საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2/8
22 სექტემბერი, 2014
1222
print

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

2/8

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2015 წელს წარმოების დაფინანსების

კონკურსის პირობები 

კონკურსის მიზანი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.

 2014 წლის 22 სექტემბერს ცხადდება კონკურსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2015 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით.

 უფლებამოსილი კონკურსანტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

 

ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელი, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

 აღნიშნული პირობის დაკმაყოფილება განისაზღვრება როგორც პროდიუსერის საგანაცხადო ვალდებულება.

 დაფინანსება

კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე, საექსპერტო კომისიის რეკომენდებული თანხის შესაბამისად.

 ბიუჯეტი

საკონკურსო ფონდი შეადგენს 900 000 (ცხრაასი ათასი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს სრულად არ

გახარჯოს საკონკურსო ფონდი.

 დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა

ეროვნული კინოცენტრი კომისიის რეკომენდაციით დააფინანსებს მინიმუმ ორ პროექტს.

 ქრონომეტრაჟი

ფილმის ხანგძლივობა არ უნდა იყოს 80 წთ-ზე ნაკლები.

 კონკურსის ტურები

კონკურსი ტარდება ორ ტურად.

 პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და აფასებენ დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.

კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.

მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.

პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.

 მეორე ტური გულისხმობს პროექტის პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.

 მეორე ტურის შედეგად კომისიის წევრები აფასებენ პროექტის პრეზენტაციას და წერენ შესაბამის ქულას.

 კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენს კინოცენტრს დასკვნას გამარჯვებული პროექტების რაოდენობისა და სუბსიდიის ოდენობის შესახებ.

 ეროვნული ფილმის ცნობა

 კონკურსში მონაწილეობის მსურველი პროდიუსერები ვალდებულნი არიან პირველ რიგში მოიპოვონ ეროვნული ფილმის ცნობა და მხოლოდ შემდეგ შემოიტანონ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 პროდიუსერებმა ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად კინოცენტრში უნდა წარმოადგინონ:

  1. განაცხადი ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად (კინოცენტრის მიერ დადგენილი ფორმით);
  2. იურიდიული პირებისათვის წესდების ასლი, ამონაწერი (სავალდებულოა განახლებული)  მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
  3. ფიზიკური პირისათვის პირადობის მოწმობის ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ან საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (სავალდებულოა განახლებული).
  4. ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;
  5. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი) პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას;
  6. ფილმის ,,თრითმენტი“;
  7. ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან (ორიგინალები ან ასლები ნოტარიულად დამოწმებული), რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;
  8. ფილმის ბიუჯეტი.

.განაცხადი, რომელიც არ შეიცავს ეროვნული ფილმის ცნობას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსში არ განიხილება. ეროვნული ფილმის ცნობა გაიცემა პროდიუსერის მიერ სრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო  დღის განმავლობაში.

სავალდებული საკონკურსო დოკუმენტაცია 

  1. ეროვნული ფილმის ცნობა
  2. აპლიკაცია (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
  3. რეჟისორის წინა ნამუშევარი (სავალდებულო);
  4. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (სავალდებულო);/span>
  5. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;/span>
  6. პროდიუსერის მოტივაცია (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
  7. რეჟისორის ხედვა;
  8. ფილმის მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე);
  9. დაფორმატებული  ფილმის სცენარი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შეთავაზებული ფორმით*); იხ. შენიშვნა

10.  ფილმის ბიუჯეტი; (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);

11.  ფინანსური გეგმა(დაფინანსების მოპოვების გრაფიკი*)

12.  საწარმოო გეგმა (სამუშაოს შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინასაწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;/span>

13.  თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული);/span>

  ალტერნატიული დაფინანსება                                    

თუ ფილმის წარმოებაზე გამოყენებული იქნება პროდიუსერის პირადი თანხა, წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაწერი ბანკიდან პროდიუსერის საბანკო ანგარიშზე თანხის მოძრაობის შესახებ;

 ალტერნატიულ დაფინანსებად შესაძლებელია განიხილებოდეს ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი) თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%-ს.

 ალტერნატიულ დაფინანსებად შეიძლება ჩაითვალოს საპროდიუსერო კომპანიის ტექნიკური შენატანი.

 კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2015 წლის 28 აპრილისა წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები). წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ძალას კარგავს.

 გამონაკლისის სახით, პროდიუსერის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში კინოცენტრი იტოვებს უფლებას გაახანგრძლივოს საბუთების წარმოდგენის ვადა. მსგავს გადაწყვეტილებას იღებს კინოცენტრის დირექტორი.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის რაოდენობა

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას 8 ეგზემპლარად და 1 ცალად ელექტრონული ვერსიის სახით; ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.

 ვადები

 პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა:  2014 წლის 8 დეკემბერი 17:00 სთ.

 2014 წლის 1 დეკემბრამდე კინოცენტრი შეამოწმებს შემოტანილ დოკუმენტაციას და იმ პროდიუსერებს, რომელთა პროექტები არ დააკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს უფლებას აძლევს გამოასწორონ ხარვეზი და 2014 წლის 8 დეკემბრამდე  შემოიტანონ შესწორებული პროექტები.

იმ პროდიუსერებს, რომლებიც პროექტს პირველად შემოიტანენ 2014 წლის 1 დეკემბრის შემდეგ არ მიეცემათ ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. შესაბამისად შესაძლოა ასეთი პროექტის განხილვა არ მოხდეს არსებული ხარვეზის გამო.

 შეზღუდვები

კონკურსში მონაწილე პროდიუსერს მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენის უფლება აქვს.

 ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომელთა ავტორებს (პროდიუსერი და რეჟისორი), ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება შესრულებული არ აქვთ, ან მოგებული აქვთ კონკურსი და ალტერნატიული დაფინანსების მოძიების პროცესში არიან.

 არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსებში.

აღნიშნულ კონკურსში განიხილება მხოლოდ რეჟისორების მეორე პროექტები,   სადებიუტო პროექტები არ განიხილება და რეგულირდება სხვა საკონკურსო პირობებით.

         შენიშვნა:

სცენარი სავალდებულოა წარმოადგინოთ პროფესიულად დაფორმატებული სცენარის ფორმით.  პროფესიულად დაფორმატებული სცენარის ქართული საწერი პროგრამა CeltX -ი ტექნიკურად შეესაბამება სცენარის წარდგენის ევროპულ სტანდარტებს (გვერდის მინდვრები, ასოების ზომა, სტრიქონებს შორის მანძილები, ტექსტის განლაგება, გვერდის და ქრონომეტრაჟის შესაბამისობა).

 CeltX-ის ქართული ვერსიის ჩამოსატვირთად  ეწვიეთ ბმულს:

 https://oc.ac.ge/enrol/index.php?id=38

 

ყველა დაინტერესებული  პირი ბმულზე გადასვლისას იხილავს სცენარის ფორმატირების აღწერას მაგალითებით და ასევე შეძლებს  სცენარების საწერი პროგრამის CeltX-ის ქართული ვერსიის ჩამოტვირთვას.

ეროვნული კინოცენტრი სცენარის საწერი პროგრამის CeltX -ის უკეთ გასარკვევად აწყობს 2 დღიან პრეზენტაციას მიმდინარე წლის ქვემოთ მითითებულ თარიღებში:

 7-8    ოქტომბერი, 18:00 სთ;

15-16 ოქტომბერი, 18:00 სთ;

23-24 ოქტომბერი, 18:00 სთ.

 

ვისაც სურს დაესწროს პრეზენტაციას, მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და სასურველი თარიღი არაუგვიანეს  2 ოქტომბრისა ელ. ფოსტაზე:   s.danelia@gnfc.ge

 ყურადღება!/span>

ეროვნული კინოცენტრი  კონკურსიის  მონაწილეებს  მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ ეთიკის                       ნორმები საექსპერტო კომისიის წევრებისა და კინოცენტრის თანამშრომლების მიმართ და პატივი სცეთ ჟიურის გადაწყვეტილებას.

 გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა.

კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.

 მისამართზე: ზ. გამსახურდიას სანაპირო  4 - ში, ტელ: 299 92 00; 299 91 02

 საკონტაქტო პირები:

 ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი: 577 955 250 ელ. ფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge

 მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი: 577 407 539 ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

 სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)

ტელეფონი: 599 85 07 81 ელ. ფოსტა s.danelia@gnfc.ge

 

 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 ს.ს. „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული ტექნიკის გაყიდვის მიზნით
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
29 მარტი, 2016 საქართველოს კათოლიკური კავშირის "გულმოწყალე იესო"-ს განცხადება
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
16 ნოემბერი, 2015 სს "ბაკალეა"
11 ნოემბერი, 2015 Invitation to Participate in the Sales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
16 ივლისი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 15 ივლისი, 2015 წ.