ჭრი­კიშ­ვილ­მა 2013 წე­ლი დააიპონა
27 დეკემბერი, 2013
2241
print

გიგა გურასაშვილი

წლეულს ევროპის ჩემპიონი გახდა როგორც პირად პირველობაში, ისე გუნდურში. მერე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლიც მოიპოვა და გუნდური მსოფლიო ჩემპიონობაც.

მოგვიანებით საქართველოს ჩემპიონიც გახდა. ამ წარმატებების მერე არავის გაჰკვირვებია, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ჭრიკიშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

არის კი­დევ ერ­თი სა­უ­კე­თე­სოს წო­დე­ბა - ქარ­თ­ველ ძი­უ­დო­ისტს ევ­რო­პის ძი­უ­დოს კავ­ში­რი 81 კგ წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო და პერ­ს­პექ­ტი­ულ ძი­უ­დო­ის­ტად ასა­ხე­ლებს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, და­ვით ქევ­ხიშ­ვი­ლის თქმით, 81 კგ-ში მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ნო­მერს ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვილს ასე­თი აღი­ა­რე­ბა ელის.

2013 წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­ს­მე­ნი ოქ­როს შუ­ა­ლედს ეძებს მე­ტო­ქეს­თან და იმას აკე­თებს, რი­სი გა­კე­თე­ბაც იმ კონ­კ­რე­ტულ მო­მენ­ტ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, აიფო­ნი­სა და ან­დ­რო­ი­დის ხა­ნა­ში ჭრი­კიშ­ვი­ლი მო­ბი­ლურ­ზე პრინ­ცი­პუ­ლად უარს ამ­ბობს - არ უყ­ვარს ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში ყოფ­ნა, არ უყ­ვარს ინ­ტერ­ვიუ, მო­ბი­ლურ­ზე სა­უ­ბა­რი. ასე რომ, მას­თან და­კავ­ში­რე­ბა ძმის - თე­მო ჭრი­კიშ­ვი­ლის მო­ძებ­ნით მო­ხერ­ხ­და.

„არ ვე­ლო­დი, თუ წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტ­ს­მე­ნად და­მა­სა­ხე­ლებ­დ­ნენ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვე­ლო­დი, შე­დე­გე­ბი იყო. ბევ­რი ვიწ­ვა­ლე, კარ­გად მო­ვემ­ზა­დე, თა­ვი არ და­მი­ზო­გავს. ვი­ცო­დი, რომ მედ­ლებს ავი­ღებ­დი.“

- 2010 წელს დუბ­ლი შე­ას­რუ­ლე - ახალ­გაზ­რ­დებ­ში ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­დი. ასე­თი შე­დე­გე­ბის მე­რე თით­ქოს და­ი­კარ­გე. რა იყო ამის მი­ზე­ზი - დი­დე­ბის ნაკ­რებ­ში გა­დას­ვ­ლა, მას­თან შე­გუ­ე­ბა, თუ ავ­ს­ტ­რი­ე­ლი მწვრთნე­ლი პე­ტერ ზა­ი­ზენ­ბა­ხე­რი?

- პრინ­ციპ­ში, ცო­ტა ჩე­მი ბრა­ლი იყო, ცო­ტაც - ზა­ი­ზენ­ბა­ხე­რის.

ახალ­გაზ­რ­დუ­ლი­დან დი­დებ­ში გა­დას­ვ­ლა გარ­კ­ვე­ულ ადაპ­ტა­ცი­ას მო­ითხოვს. დროა სა­ჭი­რო, რომ შე­ე­გუო. აქ მე­ტი ძა­ლა გჭირ­დე­ბა, სხვა აზ­როვ­ნე­ბა. ერ­თი სიტყ­ვით, გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით უცხო გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რილს შე­გუ­ე­ბა გჭირ­დე­ბა, ცო­ტა დას­ვე­ნე­ბაც, რაც ზა­ი­ზენ­ბა­ხერ­თან არ გა­მო­დი­ო­და.

ზა­ი­ზენ­ბა­ხე­რი მან­ქა­ნა­სა­ვით იყო - მკაცრ გეგ­მას მიჰ­ყ­ვე­ბო­და. შე­გეძ­ლო თუ არა, ვარ­ჯიშს გა­ი­ძუ­ლებ­და.

- დღეს რო­გო­რაა საქ­მე, ფაქ­ტია, რომ ირაკ­ლი უზ­ნა­ძის ხელ­ში გუნ­დი აშ­კა­რად გა­იხ­ს­ნა. მო­ი­გე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, მსოფ­ლი­ო­ზე - ვერ­ცხ­ლი. გუნ­დურ­ში ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩემ­პი­ო­ნი გახ­დი...

- ირაკ­ლის­თან ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა. ჩვე­ნია და იცის ჩვე­ნი ბუ­ნე­ბა, ხა­სი­ა­თი - საქ­მეს ადა­მი­ა­ნუ­რად უდ­გე­ბა. ტა­ტამს მიღ­მაც ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლია, ვარ­ჯი­ში­სას - მკაც­რი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი. ამას­თან, მუდ­მი­ვად რე­ჟიმ­ში ვყა­ვართ, გვა­კონ­ტ­რო­ლე­ბენ, ღა­მით დრო­უ­ლად ვი­ძი­ნებთ თუ არა... თუ რა­მე გა­წუ­ხებს, ძა­ლი­ან არ დაგ­ტ­ვირ­თავს, დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემს.

- წო­ნის ლი­დე­რი ხარ, ამას­თან, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის პირ­ვე­ლი ნო­მე­რიც. ვინ არის შენ­თ­ვის უხერ­ხუ­ლი მე­ტო­ქე?

- ფრან­გი ლო­ის პი­ეტ­რი, რო­მელ­თა­ნაც წლე­ულს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში წა­ვა­გე. ისე­თი ძი­უ­დო­ის­ტია, რო­მელ­თა­ნაც მო­გე­ბაც შე­იძ­ლე­ბა და წა­გე­ბაც.

- რი­ო­შიც ასე იყო?

- მარ­თა­ლია, წა­ვა­გე, მაგ­რამ შე­დე­გით მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი მე­და­ლი იყო მსოფ­ლი­ო­ზე. კარ­გია, რომ მთე­ლი წლის შრო­მა და­მი­ფას­და.

- სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი...

- სუს­ტი, ალ­ბათ, ის, რომ ზედ­მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვარ ხოლ­მე. დღეს ტაქ­ტი­კურ შეც­დო­მას თუ და­ვუშ­ვებ და ისე მო­მი­გე­ბენ. სპორ­ტ­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა.

ძლი­ე­რი უფ­რო ის, რომ ორი­ვე მხა­რეს ვჭი­და­ობ.

- ტა­ტამ­ზე გას­ვ­ლის წინ რა­ი­მე ჩვე­უ­ლე­ბა გაქვს? ან იქ­ნებ მუ­სი­კით იმუხ­ტე­ბი?

- უფ­რო სა­კუ­თარ თავს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. ვე­უბ­ნე­ბი, ასე და ისე გა­ა­კე­თე, იბ­რ­ძო­ლე. ერ­თი სიტყ­ვით, თავს ვიმ­ხ­ნე­ვებ.

უფ­რო ვრცლად WEEKEND-ის დღვან­დელ ნო­მერ­ში

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
29 დეკემბერი, 2014 მანუჩარ კვირკველია შედეგების გაუმჯობესებას ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გვიპრდება
23 დეკემბერი, 2014 საჭიდაო სამყაროში პერსპექტივაში ხმაურს ველით
01 დეკემბერი, 2014 ლუკა კურტანიძის გადადგომით საჭიდაო სამყაროში სტატუსკვო აღდგა
07 ოქტომბერი, 2014 ქართულ საჭიდაო ხალიჩაზე მოჩვენებითი ზავია
02 ოქტომბერი, 2014 ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საჭიდაო სამყაროს ახალი მწვრთნელები მოუვლინა
22 სექტემბერი, 2014 ლუკა კურტანიძეს საჭიდაო სამყარო უტევს
15 სექტემბერი, 2014 ქართველმა ბერძენ-რომაელებმა მსოფლიო ჩააგდეს
12 სექტემბერი, 2014 კლასიკური მარცხი
25 აგვისტო, 2014 მსოფლიო ჩემპიონატი ამირანის ბრინჯაოს მედლით დაიწყო
21 დეკემბერი, 2013 წო­ნებ­ში თა­მა­ში სა­ნა­ხა­ო­ბას გაზ­რ­დის