„არტისტერიუმი“ მეშვიდედ ბრუნდება
04 ნოემბერი, 2014
2061
print

თბილისის თანამედროვე ხელოვნების VII საერთაშორისო გამოფენა წელს 7 ნოემბერს გაიხსნება ათ დღეს გასტანს. ამ დღეების განმავლობაში გამოფენების სერიის სტუმრები 100-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევრებს იხილავს. მათ შორის იქნებიან არტისტები საქართველოდა, აშშ-დან, გერმანიიდან, ირლანდიიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ფინეთიდან, საბერძნეთიდან, ახალი ზელანდიიდან, ბოსნია-ჰერცეგოვინადან, სამხრეთ კორეადან, უკრაინიდან, ჰოლანდიიდან, შვეიცარიიდან და ისრაელიდან.

ყოველწლიური „არტისტერიუმი“ 2008 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. როგორც წესი, ღონისძიება თემატურია, წელს კი თემა „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!“ გახლავთ. ამ ფრაზით 1970 წელს კოსმოსურ ხომალდზე მომხდარი ტექნიკური გაუმართავობის აღმოჩენის შემდეგ „აპოლონ 13-ის“ ეკიპაჟის წევრებმა ჰიუსტონში მდებარე NASA-ს მართვის ცენტრს მიმართეს. იგივე ფრაზა ისმის ამ მოვლენის შესახებ რონ ჰოვარდის მიერ გადაღებულ ფილმშიც, რის შემდეგაც ფრაზა მთელ მსოფლიოში გავრცელდა და მოახლოებული ან არსებული საფრთხის შესახებ საუბრისას იყენებენ.

„ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!“ მონაწილეებს სთავაზობს სხვა და სხვა ხასიათის პერსონალური, მხატვრული, ფილოსოფიური, სოციო-პოლიტიკური თუ ეკოლოგიური პრობლემატიკის კვლევას და წარმოჩენას. პროექტის ფარგლებში „ჰიუსტონი“ მოიაზრება როგორც „გადამრჩენელის“ კონცეფცია, რომელიც ამავე დროს ადამიანთა თანამშრომლობის ბუნებრივ იმპულსსაც ეხება.

 

 

„არტისტერიუმ 2014“ - პროგრამა:

 7 ნოემბერი, პარასკევი

თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, სიონის ქ. 8.

19:00 – „ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს! “, „არტისტერიუმი 7 / 2014“-ის გახსნა. ქართველი და საერთაშორისო მხატვრების გამოფენა. საქართველო, ახალი ზელანდია, აშშ, გერმანია, ირლადია, სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ფინეთი, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ს.კორეა, უკრაინა, ჰოლანდია, შვეიცარია, ისრაელი. კურატორი მაგდა გურული.

 არტისტერიუმის და „ფოტოესეს“ ერთობლივი ფოტო კონკურსის "ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!" გამარჯვებული ნამუშევრის და „არტისტერიუმი 7 /2014“ -ის კატალოგის პრეზენტაცია.

 8 ნოემბერი, შაბათი

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი - თბილისი, უზნაძის ქ. 51.

18:00 – „არსაიდან“, შინ ედვარდსი, პიტერ ფინემორი, ფერნ ტომასი, ბედვაირ ვილიამსი, ლოის ვილიამსი, სიუ ვილიამსი, კრეგ ვუდი. კურატორები ვატო წერეთელი და მარტინ ბარლოუ, უელსი, დიდი ბრიტანეთი.

 9 ნოემბერი, კვირა

ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გ. ჭანტურიას ქ. 8.

18:00 – „ქარავან ჯგუფი არტისტერიუმზე“, ალექს პერე, ალისკა ლაჰუსენი, ანეტ ტურილო, არსენიო რეიესი, ეგლე განდა ბოგდანიენე, ირაკლი ძნელაძე, ჟაკ კრენი, ჟან ლუკ გინ’ამა, ქარიმ ბორჟა, ზურა არაბიძე, შალვა ხახანაშვილი. კურატორი შალვა ხახანაშვილი, საფრანგეთი.

 10 ნოემბერი, ორშაბათი

ევროპის სახლი, თავისუფლების მოედანი 1.

19:00 – „Berlin Art Prize 2014“-ის გამარჯვებული არტისტები არტისტერიუმზე. „Des Ptohograhpies“, ოკკა ჰუნგერბიულერი, ულუ ბრაუნი. გერმანია.

 11 ნოემბერი, სამშაბათი

გალა გალერეა, ათონელის ქ.27

19:00 – „ცარიელი სივრცე“, კოტე ჯინჭარაძე, კურატორი დედიკა ბულია, საქართველო.

 12 ნოემბერი, ოთხშაბათი

ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გ. ჭანტურიას ქ. 8.

19:00 - „რიყის ქვა, სიმდიდრე, განძი, ნაგავი“, ანჰელიო, ნილო და დელია ბატლი- „ბატლ სტუდიო“, მერი მატინგლი, სტეფანი სიუჯუკო, ტობი ლი, პაველ ვოიატასიკი, ერნსტ კარელი. კურატორი ლიდია მეტიუ. აშშ.

 14 ნოემბერი, პარასკევი

გალერეა კონტეინერი, რადიანის ქ. 10გ

18:00 – „წესრიგი“, გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე, გიორგი დილიძე, კატკა ნიშნიანიძე, ტატო ახალკაციშვილი, ანა ლორდქიფანიძე, ირა კურმაევა, სოფო ქემოკლიძე, ვახო ხეთაგური, საბა შენგელია. კურატორი გურამ წიბახაშვილი. საქართველო.

 17 ნოემბერი, ორშაბათი

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, გრიბოედოვის ქ. 22.

15:00 - „დიდი ცის ქვეშ“, სტუდენტური ვიდეო პროგრამა გერმანიის ოთხი სამხატვრო აკადემიიდან.

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
26 სექტემბერი, 2015 ომის გზები თბილისის ფოტო ფესტივალზე