მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
28 დეკემბერი, 2013
2286
print

ტიმ დან­კანს კა­რი­ე­რა­ში 768 ორ­მა­გი დუბ­ლი აქვს.

ამ სე­ზონ­ში - 10. ტი­მიმ მძი­მედ და­იწყო რე­გუ­ლა­რუ­ლი და „სან ან­ტო­ნიო“ ლი­დერს ას­ვე­ნებ­და. მის­ტერ დან­კან­მა მო­უ­მა­ტა. ბო­ლო ტეს­ტებ­ში ტი­მი ძვე­ლი, დან­კა­ნის კლა­სი­კუ­რი სტა­ტის­ტი­კით აკე­თებს საქ­მეს - 17.8 ქუ­ლა, 12.2 მოხ­ს­ნა და 2.3 და­ფა­რე­ბა. „სან ან­ტო­ნი­ომ“ და­კარ­გა სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე „სპერ­სი“ ალა­გებს, ეძებს ოპ­ტი­მა­ლურ ხუ­თე­უ­ლებს. გრეგ პო­პო­ვიჩს მო­ე­წო­ნა მარ­კო ბე­ლი­ნე­ლი და იტა­ლი­ე­ლი უფ­რო კრე­ა­ტი­უ­ლია, ვიდ­რე „მი­ლუ­ო­კი­ში“ გა­და­სუ­ლი გა­რი ნი­ლი. მის­ტერ ნი­ლი უფ­რო სნა­ი­პე­რობ­და და ბე­ლი­ნე­ლი პას­საც აკე­თებს, დაც­ვა­შიც იტა­ლი­ე­ლობს და მარ­კო ას­ვე­ნებს ემა­ნუ­ელ ჯი­ნო­ბი­ლის. არ­გენ­ტი­ნელ­მა უნ­და და­ის­ვე­ნოს. დაღ­ლი­ლი მა­ნუ მი­ნუ­სია. პო­პო­ვიჩს მი­ნუ­სე­ბი არ უყ­ვარს. გრეგ­მა უნ­და მო­ი­გოს და თუ მის­ტერ დან­კა­ნი ამ მო­ტი­ვა­ცი­ას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, „სან ან­ტო­ნიო“ არ გა­ჩერ­დე­ბა. სუ­პერ­ფი­ნალ­ში გას­ვ­ლა უფ­რო ძნე­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე შარ­შან, მაგ­რამ გუნ­დი გა­მოც­დი­ლე­ბის და დან­კა­ნის მიქ­ს­ტია. კლა­სი.

„და­ლა­სი“ „სან ან­ტო­ნი­ო­ზე“ სუს­ტია. დირკ ნო­ვიც­კის რე­ნე­სან­სი გრძელ­დე­ბა, მაგ­რამ სხვე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ჯერ ვერ უგე­ბენ. ან გა­სა­გე­ბად და­ბა­ლი დო­ნის მო­თა­მა­შე­ე­ბი არი­ან. ეს­პა­ნე­ლი ხო­სე კალ­დე­რო­ნი გე­ნი­ო­სია, მაგ­რამ ვერ გა­ი­გო, რა უნ­და აკე­თოს. კალ­დე­რო­ნი კლა­სი­კუ­რი პირ­ვე­ლი ნო­მე­რია და „და­ლას­ში“ პირ­ველ ნო­მერ­ზე სწრაფ, ნი­ჭი­ერ და ეგო­ისტ მონ­ტა ელისს აყე­ნე­ბენ. ხან­და­ხან კალ­დე­რონ­საც, მაგ­რამ ეს უფ­რო იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. კალ­დე­რო­ნის ერ­თი პა­სი ელი­სის კა­რი­ე­რას ფა­რავს, მაგ­რამ „და­ლას­ში“ ჯერ პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბი­ან. ყვე­ლა­ფერს და­აკ­ვირ­დე­ბი­ან. გუნ­დ­მა „სან ან­ტო­ნი­ოს­თან“ ბო­ლომ­დე ვერ გა­ქა­ჩა. ბო­ლო აკორ­დე­ბი ტიმ დან­კან­მა აიღო და დირ­კი ტი­ა­გო სპლი­ტერ­მა და­ღა­ლა. რო­მელ­მაც გერ­მა­ნელს 3 ფო­ლი აჩუ­ქა. ტი­ა­გომ ერთ-ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში პერ­სო­ნა­ლუ­რად და­ას­ვე­ნა მთე­ლი გუნ­დი - სპლი­ტერ­მა არას­რულ 23 წუთ­ში 11 სა­ჯა­რი­მო შე­ას­რუ­ლა და 8 გა­მო­ი­ყე­ნა. პო­პო­ვი­ჩი კმა­ყო­ფი­ლი იყო. „სან ან­ტო­ნი­ომ“ 116:107 მო­ი­გო და ბო­ლო მე­ოთხედ­ში სი­ტუ­ა­ცია ხე­ლოვ­ნუ­რად და­ი­ძა­ბა.

პო­პო­ვი­ჩის მო­ხუ­ცი გუნ­დი 100:85 და დად­გა. „და­ლა­სი“ 12:0 გა­იქ­ცა და ძი­რი­თა­დის დას­რუ­ლე­ბამ­დე არას­რუ­ლი 4 წუ­თით ად­რე სხვა­ო­ბა მხო­ლოდ 3 ქუ­ლა იყო. და დან­კან­მა და­იწყო. „სან ან­ტო­ნი­ოს“ შემ­დეგ ოთხ შე­ტე­ვა­ში ტი­მი იყო ჯო­კე­რი. სა­მი ზუს­ტი სრო­ლა, პა­სი ორ­მა­გი დაც­ვი­დან დე­ნი გრინ­ზე და შუ­თერ­მა სა­მი­ა­ნი აარ­ტყა „მა­ვე­რიქსს“. 110:103. ორი­ვე გუნ­დი დამ­შ­ვიდ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, ტი­მიმ ასა­ღე­ბი დაც­ვა­შიც აიღო და გუნ­დ­მა ამ რე­გუ­ლა­რულ­ში ოც­და­მე­სა­მე ტეს­ტი ჩა­ა­ბა­რა. „სპერ­სი“ (23:7) სტა­ბი­ლუ­რად სტა­ბი­ლუ­რია და იგებს. დან­კა­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ „და­ლას­მა“ სა­მუ­ელ და­ლემ­ბე­რი მი­უშ­ვა და ტი­მიმ სე­მი ვერ შე­ამ­ჩ­ნია. დან­კან­ზე მი­ვი­და ტი­მის ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლი, მის­ტერ ბლე­რი და ტი­მიმ ბლე­რი ერ­თი-ორ­ჯერ გა­ა­ტა­რა. ბლერ­მა თა­მა­ში 14 ქუ­ლით, 11 (7 Off) მოხ­ს­ნით და 3 პა­სით და­ას­რუ­ლა. დან­კან­მა ჩა­საგ­დე­ბი იმ მო­მენ­ტ­ში ჩა­აგ­დო, რო­დე­საც „სპერ­სი“ იშიფ­რე­ბო­და. და „და­ლას­მა“ ტი­მის გა­მოც­დი­ლე­ბის შე­წუ­ხე­ბა ვერ გა­ბე­და. დან­კან­მა კი­დევ ერ­თხელ მო­უ­გო „და­ლასს“.

დან­კა­ნი თა­ვის საქ­მეს აკე­თებს და „სან ან­ტო­ნი­ოს“ პე­რი­მეტ­რი „და­ლას­თან“ დე­ნი გრინ­მა ჩა­ი­ბა­რა. 22 წუთ­ში გრინ­მა 22 ქუ­ლა და­აგ­რო­ვა. გრი­ნი ამ სე­ზო­ნის 30 თა­მაშ­ში მხო­ლოდ ოთხ­ჯერ ვერ შე­ვი­და პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში და გრინ­მა იცის, რომ პო­პო­ვი­ჩი სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­ულს ეძებს. გრინ­მა 7/7 სრო­ლა (5/5 სა­მი­ა­ნი) გა­მო­ი­ყე­ნა. დე­ნი დაც­ვა­შიც მშვი­დი იყო. მე­ო­რე მე­ოთხედ­ში დე­ნიმ 11 ქუ­ლა აკ­რი­ფა და „სან ან­ტო­ნი­ომ“ „და­ლა­სის“ პირ­ველ დარ­ტყ­მას გა­უძ­ლო. „სპერ­სი“ „და­ლასს“ იც­ნობს. „და­ლა­სიც“ იც­ნობს „სპერსს“ და თუ ნო­ვიც­კის ახ­ლობ­ლე­ბი ფლეი ოფ­ში გავ­ლენ, ტექ­სა­სუ­რი გარ­ჩე­ვე­ბი და­იწყე­ბა. ტექ­სა­სუ­რი გარ­ჩე­ვე­ბი გაგ­რ­ძელ­დე­ბა და „სან ან­ტო­ნიო“ იმ სე­რი­ა­ში ფა­ვო­რი­ტი იქ­ნე­ბა.

„სან ან­ტო­ნიო“ ამ რე­გუ­ლა­რულ­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად თა­მა­შობს სტუმ­რად. 13:3. მე­ო­რე­ზეა „პორ­ტ­ლენ­დი“ (12:3). „ბლე­ი­ზერ­ს­მა“ სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მა­ტე­ბით დრო­ში გა­ა­ჩე­რა კრის პო­ლის, ბლე­იქ გრი­ფი­ნის, დოკ რი­ვერ­სის „კლი­პერ­სი“. პორ­ტ­ლენ­დ­ში ტე­რი სტოტ­ს­მა კი­დევ ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი თა­მა­ში მო­ი­გო და პორ­ტ­ლენ­დ­ში „ტრე­ილ ბლე­ი­ზერ­სი“ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა. გუნდს ლი­გა­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო სას­ტარ­ტო ხუ­თე­უ­ლი ჰყავს და „პორ­ტ­ლენ­დი“ ძა­ლი­ან კარ­გია. უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან კარ­გი. ნი­კო­ლა ბა­ტუმ­მა სა­მი­ა­ნით ოვერ­ტა­ი­მი დას­ვა და იქ უკეთ „პორ­ტ­ლენ­დ­მა“ შე­ას­რუ­ლა სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა. 116:112. კრის პო­ლი იყო ტერ­მი­ნა­ტო­რი. პა­ტა­რა, და­უნ­დო­ბე­ლი ტერ­მი­ნა­ტო­რი, რო­მელ­მაც გარ­ჩე­ვა 34 ქუ­ლით, 16 პა­სით, 6 ჩაჭ­რით და მხო­ლოდ 1 შეც­დო­მით და­ას­რუ­ლა. გრი­ფი­ნი - 35+11 მოხ­ს­ნა. დე­ან­დ­რე ჯორ­და­ნი - 19 მოხ­ს­ნა. და „პორ­ტ­ლენ­დ­მა“ მა­ინც მო­ი­გო. „პორ­ტ­ლენ­დ­მა“ უფ­რო და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით მო­ი­გო და პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლის ყვე­ლა ბიჭ­მა ათი და მე­ტი ქუ­ლა და­აგ­რო­ვა. ბა­ტუ­მი 19 (+7 მოხ­ს­ნა+3 პა­სი), ლა­მარ­კუს ოლ­დ­რი­ჯი 32 (+10 მოხ­ს­ნა+4 პა­სი), რო­ბინ ლო­პე­სი (11 (+14 მოხ­ს­ნა), და­მი­ან ლი­ლარ­დი (14 (+5 მოხ­ს­ნა+4 პა­სი+წა­გე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა პოლ­თან) და უეს­ლი მე­თი­უ­ზი 19 (+7 მოხ­ს­ნა+6 პა­სი). კლა­სი­კუ­რი თა­მა­ში კლა­სი­კუ­რი ხუ­თე­უ­ლის­გან. „პორ­ტ­ლენ­დი“ სა­ხი­ფა­თო გუნ­დია და ტე­რი სტოტ­ს­მა ლი­დე­რე­ბი უნ­და შე­ი­ნა­ხოს. ოდ­ნავ მე­ტი უნ­და და­ას­ვე­ნოს, რომ ხუ­თე­უ­ლი მზად იყოს აპ­რი­ლის­თ­ვის. ეს აუცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მა­ნამ­დე „პორ­ტ­ლენ­დ­მა“ და­სავ­ლე­თის პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლის ვი­ზა უნ­და მი­ი­ღოს. ვნა­ხოთ, ძნე­ლი არ უნ­და იყოს.

ტიმ დან­კანს კა­რი­ე­რა­ში 768 ორ­მა­გი დუბ­ლი აქვს. ამ სე­ზონ­ში - 10. ტი­მიმ მძი­მედ და­იწყო რე­გუ­ლა­რუ­ლი და „სან ან­ტო­ნიო“ ლი­დერს ას­ვე­ნებ­და. მის­ტერ დან­კან­მა მო­უ­მა­ტა. ბო­ლო ტეს­ტებ­ში ტი­მი ძვე­ლი, დან­კა­ნის კლა­სი­კუ­რი სტა­ტის­ტი­კით აკე­თებს საქ­მეს - 17.8 ქუ­ლა, 12.2 მოხ­ს­ნა და 2.3 და­ფა­რე­ბა. „სან ან­ტო­ნი­ომ“ და­კარ­გა სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე „სპერ­სი“ ალა­გებს, ეძებს ოპ­ტი­მა­ლურ ხუ­თე­უ­ლებს.

დან­კა­ნი ფლეი ოფის­თ­ვის მზად იქ­ნე­ბა. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის.

 

სხვა სიახლეები
13 თებერვალი, 2015 ქართული ექსპანსია ბრუნდება
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი
20 დეკემბერი, 2013 და­ი­ძი­ნე, თო­რემ ჯი­ნო­ბი­ლი მო­ვა