საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრები რუსეთის ძლევით ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
30 ოქტომბერი, 2014
1350
print

ლისაბონში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა 41- 5 დაამარცხეს რუსეთის ნაკრები. ილია მაისურაძის გუნდმა ზედმიწევნით შეასრულა დავალება და ფინალში ასპარეზობის უფლებაც დამსახურებულად მოიპოვა.
მატჩში ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა - რუსმა მორაგბეებმა ბურთი დაკიდეს, რომელიც რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ 19-წლამდელების მგეზავმა, რევაზ ჯინჭველაშვილმა ლელოში მარჯვენა ფრთიდან დაამიწა. თავისივე ლელოს გარდასახვა ჯინჭველაშვილს არ გასჭირვებია, რითაც ახალგაზრდა ბორჯღალოსნები 7-0 დაწინაურდნენ. რუსმა მორაგბეებმა განაახლეს თამაში და მალევე დაცვაში დაჯარიმდნენ. ჯინჭველაშვილმა კარში დაარტყა და სხვაობა ათ ქულამდე გაზარდა (10-0). ეს ყველაფერი საწყის ოთხ წუთში მოხდა.

ამ ეპიზოდიდან 17 წუთის განმავლობაში ანგარიში არ შეცვლილა. რუსეთის ნაკრებმა მიღებული ქულების შემდეგ დაცვა გააუმჯობესა და შეტევის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდათ. 21-ე წუთზე კი, რუსებმა მატჩში პირველი და ერთადერთი 5 ქულა მოიხვეჭეს - ცენტრში დანიშნული შერკინებიდან, რუსმა 19-წლამდელებმა შეტევა მარცხენა ფრთაზე გადაიტანეს და ლელო გაიტანეს, რომლის გარდასახვაც ვერ მოეხაერხეს (10-5).
”დათვებს” ბორჯღალოსნებმა პასუხი 28-ე წუთზე გასცეს, როდესაც მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დანიშნული შერკინებიდან  ბექა გორგაძემ ბურთი გამოიტანა და ზედ ლელოს ხაზსთან გარეთ ვასილ ლობჟანიძეს გადააწოდა. ამ უკანასკნელს კი დამიწება აღარ გასჭირვებია. ჯინჭველაშვილი ამჯერად არაზუსტი იყო და ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა (15-5).

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები ბევრად უფრო მრისხანედ გამოიყურებოდა და საწყის 17 წუთში რუსებს ოთხი ერთმანეთზე უკეთესი ლელო დაუდო. თავი გამოიჩინეს ოთარ გიორგაძემ, დავით გულიტაშვილმა, ნიკა ნეფარიძემ და შეცვლაზე შესულმა გიორგი მელიქიძემ. ამ ოთხი ლელოდან ჯინჭველაშვილმა სამი გარდასახა და ანგარიშზე საბოლოოდ 16 ქულა დაუგროვდა.

”დილიდანვე მთელი გუნდი მეტად მოტივირებულნი ვიყავით. ყველა თამაშზე ვფიქრობდით და ჩვენთვის ეს დიდი დღე იყო, რადგან რუსეთთან თამაში ყოველთვის დაკავშირებულია ემოციებთან და დიდ პასუხისმგებლობასთან, - ნამატჩევს აცხადებდა ბორჯღალოსანთა კაპიტანი ბადრი ალხაზიშვილი. - თამაშამდე, გახურებისას ყველას დაგვეტყო, რომ 100 პროცენტით მზად ვიყავით და ეს მინდორზეც დავამტკიცეთ. შეცდომების მიუხედავად მაინც მოვახერხეთ და დავლაგდით. შედეგით კმაყოფილები ვართ. მთელი გუნდის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივარს - მიუხედავად მანძილისა, მათგან დიდი სითბოს ვგრძნობდით.“
პორტუგალიასა და ესპანეთს შორის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრა  მასპინძელთა გამარჯვებით 12-8 დასრულდა.

2014 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რომელიც 1 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას შეხვდება.

2014 წლის ევროპის ჩემპიონატი

(20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასისალაფისშესარჩევი)

საქართველო - რუსეთი 41:5 

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. გიორგი კოშაძე, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 11. დავით გულიტაშვილი, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. ბექა კაკაბაძე, 4. თორნიკე ზოიძე, 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8. ბექა გორგაძე.

სათადარიგოები: 16. გიორგი ტორაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. გიორგი მელიქიძე, 19. როლანდ კვაჭაძე, 20. ბადრი დანგაძე, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. იოსებ კიკვაძე, 24. რატი შანიძე.

პორტუგალია – ესპანეთი 12:8

ფინალი. 1 ნოემბერი

პორტუგალია - საქართველო

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი