მეტი სტიმული მოძრავი ცხოვრებისათვის
17 მარტი, 2010
1702
print

ვარჯიში ჯანსაღი სიბერის გარანტი.

სიმძიმეებით ვარჯიშს შეუძლია თავიდან აგვაცილოს, მეტიც-უკან შეაბრუნოს ძვლის დაშლის პროცესი. რეგულარული ვარჯიში გაახალგაზრდავების ერთადერთი უტყუარი წყაროა და რაც მთავარია, უფასო. მაინც რამ უნდა წააქეზოს მილიონობით ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ უმოძრაო ცხოვრების წესს ეწევა, საიმისოდ, რომ სხეულს რეგულარული ფიზიკური დატვირთვა მისცეს? ალბათ ყოველი ახალი დადასტურება იმისა, რომ ვარჯიში სასარგებლოა, ერთ ადამიანს მაინც "მოაქცევს," სანამ საბოლოოდ ყველა ვარჯიშს არ დაიწყებს. ახლადჩატარებული კვლევის მიმოხილვაში, რომელიც 25 იანვარს The Archives of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა, დოქტორი მარკო პაორი (ფლორიდის უნივერსიტეტი) და დოქტორი ჯეფ უილიამსონი (უინსტონ-სალემი, ჩრდილოეთ კაროლინა) მიუთითებენ ფიზიკური აქტივობის დიდ როლზე გვიანასაკობრივი უძლურების პრევენციაში (საუბარია როგორც ფიზიკურ ისე გონებრივ მხარეზე, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად).

"ფიზიკური პასიურობა," - წერენ ისინი, - "დაბერების პროცესის არაჯანსაღად წარმართვის ერთ-ერთი უძლიერესი წინაპირობაა და შესაძლოა ნაადრევ ხანგრძლივ ავადმყოფობასაც დაედოს საფუძვლად. აი, რას გვიჩვენებს ამ სფეროში ჩატარებული ერთდროული კვლევების შედეგები (მათ შორისაა The Archives of Internal Medicine-ში დეკემბრის თვეში გამოქვეყნებული მასალები). ადრინდელი კვლევების საგანი უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცი იყო. ამ ბოლო დროს თავმოყრილმა კვლევებმა კი გვიჩვენა, რომ აქტიურ ქალს არანაკლებად დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლია.

კიბო. მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციაში ვარჯიშის როლის კველვისას (საუბარია 52 გამოკვლევაზე, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული სენტ-ლიუისის სამედიცინო სკოლის თანამშრომლების ხელმძღვანელობით ჩატარდა) გაირკვა, რომ მეტი აქტიურობით გამორჩეული ადამიანების შემთხვევაში დაავადების გაჩენის ალბათობა 21 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე ნაკლებად აქტიურ ადამიანთა შემთხვევაში; შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ ფიზიკური აქტიურობა წონის უფრო სწრაფ დაკლებას ნაწლავის მეშვეობით უწყობს ხელს. აქტიურ ქალთა შორის 16 პროცენტით მცირდება მკერდის კიბოს რისკიც, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ვარჯიში უფრო დაცულს ხდის ქსოვილებს ინსულინის მსგავსი ფაქტორებისგან, რომლებიც, როგორც ცნობილია, კიბოს განვითარებას უწყობენ ხელს.

ოსტეოპოროზი და ძვლის სიმყიფე. ისეთ ვარჯიშს, როგორიცაა სწრაფი სიარული და სიმძიმეების აწევა, კუნთების გაძლიერების მიზნით, შეუძლია შეამციროს მეტიც - უკუაქციოს ძვლის დაშლის პროცესი. ერთ-ერთი უახლესი კვლევისას გერმანელმა მეცნიერებმა, რომლებმაც 65 წლის (და ზევით) ქალებს 18-თვიანი ვარჯიშის რეჟიმი დაუნიშნეს, ან ზოგადი გაჯანსაღების პროგრამაში მიაღებინეს მონაწილეობა, აღმოაჩინეს, რომ ვარჯიშებმა საგრძნობლად გაზარდა ძვლის სიმკვრივე და დაცემის რისკები შეამცირა; გარდა ამისა, ნებისმიერ ასაკში (100-ზე მეტი წლის ადამიანებშიც კი) სიმძიმეებით ვარჯიში კუნთების ზომას და ხარისხს აუმჯობესებს.

გულსისხლძარღვთა დაავადებები. აერობიკული ვარჯიში დიდი ხანია ცნობილია, როგორც გულისა და სისხლძარღვების ფასდაუდებებლი დამცველი. თუმცა, ადრეული კვლევების საგანი მხოლოდ მამაკაცი იყო, 2002 წელს ჩატარებული კვლევისას (რომლის შედეგები The New England Journal of Medicine-მა გამოაქვეყნა და რომელშიც 73.743 50-დან 79 წლამდე ჯანსაღი ქალი მონაწილეობდა), დოქტრომა ჯოენ მენსონმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ვინც კვირაში ხუთჯერ, დღეში 30 წუთს მაინც უთმობს სწრაფ სიარულს (გარდა სხვა უფრო ენერგიული ვარჯიშებისა) საგრძნობლად უმცირდება გულის შეტევებისა და გულსისხლძარღვთა სისტემის სხვა პრობლემების წარმოშობის რისკი.

დიაბეტი. ზომიერი აქტიურობა ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკსაც (რაც ნორმალური წონის ქალებსაც აქვთ). 16-წლიანმა კვლევამ (კვლევის მონაწილეები იყვნენ მედდები - 68.907ადამიანი) გვიჩვენა, რომ უმოძრაო ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანი დიაბეტით დაავადების ორმაგი რისკის წინაშე დგას, ხოლო უმოძრაო ცხოვრების წესს თუ ჭარბი წონაც ემატება, ეს რისკი ნორმალური წონის აქტიურ ქალების მონაცემებთან შედარებით 16 პროცენტამდე იზრდება. სხვა კვლევებმა, რომელთა მსვლელობისას 3.234 პრედიაბეტურ მდგომარეობაში მყოფი ორივე სქესის ადამიანს ზომიერი ფიზიკური აქტივობის რეჟიმი ჰქონდათ დანიშნული (საუბარია კვირაში არანაკლებ 150 წუთისა) გვიჩვენა, რომ დიაბეტის გავითარების პრევენციის საქმეში ვარჯიში უფრო ეფექტური გამოდგა, ვიდრე მეტფორმინი.

ასაკობრივი გონებასუსტობა. 3.485 ჯანმრთელი მამაკაცისა და ქალის გამოკვლევამ (55-ზე ზევით) უჩვენა, რომ ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს (საუბარია კვირაში სამჯერ ან მეტჯერ ვარჯიშზე) სიბერეში გონებრივი უძლურების ნაკლები რისკი აქვთ.

ჯეინ ე. ბროუდი ესსე

 

სხვა სიახლეები
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
06 ნოემბერი, 2009 მილიონები და ტიტულები
21 ოქტომბერი, 2009 სასარგებლო სიკვდილი
16 ოქტომბერი, 2009 შსს სრული სვლით
13 ოქტომბერი, 2009 უბრალო დამთხვევა თუ…
23 სექტემბერი, 2009 ქართველები ვერ გვახარებენ
22 სექტემბერი, 2009 მორიგი წარუმატებელი დღე
09 სექტემბერი, 2009 ტრადიციული, თუმცა ახალი