Future Shorts, ჰელუინის წვეულება და ელექტრონული მუსიკა
27 ოქტომბერი, 2014
1361
print

როგორც ყველა სეზონზე, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Future Shorts თბილისში კვლავ დაბრუნდა. ამჯერად ღონისძიების ჩატარების თარიღი 31 ოქტომბერს ემთხვევა, სწორედ იმ დღეს, როდესაც მსოფლიოში ჰელუინის ღამეს აღნიშნავენ, შესაბამისად, ფესტივალის ორგანიზატორებმა კინოცვენება ერთგვარ „საშიშ წველებადაც“ აქციეს - მაყურებელს აქ მისვლა კოსტუმებით შეუძლია, „აქ“ კი ამ შემთხვევაში კლუბი „დიდი გალერია“.

Future Shorts კინოს, მუსიკისა და ვიზუალურ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება და არც თუ იშვიათად თბილისის საზღვრებსაც სცდება (მაგალითად, გონიო და კვარიათი). რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბს, Future Shorts წლის განმავლობაში 90 ქვეყნის 325 ქალაქში იმართება, რაც ასიათასობით მაყურებელს ნიშნავს.

Future Shorts-ის შემოდგომის აფიშაში შვიდი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ირიცხება. მათი ავტორები ბრიტანელი, ამერიკელი და ირანელი რეჟისორები არიან. მოკლემეტრაჟიან ფილმებს ლონდონში, Future Shorts-ის ცენტრალურ ოფისში არჩევენ, შემდეგ კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში პარტნიორებს უგზავნიან. თბილისში საჩვენებელი ფილმებიც სწორედ ლონდონიდან „მოემგზავრებიან“.

კინოჩვენების შემდეგ ჰელოუინის მასკარადის შემდგომ წვეულებაზე MADfest წარმოგიდგენთ:

HOUSEMEISTER - 5 ალბომის და 30 ვინილის ავტორი, ბერლინის ტექნო არტისტი.

KORABLOVE – არტისტი, რომელიც მსოფლიო მუსიკალურმა საზოგადოებამ ექსპერიმენტალური მუსიკის გამო შეიყვარა.

GIO SHENGELIA - ქართულ კლუბურ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Dj.

21 ოქტომბერს KORABLOVE ქართველი არტისტებისთვის მასტერკლასს CES-ში (Creative Education Studio, ფალიაშვილის 55) გამართავს.

ia vekua
სხვა სიახლეები
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან
18 აგვისტო, 2015 თბილისის ჯაზფესტივალის პროგრამა და სხვა დეტალები
17 აგვისტო, 2015 ქართული „მამა“ ლოკარნოს რჩეულია
13 აგვისტო, 2015 საუკეთესო ქალების ოცეული
11 აგვისტო, 2015 როგორ ჩავარდა კოსმოსური პორნო
04 აგვისტო, 2015 აგვისტო დიდ ეკრანზე
31 ივლისი, 2015 „სამეფო კარის თამაში“ კიდევ სამ სეზონს გასტანს
30 ივლისი, 2015 ვენეციის კინოფესტივალის პროგრამა
28 ივლისი, 2015 შავი ზღვის ჯაზფესტივალი - ფანკის მეფიდან სნუპიმდე
22 ივლისი, 2015 კინო და კინოდისტრიბუცია რეგიონებში