“რეალი” და ”ბორუსია” ფლეი ოფში არიან
05 ნოემბერი, 2014
1221
print

აკაკი ურუშაძე

განახლდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშება. მადრიდის ”რეალმა” და დორტმუნდის ”ბორუსიამ” დროზე ადრე გაინაღდეს ფლეი ოფი, ”იუვენტუსმა” დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა ”ოლიმპიაკოსი”, ხოლო ”ლევერკუზენმა” და ”ატლეტიკომ” თავიანთ ჯგუფებში ლიდერობა განიმტკიცეს.

A ჯგუფი 

იუვენტუსი” - ”ოლიმპიაკოსი” 3:2

ორი კვირის წინ ბერძნებმა საკუთარ მოედანზე შეძლეს ტურინელთა დამარცხება.გუშინ იტალიელებს აუცილებლად სჭირდებოდათ გამარჯვება,რადგან მატჩის ვერ მოგების შემთხვევაში მათი ჯგუფიდან გასვლი შანსები ძალიან მცირდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა ტურინელთა შეტევებით დაიწყო,თუმცა წინა მატჩის გმირი ბერძენთა კიპერი რობერტო სასწაულებს ჩადიოდა. მან ურთულესი ბურთები აუღო კლაუდიო მარკიზიოსა და პოლ პოგბას,თუმცა 21-წუთზე ვერაფერს გახდა, როდესაც პირლომ თავის მეასე სალიგო მატჩში ჯარიმა შეასრულა და ტურინელები დააწინაურა. ტურინელთა ზეიმი გატანილი გოლის შემდეგ დიდხანს არ გაგრძელებულა 24-ე წუთზე ალბერტო ბოტიამ  ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიში მატჩის სცენარი არ შეცვლილა,ტურინელები კვლავ უტევდნენ,თუმცა 61-წუთზე  დელვენ ნდინგას თავური დარტყმის შემდეგ გოლი საკუთარ კარში მიიღეს. გაშვებულმა გოლმა იტალიელები უფრო გამოაფხიზლა და ხუთ წუთში ლორენტეს დარტყმული  ბურთი ძელს მოხვდა იქიდან ასხლეტილი კი ბერძენთა მეკარეს და სააბოლოოდ კარში აღმოჩნდა,ერთი წუთის შემდეგ კი პოგბამ გამარჯვების გოლი გაიტანა. მასპინძლებს  შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა თუმცა  ვიდალმ პენალტი ვერ გაიტანა.

მალმო” - ”ატლეტიკო” 0:2

წინა შეხვედრაში ”ატლეტიკომ” საკუთარ ”ვინსენტე კალდერონზე” შვედები 5-0 გაანადგურა. გუშინდელ შეხვედრაშიც უპირატესობას ესპანელები ფლობდნენ. უკვე 5-ე წუთზე კუთხურიდან კოკეს  ჩამოწოდებულ ბურთს გაბიმ თავი დაუხვედრა, თუმცა შვედთა მეკარე რობინ ოლსენმა სასწაულებრივად შეძლო მოგერიება.ამის შემდეგ ოლსენმა კიდევ რამოდენიმეჯერ შეძლო გუნდის გადარჩენა. 30-ე წუთზე კი ვერაფერს გახდა,როდესაც ხუანფრანის ფლანგიდან ჩამოწოდებული ბურთი კოკემ ქუსლით მის კარში შეაგორა. მეორე ტაიმში შვედები უფრო გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს ესპანელთა კართან, მაგრამ გოლის გატან ვერ მოახერხეს,უფრო მეტიც გოლი საკუთარ კარში მიიღეს. შეხვედრას წერტილი რაულ გარსიამ დაუსვა 78-ე წუთზე.

B ჯგუფი

ბაზელი” - ”ლუდოგორეცი” 4:0

შვეიცარელთა 17 წლის ფორვარდის  ბრელი ემბოლოს გოლმა პირველმა გოლმა საფუძველი ჩაუყარა მასპინძელთა დიდი ანგარიშით გამარჯვებას ”ლუდოგორეცთან.” ემბოლომ ანგარიში 34-ე წუთზე გახსნა,ტაიმის მიწურულს გონსალესმა მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. მეორე ტაიმშიც თამაში ცალ კარში მიდიოდა და მასპინძლება კიდევ ორ გოლის გატანა მოახერხეს,გოლები გაშისა და სუხის ანგარიშზეა.

რეალი” - ”ლივერპული” 1:0

ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპვა ლიგის მიმდინარე სეზონში და იქვე ფლეი ოფის საგზური გაიფორმა. მადრიდელებს გამარჯვება კარიმ ბენზემას მიერ  23-წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა მოუტანა. ”რეალი”, რომ გუშინდელ შეხვედრას მოიგებდა ამაში ეჭვი ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა. ყველა ელოდა შეძლებდა თუ არა კრიშტიანუ რონალდუ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის - რაულის შედეგის გაუმჯობესებას, თუმცა პორტუგალიელმა ეს ვერ მოახერხა. მადრიდელთა მეკარე იკარ კასილიასმა კი გუშინ ლიგაზე სარეკორდო 144-ე შეხვედრა ჩაატარა.

C ჯგუფი

ზენიტი” - ”ბაიერი” 1:2

პეტერბურგელებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს გერმანელებთან და ფაქტიურად მინიმუმამდე დაიყვანეს ჯგუფიდან გასვლის შანსები. შეხვედრის გმირი ლევერკუზენელთა კორეელი ლეგიონერი სონ ჰინ მინი გახდა, რომელმაც ჯერ 68-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო ხუთი წუთის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა დუბლი გაიფორმა. მატჩის ბოლო ბოლო წუთზე მასპინძლებმა ხოსე რონდონის გოლი წყალობით შეძლეს ანგარიშის მინიმუმადე შემცირება, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს.

ბენფიკა” - ”მონაკო” 1:0 

”ბენფიკას” 20 წლის ფორვარდმა ტალისკამ,რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩებში ზედიზედ გააქვს გოლები შეხვედრის 82-წუთზე გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი და ”ბენფიკას” ლიგის წლევანდელ გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ მონაკოელებმა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაუშვეს.

 D ჯგუფი

არსენალი” - ”ანდერლეხტი” 3:3

პირველ ტაიმში ალექსის სანჩესისა და არტეტას გატანილ გოლებს, მეორე ტაიმში ჩემბერლენმა კიდევ ერთი მიამატა და როდესაც ყველას ეგონა, რომ ლონდონელები იოლ გამარჯვებას მოიპოვებდნენ, მოხდა ის, რასაც ”ანდერლეხტის” ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ წარმოიდგენდა. ბელგიელმა ვანდენ ბორემ ჯერ 62-წუთზე გაქვითა ერთი გოლი, რამდენიმე წუთში  კი პენალტით შეძლო მინიმუმამდე შეემცირებინა ანგარიში, ხოლო მატჩის უკანასკნელ წუთზე მიტროვიჩმა ბელგიელებს ქულა მოუტანა.

ბორუსია” - ”გალათასარაი”4:1

”რეალის” მსგავსად დოტმუნდელებმაც ზედიზედ მეოთხე გამარჯვბა იზეიმეს ლიგაზე და ფლეი ოფში გავიდნენ. მიუხედავად იმისა,რომ გერმანელები მთელი პირველი ტაიმი უტევდნენ და არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, ანგარიშის გასნა მხოლოდ 39-ე წუთზე მოახერხეს, ანგარიში როისმა გახსნა. 56- წუთზე პაპასტოპულოსმა მეორე ტაიმში შექმნილი პირველივე სახიფათო მომენტი გამოიყენა და ანგარიში ორამდე გაზარდა. 70-ე წუთზე თურქმა ჰაკან ბალტამ ერთი გაქვითული გოლით მატჩს თითქოს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ გერმანელება ამას კიდევ ორი გატანილი გოლით უპასუხეს. გოლები იმობილემ და  კაიამ გაიტანეს. 

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი