ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ 2013 წლის სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა
28 დეკემბერი, 2013
2348
print

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ გან­ვ­ლი­ლი წე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად, წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე - „GFF Awards 2013“-ზე შე­ა­ჯა­მა.

სა­ზე­ი­მო სა­ღა­მოს ეს­წ­რე­ბოდ­ნენ ნაკ­რე­ბე­ბის სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტა­ბის წევ­რე­ბი, სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, სპორ­ტუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სხვა სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი.

სფფ-ის შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მოვ­ლინ­დ­ნენ და და­ჯილ­დოვ­დ­ნენ წლის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი - ისი­ნი, ვინც 2013 წელს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ სა­უ­კე­თე­სო­ე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად აზ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ჰკითხა. ხმის მი­ცე­მის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი და ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლე­ბი, ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის უმაღ­ლე­სი და პირ­ვე­ლი ლი­გის მწვრთნე­ლე­ბი და კა­პიტ­ნე­ბი.

ნო­მი­ნან­ტე­ბი გა­მოვ­ლინ­დ­ნენ ოთხი ნო­მი­ნა­ცი­ი­დან:

წლის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რ­და (21-წლამ­დე) ფეხ­ბურ­თე­ლი;

ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის წლის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი;

წლის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თ­ვე­ლი ლე­გი­ო­ნე­რი;

2013 წლის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე გან­ვ­ლი­ლი წე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა და გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა შე­ა­ჯა­მეს.

2013 წე­ლი დატ­ვირ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თ­ვის. სფფ-მ მა­ღა­ლი დო­ნის არა­ერთ ტურ­ნირს უმას­პინ­ძ­ლა. ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, სხვა­დას­ხ­ვა ასა­კობ­რი­ვი და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი გუნ­დე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად მო­ეწყო 60 შეკ­რე­ბა. ჩვენ­მა ნაკ­რებ­მა გუნ­დებ­მა 91 ამ­ხა­ნა­გუ­რი და 36 ოფი­ცი­ა­ლუ­რი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რეს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ჯილ­დო­ე­ბას, წლის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რ­და ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და ვა­კო ყა­ზა­იშ­ვი­ლი. ნო­მი­ნან­ტე­ბი კი იყ­ვ­ნენ გი­ორ­გი პა­პა­ვა და გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია, რომ­ლებ­მაც, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლე­ბი და­ი­კა­ვეს.

ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის წლის სა­უ­კე­თე­სო სა­მე­უ­ლი ასე­თია: გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი - გი­ორ­გი ლო­რია, II ად­გი­ლი - ელ­გუ­ჯა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი, III ად­გი­ლი - ჩის­კო.

წლის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თ­ვე­ლი ლე­გი­ო­ნე­რი, ისე­ვე რო­გორც შარ­შან, არ­ნე­მის «ვი­ტე­სის“ კა­პი­ტა­ნი გუ­რამ კა­შიაა. მე­ო­რე-მე­სა­მე ად­გი­ლებ­ზე ჯა­ბა კან­კა­ვა და ვა­კო ყა­ზა­იშ­ვი­ლი გა­ვიდ­ნენ.

სფფ-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი - წლის სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი გა­და­ე­ცა გია ცე­ცა­ძის 19-წლამ­დელ­თა (ახ­ლა უკ­ვე 20-წლამ­დელ­თა) ნაკ­რებ გუნდს, რო­მელ­მაც გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში უეფას 19-წლამ­დელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შა.

სა­ღა­მოს კულ­მი­ნა­ცია იყო 2013 წლის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის გა­მოვ­ლე­ნა. ნო­მი­ნან­ტე­ბის სა­მე­უ­ლი ასე­თი გახ­ლ­დათ: გუ­რამ კა­შია, გი­ორ­გი ლო­რია და ჯა­ბა კან­კა­ვა.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და წლის ნამ­დ­ვი­ლი ტრი­უმ­ფა­ტო­რია გუ­რამ კა­შია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მცვე­ლი ამ ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი უკ­ვე იყო და 2013 წელ­საც დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

«ბედ­ნი­ე­რი ვარ და ვღე­ლავ. წელს ნამ­დ­ვი­ლად არ ვე­ლო­დი ასეთ შე­დეგს. დი­დი მად­ლო­ბა ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას და იმ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს - მწვრთნე­ლებ­სა და კა­პიტ­ნებს, ვინც ჩათ­ვა­ლა, რომ ამ ჯილ­დოს ვიმ­სა­ხუ­რებ. ცო­ტა მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა კი­დეც, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ჩე­მი ამ­პ­ლუ­ის ფეხ­ბურ­თე­ლის ასე­თი აღი­ა­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია. კი­დევ ერ­თხელ დი­დი მად­ლო­ბა“, - გა­ნაცხა­და 2013 წლის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თელ­მა.

