მესი რაულს დაეწია
06 ნოემბერი, 2014
1319
print

აკაკი ურუშაძე

 ”ბაიერნი” ფლეი ოფშია, ”სიტი” სახლში სენსაციურად  დამარცხდა  ცსკა-სთან, მესიმ კი რაულის რეკორდი გაიმეორა.

E ჯგუფი

ბაიერნი” - ”რომა” 2:0 

ორი კვირის წინ გერმანელებმა რომში სამარცხვინო წაგება აგემეს რომაელებს, გუშინ კი დაინდეს მეტოქე  და მხოლოდ ორი გოლი აკმარეს. როგორც მოსალოდნელი იყო მიუნხენელები უდავო უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს შეძლეს. გერმანელები ფრანგამა ფრანკ რიბერიმ დააწინაურა. შეხვედრის  64-ე წუთზე გიოტცემ მეორე გოლი გაიტანა იტალიელთა კარში და ”ბაიერნმა” დროზე ადრე მოიპოვა ფლეი ოფის საგზური.

სიტი” - ცსკა  1:2

მიუხედავად კოლოსალური ტერიტორიული უპირატესობისა ინგლისელებმა თამაში წააგეს და ახლა სერიოზული ბრძოლა მოწევთ ჯგუფიდან გასვლისათვის. უკვე შეხვედრის მეორე წუთზე მოსკოველებმა ჯარიმა ჩააწოდეს, რომელსაც  თავი დუმბაიამ დაუხვედრა და  არმიელები  დააწინაურა, თუმცა ამ გოლს მასპინძლებმა სტანდარტით უპასუხეს, როდესაც ია ია ტურემ ულამაზესი საჯარიმოთი აკინფეევს გაუტანა (რუსმა მეკარემ ლიგაზე 25-ე გოლი გაუშვა). შეხვედრის  66-წუთზე დუმბიამ სტუმრები კვლავ დააწინაურა.

ჯგუფი 

პსჟ - აპოელი 1:0

ფრანგებმა გუშინდელი მოგების შემდეგ გაინაღდეს ფლეი ოფი საგზური. ერთადერთი გოლი, როგორც წინა შეხვედრაში ურუგვაელმა ედისონ კავანიმ გაიტანა.

”აიაქსი ”- ”ბარსელონა” 0:2 

კატალონიელებმა დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლეს  მასპინძელთა დამარცხება. ლეო მესი კი ამ შეხვედრაში შესრულებული დუბლით ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით (71) რაულს გაუტოლდა. 

 G ჯგუფი

მარიბორი” - ”ჩელსი” 1:1

მოსალოდინისამებრ თამაში ლონდონელთა უპირატესობით წარიმართა. ”არისტოკრატებმა” არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ სლოვენიელთა მეკარე ჰამდამოვიჩი სასწაულებს ჩადიოდა. მეორე ტაიმიც ანალოგიურად წარიმართა, გოლის გატანა კი მასპინძლებმა მოახერხეს. 73-ე წუთზე ლონდონელებმა  მატიჩის დარტყმის შემდეგ  ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. სტუმრებს მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ 89-ე წუთზე აზარიმ პენალტი გააცუდა.

სპორტინგი” - ”შალკე” 4:2 

წინა შეხვედრაში მსაჯებმა აშკარად დაჩაგრეს პორტუგალიელები, გუშინ კი მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი გერმანელებმა გაიტანეს, ლისაბონელებმა მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება და სერიოზული ნაბიჯი გადადგეს ფლეი ოფისკენ.

H ჯგუფი

შახტარი” - ბატე 5:0

დონბასელებმა ბელორუსები გუშინაც არ დაინდეს და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს, ”შახტარის” ბრაზილიელმა ფორვარდმა ლუის ადრიანიმ კი ორ შეხვედრაში ბელორუსებს რვა გოლი გაუტანა.

ატლეტიკი” – ”პორტუ” 0-2

პორტუგალიელებმა უპრობლემოდ მოახერხეს ბასკთა დამარცხება. პირველ ტაიმში ლისაბონელთა ლიდერმა პენალტი ვერ გაიტანა, შესვენების შემდეგ კი საკუთარი შეცდომა გამოასწორა და ”დრაკონები” დააწინაურა. მეორე გოლი კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბრაიმმა გაიტანა.

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი