”კორინთიანსი” ერთგული გულშემატკივრებისთვის სასაფლაოს თხრის
31 ოქტომბერი, 2014
1244
print

გიგა გურასაშვილი

ბრაზილიური ”კორინთიანსი” საკუთარი სახსრებით სასაფლაოს აშენებს, სადაც კლუბის ერთგულ გულშემატკივარს მათთვის საყვარელი ფეხბურთელების სიახლოვეს დასაფლავების შესაძლებლობა მიეცემა. შთაბეჭდილებისთვის ისიც ვთქვათ, რომ ”კორინთიანსის” (Sport Club Corinthians Paulista) გულშემატკივართა არმია დაახლოებით 25 მილიონს შეადგენს და ამავე მაჩვენებლით მხოლოდ ”ფლამენგო” უსწრებს (სრული სახელი Clube de Regatas do Flamengo), რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 42 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

ნეკროპოლი სახელად ”კორინთიანსი სამუდამოდ”, გნებავთ ”მარად კორინთიანსი” სან პაულუს შემოგარენში ასე ვთქვათ გაშენდება, ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კი 70 ათასი მიწის ადგილი იქნება გამოყოფილი.

BBC-ის ცნობით, ყველაზე ძვირადღირებული საფლავები საფეხბურთო მინდვრის ფორმის მქონე მოედნის ცენტრში იქნება განთავსებული.

დადგენილია სამარხის ფასიც, რომელიც 4500 რეალიდან 7800-მდე მერყეობს (დაახლოებით 1870 დოლარიდან 3240 დოლარამდე). გააჩნია, რამდენად ახლოს თუ მოჭორებით იქნება კონკრეტული სასაფლაო ლეგენდარული ფეხბურთელის განსასვენებელისგან.

პროექტის აღმასრულებელი დირექტორის რიკარდო პოლიტოს თქმით, სასაფლაოს ექნება საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, ტბა, ლანდშაფტური პარკი და საკუთარი ნაკრძალი.

საინტერესოა ისიც, რომ აქვე იქნება მოწყობილი ერთგვარი ტრიბუნაც.

ახალი სასაფლაო კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელებისთვის სამუდაო განსასვენებელი იქნება. ამასთან, ”კორინთიანსის” ადმინისტრაციას განუზრახავს ახალ სასაფლაოზე გადმოასვენოს ზოგიერთი გარდაცვლილი ფეხბურთელის ნეშტიც.

ისიც ვთქვათ, რომ სამხრეთამერიკული კლუბებისთვის ექსკლუზიური სასაფლაოების მოწყობა უცხო არაა. თავის დროზე იგივე გააკეთა არგენტინულმა ”ბოკა ხუნიორსმაც”.

ბოლო ხანებში ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივრები სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ სურვილს სიკვდილის შემდეგ ჩაუტარდეთ კრემაცია, ფერფლი კი იმ სტადიონის თავზე მოფანტონ, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრების უბედნიერესი წუთები განუცდიათ.

სამხრეთ ამერიკიდან ევროპულ მოედნებსაც მოვავლოთ თვალი, სადაც ასევე არსებობს მსგავსი მაგალითები. ასე მაგალითად ”ბარსელონას” ყველაზე ერთგულ გულშემატკივარს საშუალება აქვს სიკვდილის შემდეგ ლეგენდარული ”კამპ ნოუს” მოედნის ქვეშ მიაბარონ მიწას. მეტიც, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას იქ საგანგებოდ 30 ათას ადგილზე გათვლილი მავზოლეუმის მოწყობა განუზრახავს.

ფანატებისთვის განკუთვნილი სასაფლაო აქვს გერმანულ ”შალკესაც”.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი