6 ერის ჩემპიონი ირლანდია ევროპის ერთა თასის გამარჯვებულ საქართველოს ელოდება
17 ოქტომბერი, 2014
1648
print

გიგა გურასაშვილი 

ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე ერთ თვე რჩება. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სერიას ირლანდიით იწყებს. ბორჯღალოსნები ”სამყურებს” 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ არ შეხვედრიან. საქართველო ბობოლა ირლანდიას დუბლინში, ”ავივა სთედიუმზე” (Aviva Stadium) ეწვევა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ პირველად ისტორიაში 6 ერის ჩემპიონი ევროპის ერთა თასის გამარჯვებულს შეხვდება.

ვფიქრობთ, საკმარისზე მეტი მიზეზია საიმისოდ, რომ ისტორიული ტესტ-მატჩისადმი საქართველოში უდიდესი ინტერესი იყოს. კარგი ამბავია მათთვისაც ვინც ირლანდიაში ცოცხალში ვერ მიადევნებს თვალყურს ირლანდია VS საქართველოს. რაგბის ქართველ გულშემატკივარს დიდი რაგბის ცქერის საშუალებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აძლევს. რა თქმა უნდა, პირდაპირი ტელეტრანსლაციით - 6 ერის ჩემპიონისა და ევროპის ერთა თასის გამარჯვებული ნაკრებების სატესტო შეხვედრა 16 ნოემბერს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი გარკვეულია.

2015 წლის ინგლისის მსოფლიო თასის ერთი კონკრეტული შეხვედრის ხილვა წინმსწრებად საქართველოშიცაა შესაძლებელი. მსოფლიო თასზე C ჯგუფში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეთაგანი ტონგა, იმავე ტესტ-მატჩის ფარგლებში ირლანდიაში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ესტუმრება საქართველოს.

”სამყურების” არ იყოს, ტონგაც ძველი ნაცნობია - ბორჯღალოსნები ”ზღვის არწივებს” ბოლოს თბილისში 1999 წლის 28 მარტს მსოფლიო თასის რეპეშაჟში შეხვდნენ. მაშინ საქართველომ ერთი ქულის სხვაობით - 28:27 მოიგო, მაგრამ მათთან გასვლით შეხვედრაში 37:6 წაგებისთვის, მსოფლიო თასს მიღმა აღმოჩნდა.

დუბლინიდან დაბრუნების შემდეგ 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს მილტონ ჰეიგის რაზმი იაპონიას უმასპინძლებს. ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებთან შერკინების გამოცდილებაც გვაქვს. ქართულ-იაპონური ტესტი ბოლოს 2012 წლის 17 ნოემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა. იმ შეხვედრაში იაპონელებმა ბოლო წუთზე გატანილი არეკნის წყალობით საქართველო 25:22 დაამარცხეს.

ირლანდიის ტესტამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ ბორჯღალოსნებს ურთულესი მატჩი ელით ღირსეულ და ძლიერ მოწინააღმდეგესთან: ”მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ გავაუმჯობესეთ საკუთარი თამაში. შარშანდელ საშემოდგომო ტესტში სამოას დამარცხებით დავამტკიცეთ, რომ მსოფლიოს მოწინავეთა ათეულში შემავალ ნაკრებთანაც შეგვიძლია ტოლ-სწორად თამაში.

ჩვენ უნდა გავაასმაგოთ სათამაშო დისციპლინა, გამოვავლინოთ ჩვენი ძლიერი და აგრესიული ხასიათი და თავდაუზოგავად ვითამაშოთ დაცვაში. ავივაზე, ირლანდიასთან, 6 ერის ჩემპიონთან თამაში ჩვენთვის დიდ პატივსა და უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს“.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი