19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპისთვის დაირაზმა
20 ოქტომბერი, 2014
1236
print

გიგა გურასაშვილი

19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის (26 ოქტომბერი - 1 ნოემბერი) შეკრება დაასრულეს. 22 ოქტომბერს ნაკრები ლისაბონში გაემგზავრება, რომელიც შარშანდელის მსგავსად კვლავაც მასპინძლის რანგში მოევლინა ილია მაისურაძის გუნდს. ისიც უნდა აღნიშნოს, რომ შარშან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დავით ვართანიანის ხელმძღვანელობით იზეიმა ჩემპიონობა (ფინალში ბელგიის ნაკრები 32:6 დაამარცხეს). ასე რომ, შეიძლება ითქვას, ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს კარგად აქვთ დაცდილი ლისაბონური ასპარეზი.

ლისაბონურ ბურთაობას ის დატვირთვაც აქვს, რომ მასში წარმატება მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის საგზურს იძლევა. ანუ, ევროპის ჩემპიონატი ერთგვარი შესარჩევია.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები შეკრებას 13 ოქტომბრიდან ”შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გადიოდნენ. შაბათს გუნდს უმაღლესი ლიგის კლუბ ”არმაზსთან“ სპარინგ-მატჩი ჰქონდა, რომელიც მოლოდინისამებრ ევროპის ჩემპიონების გამარჯვებით - 35:5 დასრულდა.

გათამაშება მეოთხედფინალური ეტაპით დაიწყება და სამ ტურს გასტანს. ევროპის ჩემპიონი - საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ჰოლანდიელ თანატოლებთან 26 ოქტომბერს გამართავს (დასაწყისი 19:00); ტურნირის მეორე ტურში, რომელიც 29 ოქტომბერს შედგება, ფინალში მოსახვედრად ჩვენ წყვილში გამარჯვებული გუნდი რუსეთსა და პოლონეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ჩემპიონატის ფინალული მატჩი 1 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრები: ბექა კაკაბაძე (ლოკომოტივი, უმაღლესი), ნიკა ნეფარიძე (ლოკომოტივი, ა ლიგა), ზაზა ხარებავა (ლაროშელი, საფრანგეთი), გიორგი მელიქიძე (ხარები, უმაღლესი), ბადრი ალხაზაშვილი (ლელო სარასენს, უმაღლესი), გიორგი ტორაძე (აია, უმაღლესი), თორნიკე ზოიძე (კლერმონი, საფრანგეთი), როლანდ კვაჭაძე (კლერმონი, საფრანგეთი), ოთარ გიორგაძე (აია, უმაღლესი), ბესო ბარბაქაძე (არმაზი, უმაღლესი), ბადრი დანგაძე (აია, უმაღლესი), თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო სარასენს, უმაღლესი), დათო პაპავაძე (ჯიქი, უმაღლესი), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), ვასო ლობჟანიძე (არმაზი, უმაღლესი), თემურ თუთბერიძე (აია, უმაღლესი), რატი შანიძე (ლელო სარასენს, ა ლიგა), რეზი ჯინჭველაშვილი (აია, უმაღლესი), გიორგი ბაბუნაშვილი (აია, უმაღლესი), გიორგი კვესელაძე (იუნკერები, ა ლიგა), გიორგი კოშაძე (ხარები, ა ლიგა), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი, უმაღლესი), დათო გულიტაშვილი (ხარები, უმაღლესი), იოსებ კიკვაძე (აია, უმაღლესი), ანზორ სიჭინავა (აკადემია, პირველი ლიგა), ირაკლი სვანიძე (ჯიქი, უმაღლესი).

მთ. მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ზურა ამონაშვილი, ლადო კილასონია, გიგა გურეშიძე

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი