ებო­ლა, ამე­რი­კუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ქარ­თუ­ლი "მო­ხერ­ხე­ბა"
07 ნოემბერი, 2014
2471
print

ზუ­რაბ გუ­რუ­ლი

 მი­სი­სი­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კლი­ნი­კუ­რი პრო­ფე­სო­რი

 ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სივ­რ­ცე­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მო­უ­ლოდ­ნელმ სკან­დალ­მა ერ­თ­გ­ვა­რად მიჩ­ქ­მა­ლა ამე­რი­კა­ში მიმ­დი­ნა­რე ე.წ. შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი. არა­და, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის შთამ­ბეჭ­დავ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბამ და სე­ნატ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბამ შე­საძ­ლოა, მკვეთ­რად შეც­ვა­ლოს სი­ტუ­ა­ცია მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე.

შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის 4-წლი­ა­ნი ციკ­ლის დაწყე­ბი­დან 2 წლის შემ­დეგ ტარ­დე­ბა. ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა კონ­გ­რე­სი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის 435 სა­წევ­რო მან­დატს და სე­ნა­ტის 100 მან­და­ტი­დან 34-ს. ამას გარ­და, ამ არ­ჩევ­ნე­ბის დროს გა­მოვ­ლინ­დე­ბა გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი 36 შტატ­ში.

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ამომ­რ­ჩე­ველ­თა პა­სი­უ­რო­ბით და სა­შუ­ა­ლოდ მხო­ლოდ 40 პრო­ცენ­ტი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სწო­რედ ამი­ტომ, ძი­რი­თა­დად საპ­რე­ზი­დენ­ტო, მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტია ახერ­ხებს უპი­რა­ტე­სო­ბის მიღ­წე­ვას. ამას­თან, ის­ტო­რი­უ­ლად, ეს არ­ჩევ­ნე­ბი მიჩ­ნე­უ­ლია დე-ფაქ­ტო სა­ხალ­ხო რე­ფე­რენ­დუ­მად, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც აფა­სე­ბენ მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას.

და­მა­ინც, რას ნიშ­ნავს სე­ნატ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა? სე­ნა­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლად იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იმის შე­სა­ხებ, თუ რო­მე­ლი კა­ნო­ნი თუ ინი­ცი­ა­ტი­ვა უნ­და იქ­ნეს გა­ტა­ნი­ლი კენ­ჭის­ყ­რა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის არა­სა­სურ­ვე­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტე­ბი, ხვა­დას­ხ­ვა კო­მი­ტე­ტის სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში და­სა­მარ­ხად არის გან­წი­რუ­ლი. მო­წო­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კენ­ჭის­ყ­რის შემ­დეგ პრე­ზი­დენტს წა­რედ­გი­ნე­ბა ხელ­მო­სა­წე­რად. მას კი, თა­ვის მხრივ, უფ­ლე­ბა აქვს, ვე­ტო და­ა­დოს არა­სა­სურ­ველ კა­ნონ­პ­რო­ექტს. ამ ვე­ტოს გა­და­ლახ­ვა კი მხო­ლოდ სე­ნა­ტის 2/3-ით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და ერ­თი პარ­ტი­ის ხმე­ბი საკ­მა­რი­სი არ გახ­ლავთ.

რო­დე­საც სე­ნა­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბას საპ­რე­ზი­დენ­ტო პარ­ტია წარ­მო­ად­გენს, მა­შინ მა­თი ოპო­ნი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი კა­ნო­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რად იღებს გა­რან­ტი­რე­ბულ ხელ­მო­წე­რას პრე­ზი­დენ­ტი­სა­გან. სწო­რედ ამი­ტომ, ამე­რი­კე­ლებ­მა მოს­წ­რე­ბუ­ლად შე­არ­ქ­ვეს ასეთ სე­ნატს "რე­ზი­ნის შტამ­პი".

შე­სა­ბა­მი­სად, ამ რე­ზი­ნის შტამპს ფლობ­დ­ნენ დე­მოკ­რა­ტე­ბი ამ­ჟა­მად და არ­სე­ბუ­ლი ბა­ლან­სის შეც­ვ­ლა სა­ხელ­მ­წი­ფოს 4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­უჯ­და, რაც არა­საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ზე მა­ღალ და­ნა­ხარჯს წარ­მო­ად­გენს.

პრე­ზი­დენ­ტი ობა­მა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ა­ღი­ზი­ა­ნა დე­მოკ­რა­ტე­ბის ფი­ას­კომ, მაგ­რამ ყვე­ლას­გან მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მან თა­ვი აარი­და კლა­სი­კუ­რად მი­ღე­ბულ პო­ლი­ტი­კურ თავ­მ­დაბ­ლო­ბას და პარ­ტი­ის მარ­ცხ­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლის აღი­ა­რე­ბის ნაც­ვ­ლად, ძი­რი­თა­დად, რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის იღ­ბ­ლი­ა­ნო­ბა­ზე გა­ა­კე­თა აქ­ცენ­ტი. ასე­თი ხაზ­გას­მუ­ლი ქედ­მაღ­ლო­ბა, შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან ძვი­რად და­უჯ­დეს დე­მოკ­რა­ტებს მო­ახ­ლო­ე­ბულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, რად­გან რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნეთ, შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი სხვა არა­ფე­რია, თუ არა მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­ფა­სე­ბე­ლი სა­ხალ­ხო რე­ფე­რენ­დუ­მი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ობა­მას სე­რი­ო­ზუ­ლი ჩა­ვარ­დ­ნე­ბი ჰქონ­და რო­გორც სა­ში­ნაო ფრონ­ტ­ზე, ასე­ვე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში, მი­სი ერ­თ­გუ­ლი ამომ­რ­ჩევ­ლე­ბი მა­ინც უპი­რო­ბოდ უჭერ­დ­ნენ მხარს. ცხა­დია, ამომ­რ­ჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას ჯერ არ ჰქო­ნია უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა მის მი­ერ შე­კო­წი­წე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო-სა­დაზღ­ვე­ვო სის­ტე­მას­თან, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ხარ­ვე­ზი აღ­მო­აჩ­ნ­და პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე და ასე­ვე მათ­თ­ვის შე­და­რე­ბით ძნე­ლი აღ­საქ­მე­ლია სამ­ხედ­რო ფი­ას­კო ავ­ღა­ნეთ­სა და ერაყ­ში.

სწო­რედ ამი­ტომ, სე­რი­ო­ზუ­ლი რყე­ვე­ბი პო­ლი­ტი­კურ ფრონ­ტ­ზე არ აღი­ნიშ­ნე­ბო­და. ებო­ლას კრი­ზის­მა კი ყვე­ლა­ზე უდარ­დელ ამე­რი­კელ ამომ­რ­ჩე­ველ­საც და­ა­ნა­ხა, რომ მთავ­რო­ბის უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­სა და არა­ე­ფექ­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბის გა­მო, სა­სიკ­ვ­დი­ლო საფ­რ­თხე უშუ­ა­ლოდ მათ ოჯა­ხებს მი­ად­გა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში რი­გი­თი ამე­რი­კე­ლი აღარ და­გი­დევთ პო­ლი­ტი­კურ სიმ­პა­თი­ებს და სა­კუ­თარ ხმას და ნდო­ბას იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას აბა­რებს, რო­მე­ლიც მის უსაფ­რ­თხო­ე­ბას უკეთ და­ი­ცავს.

წრე­გა­და­სუ­ლი პო­ლიტ-კო­რექ­ტუ­ლო­ბის გა­მო ამე­რი­კის მთავ­რო­ბამ შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ნაცხა­და უარი, ფრე­ნე­ბი შე­ეზღუ­და იმ აფ­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც ეს მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი ვი­რუ­სი მძვინ­ვა­რებს. ამას­თან, ინ­ფექ­ცი­ე­ბის კონ­ტ­რო­ლის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, რის გა­მოც და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ მთელ ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტით.

ნიუ ჯერ­სის რეს­პუბ­ლი­კელ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა კრის კრის­ტიმ სწრა­ფად აუღო ალ­ღო შექ­მ­ნილ სი­ტუ­ა­ცი­ას და სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნი შე­მო­ი­ღო თა­ვის შტატ­ში. ასე აღ­მოჩ­ნ­და აფ­რი­კი­დან ჩა­მო­სუ­ლი ამე­რი­კე­ლი ექ­თა­ნი იძუ­ლე­ბით იზო­ლი­რე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ექ­თ­ნის პრო­ტეს­ტი­სა, რაც დაწ­ვ­რი­ლე­ბით გა­და­ი­ცე­მო­და CNN-ით, გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მტკი­ცედ და­იც­ვა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, მა­შინ პირ­ვე­ლად შევ­ნიშ­ნე CNN-ის დე­მოკ­რა­ტი კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი სიმ­პა­თია კრის­ტის მი­მართ. რი­გით­მა ამე­რი­კელ­მა უშუ­ა­ლოდ გა­აც­ნო­ბი­ე­რა მთე­ლი სიმ­წ­ვა­ვით არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა და და­ფიქ­რ­და.

ალ­ბათ, გარ­კ­ვე­უ­ლი ლო­გი­კა არის იმ ფაქ­ტ­შიც, რომ სწო­რედ გუ­ბერ­ნა­ტო­რი კრის­ტი წა­მო­ა­ყე­ნა რეს­პუბ­ლი­კურ­მა პარ­ტი­ამ პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერთ-ერთ კან­დი­და­ტად 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ებო­ლას თე­მა აუცი­ლებ­ლად გა­იჟ­ღე­რებს საპ­რე­ზი­დენ­ტო დე­ბა­ტებ­ზეც. მა­ლე გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რა სა­კითხებ­ზე მო­ა­ხერ­ხე­ბენ შე­თან­ხ­მე­ბას ობა­მა და რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი.

ცხა­დია, პრე­ზი­დენ­ტი შე­ეც­დე­ბა, რომ ოპო­ნენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვოს იმ პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რაც მის პო­ლი­ტი­კურ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბად უნ­და დარ­ჩეს (მა­გა­ლი­თად, იგი­ვე "ობა­მა­ქე­არ"); სა­მა­გი­ე­როდ, ვე­ტოს არ და­ა­დებს რეს­პუბ­ლი­კელ­თა ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვებს.

სე­ნა­ტორ მაკ­კე­ი­ნის არ­ჩე­ვა სე­ნა­ტის სამ­ხედ­რო საბ­ჭოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად გარ­კ­ვე­უ­ლი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბას იძ­ლე­ვა უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ცნო­ბი­ლია, რომ იგი აქ­ტი­უ­რად ლო­ბი­რებ­და უახ­ლე­სი ტი­პის თავ­დაც­ვი­თი იარა­ღის მი­წო­დე­ბას უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მი­ის­თ­ვის. შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ბათ მა­ლე ვი­ხი­ლავთ სე­რი­ო­ზულ წინ­ს­ვ­ლას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით; მით უმე­ტეს, რომ ობა­მას ისე­დაც ეკა­ვა საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია პუ­ტი­ნის რუ­სე­თის მი­მართ.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ ისევ "დრო­უ­ლად მო­ა­ხერ­ხა" ახალ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­ში ჩვე­უ­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რად წამ­გე­ბი­ა­ნი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში სკან­და­ლი ააგო­რა.

ცხა­დია, ისევ იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლი იქ­ნა ამე­რი­კე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის რჩე­ვა ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თუ­ლი არ­მია ისევ დარ­ჩე­ბა უახ­ლე­სი ტი­პის თავ­დაც­ვი­თი იარა­ღის გა­რე­შე, რაც მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი საფ­რ­თხის პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფ­რო მოწყ­ვ­ლადს ხდის სა­ქარ­თ­ვე­ლოს.

რამ­დე­ნად შემ­თხ­ვე­ვი­თია ეს ყვე­ლა­ფე­რი და ვინ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ამ­გ­ვა­რი შე­მობ­რუ­ნე­ბით, ამის გან­ს­ჯა თა­ვად მკითხ­ვე­ლის­თ­ვის მი­მინ­დ­ვია. იმე­დია, სახ­ლ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ამომ­რ­ჩევ­ლე­ბი ახ­ლა მა­ინც და­ფიქ­რ­დე­ბი­ან, თუ რა საფ­რ­თხის წი­ნა­შე აყე­ნე­ბენ არა­მარ­ტო ქვე­ყა­ნას, არა­მედ სა­კუ­თარ თავს და სა­კუ­თარ ოჯა­ხებს.

ამე­რი­კე­ლე­ბი კი უკ­ვე და­ფიქ­რ­დ­ნენ და შე­სა­ბა­მი­სი დას­კ­ვ­ნე­ბიც გა­მო­ი­ტა­ნეს.

ზურაბ გურული
სხვა სიახლეები
21 იანვარი 02:05 გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდების შეთანხმების საკითხზე
27 ივნისი, 2016 BREXIT
15 მარტი, 2016 პუტინის ვერდიქტი - რუსული ავიაცია სირიას ტოვებს
15 იანვარი, 2016 კლინტონი კატასტროფა იქნება
13 იანვარი, 2016 რესპუბლიკელებმა ობამა გააკრიტიკეს
11 იანვარი, 2016 არაოპტიმისტური პროგნოზები
06 ოქტომბერი, 2015 რომან გოცირიძე: ლარის 20 წლის იუბილით წარსული არ უნდა გავაყალბოთ და ეს არც ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად უნდა იქნას გამოყენებული
29 სექტემბერი, 2015 კახური ბუნტის ანატომია
29 ივნისი, 2015 პრემიერი პრეზიდენტებს აკრიტიკებს
23 ივნისი, 2015 მერია ადმინისტრაციულ ხარჯებს არ ამცირებს და ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს