საინტერესო ფაქტები მესამე ტურის წინ
21 ოქტომბერი, 2014
1198
print

აკაკი  ურუშაძე

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრების წინ გავიხსენოთ თუ, როგორ თამაშობდნენ ერთმანეთში ევროტურნირებზე მომავალი მეტოქეები.

სამშაბათი

E ჯგუფი

ცსკა - ”მანჩესტერ სიტი

 შარშანდელ სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩში მანჩესტერელებმა სერხიო აგუეროს დუბლის წყალობით მოსკოვში 2:1 მოიგეს,შინ კი დიდი ანგარიშით 5:2 დაამარცხეს არმიელები.

რომა” - ”ბაიერნი

ეს გუნდები ერთმანეთს 2010/11 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მიუნხენში გერმანელებმა 2:0 მოიგეს,რომში კი მიუხედავად იმისა,რომ მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით იყვნენ წინ მაინც სტუმრებმა გაიმარჯვეს-3:2.

F ჯგუფი

აპოელი - პსჟ

ეს გუნდები ერთმანეთს აწ უკვე გაუქმებულ თასების თასზე შეხვედრიან. ნიქოზიაში ფრანგებმა 1:0 იმარჯვეს, საპასუხო შეხვედრაში კი ორი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს.

ბარსელონა” - ”აიაქსი

ამ გუნდების პირველი შეხვედრა გასულ სეზონში ”კამპ ნოუზე” გაიმართა.მასპინძლებმა 4:0 გაანადგურეს ჰოლანდიელები,ამსტერდამში გამართული შეხვედრა კი ”აიაქსის” გამარჯვებით დასრულდა-2:1.

G ჯგუფი

შალკე” - ”სპორტინგი” 

2009 წელს ევროპის ლიგაზე ”სპორტინგმა” ბერლინის ”ჰერტას” დამარცხებით (1:0) გერმანულ კლუბებთან  თექვსმეტმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ჩელსი” - ”მარიბორი

გასულ წელს ”მარიბორმა” ევროპის ლიგის გათამაშებაზე ”უიგანი” 2:1 დაამარცხა. ეს იყო სლოვენიური კლუბის პირველი გამარჯვება ინგლისურ კლუბებთან.

H ჯგუფი

ბატე - ”შახტარი

ევროტურნირებზე ბატე მხოლოდ ერთხელ,  ევროპის ლიგის 2010/11 წლების გათამაშებაში  შეხვდა უკრაინულ გუნდს.მინსკში მასპინძლები 1:4 დამარცხდნენ კიევის ”დინამოსთან”, კიევში კი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

პორტუ” - ”ატლეტიკი” 

ეს გუნდები ერთმანეთს შორეულ 1956 წელს, ჩემპიონთა თასზე შეხვდნენ ერთმანეთს. ბასკებმა სტუმრად 2:1 მოიგეს, საკუთარ მოედანზე, კი ხოსე ლუის არტეჩეს ჰეთ-თრიკის წყალობით 3:1 იმარჯვეს.

ოთხშაბათი

A ჯგუფი

ატლეტიკო” - ”მალმე

1966/67 წლების ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში მადრიდელებმა ”მალმე” ორჯერ დაამარცხეს სტუმრად 2:0, შინ კი 3:1. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებში გოლები მომავალში ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის არაგონესმა გაიტანა.

ოლიმპიაკოსი” - ”იუვენტუსი

2003 წლის 10 დეკემბერს ტურინელებმა საკუთარ მოედანზე 7:0 გაანადგურეს მეტოქე.ეს მათთვის რეკორდული ანგარიშით გამარჯვებაა ევროტურნირებზე, ხოლო ბერძენთათვის რეკორდული მარცხი.

 B ჯგუფი

ლუდოგორეცი” - ”ბაზელი

2013/14 წლების ლიგის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე  შვეიცარიელებმა ორჯერ დაამარცხეს ბულგარელები, საკუთარ მოედანზე 2:1, ხოლო სოფიაში 4:2.

ლივერპული” - ”რეალი

2008/09 წლების გათამაშების 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში ”ლივერპულმა” ”ენფილდზე” 4:0 მოუგო მადრიდელებს.იმ შეხვედრაში დუბლი სტივენ ჯერარდმა შეასრულა,მადრიდშიც ინგლისელებმა იმარჯვეს - 1:0. ამჯამად ”რეალის” მოთამაშე  ალვარო არბელოა, მაშინ ინგლისელთა რიგებში თამაშობდა.

C ჯგუფი

ბაიერი” - ”ზენიტი

2008 წელს ”ზენიტმა” უეფას თასი მოიგო, სწორედ იმ გათამაშების მეოთხედფინალში გადაიკვეთა მათი გზები. გუნდებმა წარმატებებს გასვლით შეხვედრებში მიაღწიეს. თუმცა სტუმრად გატანილი გოლების წყალობით შემდეგ ეტაპზე ”ზენიტი” გავიდა.

მონაკო”-”ბენფიკა

მონეგასკები პორტუგალიურ გუნდებს მას მერე არ შეხვედრიან, რაც 2004 წელს ”პორტუსთან” ლიგის ფინალი წააგეს.

D ჯგუფი 

ანდერლეჰტი” - ”არსენალი

არ შეხვედრიან.

გალათასარაი” - ”ბორუსია

უეფას თასის 199/00 წლების გათამაშების 1/8 ფინალურ მატჩში თურქებმა სტუმრად 2-0 სძლიეს გერმანელებს,სახლში კი ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. 

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი