი­პი, რონ ჰარ­პე­რი. რო­მე­ლიც ჯორ­და­ნის მა­ჯას და ნერ­ვებს უფ­რ­თხილ­დე­ბო­და. ჰარ­პე­რიც მო­თა­მა­შე-მწვრთნე­ლი­ვით სა­უბ­რობ­და და გიხ­ს­ნი­და ყვე­ლა­ფერს. რონს უყ­ვარ­და თე­ო­რია და მა­იკლს უყ­ვარ­და რო­ნი. იდე­ა­ლუ­რი გუნ­დი. ჯე­იმ­სი ცდი­ლობს, რომ «მა­ი­ა­მიც“ იდე­ა­ლუ­რი გახ­დეს. იმ «ბულ­ზამ­დე“ მის­ვ­ლა რთუ­ლია, მაგ­რამ ჯე­იმ­სი ცდი­ლობს. ლებ­რო­ნი ჯი­უ­ტი ახალ­გაზ­რ­დაა.

ჯე­იმ­სი: „მა­იკლ ჯორ­და­ნი სხვა დო­ნე­ზე გა­ვი­და. მახ­სოვს პირ­ვე­ლი დრიმ თი­მი. ლა­რის, მე­ჯი­ქის, მა­იკ­ლის გუნ­დი... ჩემ­თ­ვის ის გუნ­დი სა­უ­კე­თე­სოა. ჩვე­ნი ნაკ­რე­ბიც იგებს, მაგ­რამ ჯორ­და­ნის ნაკ­რე­ბი უფ­რო თა­ვი­სუფ­ლად აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს. გა­დი­ხარ მო­ე­დან­ზე და იცი, რომ შე­ნი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში არი­ან ჯორ­და­ნი, ბერ­დი, მე­ჯი­ქი და ჩარზლ ბარ­კ­ლი. ვერ ას­წ­რებ ვე­რა­ფერ­ზე ფიქრს და უბ­რა­ლოდ, ცდი­ლობ მი­ი­ღო სი­ა­მოვ­ნე­ბა. ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა რჩე­ბა და ეს არ არის ერ­თ­ჯე­რა­დი გან­ც­და. ალ­ბათ, ჯორ­და­ნი ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სოა, მაგ­რამ ყვე­ლა ასე არ ფიქ­რობს. ზო­გის­თ­ვის უილ­ტია სა­უ­კე­თე­სო. ზო­გის­თ­ვის ბილ რა­სე­ლის 11 მო­გე­ბუ­ლი სუ­პერ­ფი­ნა­ლი უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ეს მარ­თ­ლა არა­ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი იყო... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბი­ლი თერ­თ­მეტ­ჯერ გახ­და ჩემ­პი­ო­ნი! და ჩვენ „მა­ი­ა­მის“ დო­მი­ნა­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ? ჯერ ად­რეა. ჯერ „ჩი­კა­გომ­დე“ მი­ვი­დეთ. უკ­ვე ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა რა­სე­ლის „ბოს­ტონ­ზე“ სა­უ­ბა­რი, არა?“

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
20 დეკემბერი, 2013 და­ი­ძი­ნე, თო­რემ ჯი­ნო­ბი­ლი მო­ვა