რა­კი სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­როს წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის 2013 წლის ყვე­ლა მატ­ჩ­სა და ჩემ­პი­ონ­თა ლი­გი­სა თუ ევ­რო­პის ლი­გის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მატ­ჩებ­ში ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბის სტა­ტის­ტი­კა­საც გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი.

ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის 2013 წლის ყვე­ლა მატ­ჩი:

06.02.

ალ­ბა­ნე­თი - სა­ქარ­თ­ვე­ლო 1:2

(ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი)

22.03.

საფ­რან­გე­თი - სა­ქარ­თ­ვე­ლო 3:1

(მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის

შე­სარ­ჩე­ვი მატ­ჩი)

02.06.

ირ­ლან­დია - სა­ქარ­თ­ვე­ლო 4:0

(ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი)

05.06.

და­ნია - სა­ქარ­თ­ვე­ლო 2:1

(ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი)

14.08.

ყა­ზა­ხე­თი - სა­ქარ­თ­ვე­ლო 1:0

(ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი)

06.09.

სა­ქარ­თ­ვე­ლო - საფ­რან­გე­თი 0:0

(მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი მატ­ჩი)

10.09.

სა­ქარ­თ­ვე­ლო - ფი­ნე­თი 0:1

(მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი მატ­ჩი)

15.10.

ეს­პა­ნე­თი - სა­ქარ­თ­ვე­ლო 2:0

(მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი მატ­ჩი)

2013 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ჩა­ა­ტა­რა 8 მატ­ჩი: 1 მო­ი­გო, 1 ფრედ და­ას­რუ­ლა, 6 წა­ა­გო. ბურ­თე­ბის შე­ფარ­დე­ბა - 4-14.

...

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა, II საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი:

„დი­ნა­მო“ (თბ.) - «სტრე­ი­მუ­რი“ (ფარ.) 6:1

«სტრე­ი­მუ­რი“ - „დი­ნა­მო“ 1:3

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა

III საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი:

„დი­ნა­მო“ (თბ.) - „სტიაუა“ (რუმ.) 0:2

„სტიაუა“ - „დი­ნა­მო“ 1:1

ევ­რო­პის ლი­გა

I საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი

„ტორ­პე­დო“ (ქუთ.) - „ჟი­ლი­ნა“ (სლოვ.) 0:3

«ჟი­ლი­ნა“ - „ტორ­პე­დო“ 3:3

„ჩი­ხუ­რა“ (საჩ.) - „ვა­დუ­ცი“ (ლიხტ.) 0:0

„ვა­დუ­ცი“ - „საჩხე­რე“ 1:1

ევ­რო­პის ლი­გა

II საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი

„დი­ლა“ (გო­რი) - „ოლ­ბორ­გი“ (დან.) 3:0

„ოლ­ბორ­გი“ - „დი­ლა“ 0:0

„თუ­ნი“ (შვე­იც.) - „ჩი­ხუ­რა“ (საჩ.) 2:0

„ჩი­ხუ­რა“ - „თუ­ნი“ 1:3

ევ­რო­პის ლი­გა

III საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პი

„ჰა­ი­დუ­კი“ (ხორვ.) - „დი­ლა“ (გო­რი) 0:1

„დი­ლა“ - „ჰა­ი­დუ­კი“ 1:0

ევ­რო­პის ლი­გა

ფლეი ოფი

„დი­ნა­მო“ (თბ.) - «ტო­ტენ­ჰე­მი“ (ინგ.) 0:5

«ტო­ტენ­ჰე­მი“ - „დი­ნა­მო“ - 3:0

„რა­პი­დი“ (ავსტ.) - „დი­ლა“ (გო­რი) 1:0

„დი­ლა“ - „რა­პი­დი“ - 0:3

 

 

 

 

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი