რიჩი დიქსონი: ”მოვა დრო, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად აღიარებენ”
18 მარტი, 2014
2526
print

გიგა გურასაშვილი

ერთა თასზე საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირებას საქართველოს რაგბის კავშირის ექსპერტთა სვეტში ეხმაურება ბორჯღალოსანთა ყოფილი დამრიგებელი რიჩი დიქსონი. შოტლანდიელი ექსპერტი საკუთარ სვეტში მიმოიხილავს თბილისურ შეხვედრას და შედეგის კანონზომიერებაზე საუბრობს.

”15 მარტის თამაში მშვენიერი სარაგბო დღე აღმოჩნდა სტადიონზე შეკრებილი  ქომაგისათვის და მათთვისაც ვინც ტელევიზიით და IRB.com-ზე წარმოებული სთრიმის მეშვეობით უყურა ამ დაპირისპირებას. 

საქართველომ და რუმინეთმა, რომლებიც ერთა თასის ჩემპიონობისათვის იბრძოდნენ, ძალზედ ამაღელვებელი მატჩი შემოგვთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ხარისხი მერყეობდა, სტადიონზე დამუხტული ატმოსფერო სუფევდა. მატჩის მსვლელობისას ორივე გუნდს ჰქონდა აღზევების მომენტები, მაგრამ ისინი დაცვაში თუ შეტევაში უმაღლეს დონეზე მაშინ თამაშობდნენ, როდესაც ერთნაირად ირჯებოდნენ. ეს მათ ნამდვილ პოტენციალს ავლენდა. ყოველგვარი ეჭვის გარეშე - ამ მატჩით მათ დაამტკიცეს თუ რატომ ითვლებიან გათამაშების საუკეთესო გუნდებათ.

ამ დღეს საქართველომ დაამტკიცა, რომ უკეთესი გუნდი ჰყავს. მოთამაშეებმა დაიცვეს სათამაშო დისციპლინა და უფრო მეტად თანამიმდევრულნი იყვნენ ვიდრე რუმინელები და შესაბამისად ჩემპიონობის ტიტულიც მოიპოვეს.

ქომაგის სიმრავლე და მხარდაჭერა იმაზე მეტყველებდა, რომ ყველამ გაითავისა ამ გამარჯვების უდიდესი მნიშვნელობა. საბოლოოდ, ყველაფერმა ჩაიარა და ჩვენ, გაისად ინგლისში გასამართ მსოფლიო თასზე, არა მარტო გასვლის, არამედ სასურველი C ჯგუფის საგზურის მოპოვება მოვახერხეთ.

ლეგენდარულ ”ოლ ბლექსთან” ჩვენი გუნდის თამაში ქართულ რაგბის ახალ ეტაპად ჩაითვლება. მოთამაშეთათვის, რომლებიც ამ შეხვედრაში მსოფლიოში საუკეთესოთა შორის საუკეთესოს წინააღმდეგ ითამაშებენ, ალბათ, მთელი ცხოვრების ოცნების აღსრულების ტოლფასი იქნება.

არ უნდა მოხდეს ჩვენი გუნდის ასეთი მიღწევის და რუმინეთის მიერ მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ავტომატურად გასვლის არასათანადო შეფასება.

ეს მიღწევები ყველა იმ ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც ყველა დონეზე, საწყისიდან - ეროვნულ ნაკრებამდე,  საქართველოში ზრუნავენ რაგბის განვითარებაზე. ამისდა მიუხედავად, ნურავის შეექმნება წარმოდგენა იმისა, რომ ჩვენ ამ მიღწევით დავკმაყოფილდებით - ჩვენს მიზანს, როგორც მომავალი მსოფლიო თასისათვის, ასევე 2019 წლის და სხვა დანარჩენი მსოფლიო თასებისთვის განვითარება და პროგრესი წარმოადგენს.

ამ მიზნის მისაღწევად, ყველამ ვინც ამა თუ იმ დონეზე ვემსახურებით ქართულ რაგბს, უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული, თანამედროვე მეთოდები. ჩვენ, როგორც მსოფლიო სარაგბო ოჯახის სრულფასოვანი წევრები, მივადგებით იმ ეტაპს, როდესაც ჩვენი ადმინისტრაციული საქმიანობის, თამაშის წარმოებისა და რაღა თქმა უნდა დიდი კონკურენტუნარიანობის შედეგად, გვაღიარებენ ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანად.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი