2 წე­ლი ღი­მი­ლით! და ბო­ლოს, კო­მე­დი­ის კრი­ზი­სი!
07 ნოემბერი, 2014
2065
print

სო­ფო კი­ლა­სო­ნია

 არ­სე­ბობს მი­თი იმის შე­სა­ხებ, რომ კულ­ტუ­რა კულ­ტუ­რაა და პო­ლი­ტი­კა სხვა სფე­რო. და ერ­თ­მა­ნეთ­ში არ უნ­და აგ­ვე­რი­ოს. ეს მი­თი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­შინ ხდე­ბა, რო­ცა სა­უ­ბა­რი ეხე­ბა რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებს. ეს თე­მა იმ ქვე­ყა­ნა­შია აქ­ტუ­ა­ლუ­რი, სა­დაც კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა და და­ფი­ნან­სე­ბა, მთლი­ა­ნად პო­ლი­ტი­კურ ამინ­დ­სა და სიმ­პა­ტი­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ დღეს მე კულ­ტუ­რა­ზე რუ­სეთ­თან კონ­ტექ­ს­ტ­ში არ ვწერ და არც ამ მო­საზ­რე­ბის მი­თო­სურ ბუ­ნე­ბას გან­ვი­ხი­ლავ. არც და­ფი­ნან­სე­ბის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბის სა­კითხ­ზე. ამა­ზე სხვა დროს. კულ­ტუ­რის, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის ლუს­ტ­რა­ცი­ის სის­ტე­მა­ზე მე­ფიქ­რე­ბა და ამ თე­მის წა­მო­წე­ვით სა­ფუძ­ველს ვიმ­ზა­დებ, რა­თა მკითხ­ველს თავს მო­ვახ­ვიო აზ­რი, რომ სწო­რედ კულ­ტუ­რის სფე­რო გა­მო­ავ­ლენს ყვე­ლა­ზე ად­რე და ყვე­ლა­ზე სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რე­ა­ლურ სა­ხეს, ან უსა­ხუ­რო­ბას, რომ­ლე­ბიც სა­ტე­ლე­ვი­ზიო ჩარ­თ­ვებ­ში ხმა­მაღ­ლა და პა­თე­ტი­კუ­რად გვა­ჯე­რე­ბენ სა­კუ­თარ ლი­ბე­რა­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ში და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მის არ­ჩე­ვან­ში.

კულ­ტუ­რა იქ­მ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი წყო­ბით და ამავ­დ­რო­უ­ლად სა­მუ­და­მოდ მეტყ­ვე­ლებს ამა თუ იმ ეპო­ქის, ან ამა თუ იმ ხე­ლი­სუ­ფა­ლის რა­ო­ბა­ზე. იმ რა­ო­ბა­ზეც კი, რომ­ლის შე­სა­ხებ ხან­და­ხან თა­ვა­დაც არ აქვთ წარ­მოდ­გე­ნა. რო­ცა მსოფ­ლიო კულ­ტუ­რა­თა ის­ტო­რი­ას ამ ჭრილ­ში და­ი­ნა­ხავ, ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტი­დან მოვ­ყ­ვე­ბით და აქ­ვე, დღე­ვან­დელ თბი­ლის­ში გა­ვი­სე­ირ­ნებთ, უჩ­ვე­უ­ლოდ მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი ხდე­ბა, თუ რა ტი­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. რო­გორ ეპყ­რო­ბა ხე­ლი­სუ­ფა­ლი ხალხს, რო­გო­რია სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი წყო­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო. რო­დის რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ადა­მი­ა­ნი. რო­დის რა მი­ზა­ნი ჰქონ­და მათ შრო­მას, რო­დის იყო დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა სი­მარ­თ­ლე და რო­დის - მხო­ლოდ ნი­ღა­ბი. რო­დის იდე­ა­ლი და რო­დის - ნას­წავლ-გა­ზე­პი­რე­ბუ­ლი ტექ­ს­ტი. რო­დის და­იწყო და დად­გა ახა­ლი დრო, ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და ყო­ფი­თი კულ­ტუ­რის და­საწყი­სი და რო­დის, უბ­რა­ლოდ, ძვე­ლის ას­ლის და ახ­ლად მი­წო­დე­ბის მცდე­ლო­ბა.

რო­ცა ხე­ლი­სუ­ფა­ლი ან პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი სა­კუ­თარ არ­ჩე­ვან­სა და გე­მოვ­ნე­ბას ამ­კ­ვიდ­რებს ყვე­ლა სფე­რო­ში, ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც კი და უგუ­ლე­ბელ­ყოფს ამ სფე­რო­ში მყოფ­თა ხედ­ვას, ეს არ არის დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბა. ეს წარ­სუ­ლი ტო­ტა­ლი­ტა­რიზ­მის ჩვენ­ში ვერ­და­მარ­ცხე­ბის პრო­ცე­სია. მაგ­რამ რო­ცა ამ ხე­ი­ბარ ან ჩიხ­ში შე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბას აკ­რი­ტი­კე­ბენ და დე­მოკ­რა­ტი­ას იწუ­ნე­ბენ ისი­ნი, ვინც თა­ვად ზედ­ხე­დი­დან, რო­მე­ლი­ღა­ცა მთის წვერ­ზე აშე­ნე­ბულ ფე­ო­და­ლის სა­სახ­ლი­დან ხე­და­ვენ სუ­რათს, უნ­და გვეს­მო­დეს, რომ ისი­ნი უკე­თეს სის­ტე­მას ვერ შექ­მ­ნი­ან. უფ­რო პი­რი­ქით. არ­ქი­ტექ­ტუ­რა სიტყ­ვებ­ზე მე­ტად მეტყ­ვე­ლია.

და­პი­რე­ბე­ბის და იმედ­გაც­რუ­ე­ბის თე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დღეს ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია, თუმ­ცა პა­სუ­ხი ყო­ველ­თ­ვის სა­ხე­ზე იყო. თუ მას ვერ ვხე­დავ­დით, მხო­ლოდ იმი­ტომ რომ არას­დ­როს ვაკ­ვირ­დე­ბით კულ­ტუ­რულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, რო­მელ­თაც ესა თუ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა ატა­რებს, არ ვაკ­ვირ­დე­ბით გა­რე­მოს, რო­მელ­საც ქმნი­ან, არ ვაკ­ვირ­დე­ბით მათ პრინ­ცი­პებს. პა­სუ­ხი თუ რა იქ­ნე­ბო­და, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ყო­ველ­თ­ვის იყო სა­ხე­ზე. გვინ­დო­და თუ არა მი­სი და­ნახ­ვა? ცხა­დია, რომ არა. სწო­რედ ამ "არ­ხედ­ვის" ნი­შა­ნი იყო ჩემ­თ­ვის არ­ჩევ­ნე­ბის დღე­ებ­ში ტე­ლე­ვი­ზია "კავ­კა­სი­ა­ში" სტუმ­რად მი­სულს გან­სა­ხილ­ველ თე­მად ისევ სა­ა­კაშ­ვი­ლის კულ­ტუ­რის პო­ლი­ტი­კა და სტრა­ტე­გია რომ დამ­ხ­ვ­და და არა ივა­ნიშ­ვი­ლის კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პირ­ვე­ლი სა­კითხის კრი­ტი­კა­ში სტა­ჟით ბევრს, დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან წარ­მა­ტე­ბით შე­ვე­ჯიბ­რე­ბო­დი, წამ­ყ­ვან ალექ­სან­დ­რე ელი­საშ­ვილს საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­სახ­ლის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვის მა­გივ­რად, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის სა­სახ­ლის, რო­გორც მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი სიმ­პ­ტო­მის გან­ხილ­ვა შევ­თა­ვა­ზე. მაგ­რამ, სხვა სტუმ­რებ­მა არ აიტა­ცეს. ვნე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლეს წარ­სუ­ლის კრი­ტი­კა და სიტყ­ვით არ თქმუ­ლა, რომ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი სა­მარ­თალ­მემ­კ­ვიდ­რე­ებს სა­უ­კე­თე­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოდ უნ­და გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ და არა 2 წლი­ა­ნი რი­ტო­რი­კის თე­მად. ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი იყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ ირ­ჩევ­და ფა­სე­უ­ლო­ბებს, არ ირ­ჩევ­და სტრა­ტე­გი­ას. ის უარს ამ­ბობ­და პი­როვ­ნე­ბებ­ზე და ირ­ჩევ­და სხვა პი­როვ­ნე­ბებს. უფ­რო სწო­რად, პი­როვ­ნე­ბებს არა. გმობ­და ერთ გვარს და ირ­ჩევ­და მე­ო­რეს. ჩვე­ნი ერის ის­ტო­რი­უ­ლი და ყვე­ლა­ზე გაც­ვე­თი­ლი შეც­დო­მა!

შე­იძ­ლე­ბა თუ არა უკე­თე­სი გა­რე­მო შექ­მ­ნას ლი­დერ­მა, რო­მე­ლიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს სა­სახ­ლე­ში, რო­მე­ლიც ურ­ბა­ნულ სის­ტე­მა­ში ყვე­ლა­ზე მაღ­ლა დგას და მას­შ­ტა­ბით ჯაბ­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ნა­გე­ბო­ბებს? შე­იძ­ლე­ბა სარ­წ­მუ­ნო იყოს მი­სი ქა­და­გე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის და ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­რე­მოს შე­სა­ხებ, თუ­კი ის არ ქმნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რ­ცე­ებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის, არა­მედ პი­რი­ქით - არ­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ქო­ნე­ბას ყი­დუ­ლობს, პი­რად სა­კუთ­რე­ბად აქ­ცევს. ამას აკე­თებს იმის­თ­ვის, რომ უკე­თე­სი ჰა­ე­რი ისუნ­თ­ქოს. უკე­თე­სი ხე­დი ჰქონ­დეს, სა­კუ­თა­რი შვი­ლის სტუ­დია რეკ­რე­ა­ცი­ულ გა­რე­მო­ში ააშე­ნოს. რა ჟან­რის არის ამ ნი­ში­დან დაწყე­ბუ­ლი სა­უბ­რე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე? რო­ცა არა­ად­კ­ვა­ტუ­რო­ბა, ფორ­მი­სა და ში­ნა­არ­სის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა იბა­დე­ბა, რო­ცა ერ­თი ის­მის და მე­ო­რე ხდე­ბა, მა­ყუ­რე­ბე­ლი იცი­ნის.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­დი­ა­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იმ ორ წე­ლი­წადს გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ და აჯა­მებ­დ­ნენ, რო­მელ­მაც უკ­ვე ჩა­ი­ა­რა კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის დღის შემ­დეგ. ბევ­რი რამ ით­ქ­ვა. თუმ­ცა - არა. ით­ქ­ვა ერ­თი - რომ მათ და­ა­მარ­ცხეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ბო­რო­ტე­ბა, უსა­მარ­თ­ლო­ბა და ძა­ლა­დო­ბა, მაგ­რამ ეს ერ­თი რამ მრა­ვალ­ნა­ი­რად ით­ქ­ვა. სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტექ­ს­ტის ფონ­ზე, მაგ­რამ ერ­თ­ნა­ი­რი ჰე­რო­ი­კუ­ლი პა­თო­სით. პა­თო­სი, რო­მე­ლიც კო­მე­დი­ურ პი­ე­სა­ში კი­დევ უფ­რო დიდ ღი­მილს იწ­ვევს და წარ­სუ­ლის გა­მო­ძა­ხი­ლის შარ­ჟი­ვით ის­მის ყო­ველ ჯერ­ზე. მა­ყუ­რე­ბე­ლი ისევ იცი­ნის. უკ­ვე იცი­ნის 9 წე­ლი­წა­დის ხსე­ნე­ბა­ზეც.

ჩვენ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თ­ლაც გა­ღი­მე­ბუ­ლე­ბი დავ­დი­ვართ. მოვ­ლე­ნა­თა გან­ვი­თა­რე­ბის ხა­სი­ათ­მა, ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მე­ბის სი­ხა­რუ­ლით გა­მე­ო­რე­ბის ვნე­ბამ და გან­ცხა­დე­ბე­ბის თუ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის უხერ­ხულ­მა და უხა­რის­ხო იმი­ტა­ცი­ამ, სე­რი­ო­ზულ კრი­ტი­კას ფა­სი და აზ­რი და­უ­კარ­გა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხუმ­რო­ბის, ქი­ლი­კის, ანეკ­დო­ტე­ბი­სა და სი­ცი­ლის ფორ­მატ­ში აფა­სებს მოვ­ლე­ნებს.

ყვე­ლა­ზე დიდ სკეპ­ტი­კო­სებ­საც კი, მა­ინც არ წარ­მო­ედ­გი­ნათ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულთ გა­აზ­რე­ბუ­ლი არ ექ­ნე­ბო­დათ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რა­ტომ გა­ნი­ცა­და წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ფი­ას­კო. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ამა­ზე არა­ვის უფიქ­რია. მე­ტიც, წარ­მა­ტე­ბას ყვე­ლა ერ­თხ­მად ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის სა­სახ­ლე­ში მცხოვ­რებს უმად­ლის და არა წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­ამ­დ­გენ­ლე­ბის შეც­დო­მებს. არას­წო­რად დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი, შეც­დო­მა­ში შე­სუ­ლი გმი­რე­ბი, სა­კუ­თარ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი - სწო­რედ ეს არის კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ფუნ­და­მენ­ტი.

800 000 და­ი­ხარ­ჯა ერთ დღე­ში - თბი­ლი­სო­ბის სა­ყო­ველ­თაო ნა­დიმ­ში. მა­შინ, რო­დე­საც თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს არ გა­აჩ­ნია არც ერ­თი კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, სტი­პენ­დია ან რა­ი­მე ტი­პის კონ­კურ­სი გა­სა­გე­ბი კრე­ტე­რი­უ­მე­ბით და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბით. ეს მოხ­და იმ ფონ­ზე, რო­ცა ჯერ არ და­უს­რუ­ლე­ბი­ათ რი­ტო­რი­კა იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ო­დენ ბევრს ხარ­ჯავ­და წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ნა­ხა­ო­ბებ­სა და მი­უ­ზიკ­ლებ­ში.

მა­შინ, რო­ცა ძვე­ლი თბი­ლი­სის უნი­კა­ლუ­რი შე­ნო­ბე­ბი მძი­მე ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ახა­ლი მმარ­თ­ვე­ლი ძა­ლის ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყო­ველ­გ­ვა­რი უხერ­ხუ­ლო­ბის გა­რე­შე ქა­ლა­ქის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე სა­კუ­თარ ბიზ­ნეს-არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ფან­ტა­ზი­ას ას­ხამს ხორცს და სრუ­ლი­ად უარ­გუ­მენ­ტოდ გვა­ჯე­რებს, რომ "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სი" უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტია ქა­ლა­ქის­თ­ვის, თუმ­ცა ვე­რაფ­რით გვი­სა­ბუ­თე­ბენ, რა ხე­ი­რი ან ხიბ­ლი ექ­ნე­ბა ამ პრო­ექტს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის, ან ქა­ლა­ქის იერის­თ­ვის. ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად ბევრს სა­უბ­რო­ბენ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ერ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი რი­ყის შე­სა­ხებ და ექ­ს­პ­რე­ზი­დენტს არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ფან­ტა­ზი­ებს უწუ­ნე­ბენ. რო­ცა არ ეზა­რე­ბათ ხი­დის, ან რო­მე­ლი­მე სხვა ძეგ­ლის, ან ნა­გე­ბო­ბის გა­ტა­ნას და გა­დაგ­დე­ბას აანონ­სე­ბენ. ისევ ერ­თ­პი­როვ­ნუ­ლი და არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

პარ­ლა­მენ­ტ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბამ რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და, ცვლი­ლე­ბა შე­ე­ტა­ნა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში, ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ნე­ბის­მი­ერ დროს გა­ყი­დოს ან გა­ას­ხ­ვი­სოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის, ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ძეგ­ლი. ცვლი­ლე­ბა ძა­ლა­ში არ არის, ამის მი­უ­ხე­და­ვად მთავ­რო­ბამ მო­ა­ხერ­ხა, სტა­ტუ­სი მო­ეხ­ს­ნა ძეგ­ლის­თ­ვის, რომ­ლის უნი­კა­ლუ­რო­ბა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბი და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბი, ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნა მდი­და­რი ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ის სა­სარ­გებ­ლოდ და უკ­ვე სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სებ­ზე მდგა­რი­ყო არა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე, არა­მედ ამ კომ­პა­ნი­ის მხა­რეს და სწო­რედ ამ მხა­რეს და მას­თან ერ­თად წა­ე­გო. ეს მოხ­და მა­შინ, რო­ცა "იმე­ლის" შე­ნო­ბის, გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ნის, თუ ბაგ­რა­ტის ტაძ­რის მი­მართ წი­ნა მთავ­რო­ბის მი­ერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი ამ­ჟა­მინ­დელ­მა მმარ­თ­ველ­მა ძა­ლამ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნა. გახ­და ხე­ლი­სუ­ფა­ლი და ის, რაც უწინ ცალ­კე­ულ დარ­ღ­ვე­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ტენ­დენ­ცი­ად აქ­ცია.

თბი­ლი­სის ახალ­მა მერ­მა სა­კუ­თარ პირ­ველ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ის მა­ინც გა­ა­კე­თებს აღ­ნიშ­ნულ პრო­ექტს, რო­გო­რიც არ უნ­და იყოს ოპო­ნენ­ტე­ბის აზ­რი. ოპო­ნენ­ტებ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ გუ­ლის­ხ­მობს ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას. და კი­დევ მათ, ვი­საც პრო­ექ­ტი არ მო­წონს. მმარ­თ­ვე­ლი ძა­ლის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის კრი­ტი­კო­სე­ბი ამა­ვე ძა­ლის მი­ერ მარ­ტი­ვად მო­ვი­აზ­რე­ბით, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი, ანუ - მტრე­ბი. და სა­ფუძ­ველ­ში­ვე გვაფ­რ­თხი­ლე­ბენ, რომ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ან კრი­ტი­კულ აზრს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს. ეს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ეს ქა­ლა­ქი ზუს­ტად ისეა ჩვე­ნი, რო­გორც მა­თი - ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის. ეს­ტა­კა­დის თუ პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის სკეპ­ტი­კო­სებს შო­რის ძი­რი­თა­დად არი­ან მეც­ნი­ე­რე­ბი და ის­ტო­რი­კო­სე­ბი და არა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მმარ­თ­ვე­ლი ძა­ლის­თ­ვის კრი­ტი­კა და დე­ბა­ტე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია, უკ­ვე გა­კე­თე­ბუ­ლია. არა­ვის ახ­სოვს, რომ სწო­რედ კრი­ტი­კის მი­უ­ღებ­ლო­ბის ტენ­დენ­ცია იყო ის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი, რა­მაც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი ჩიხ­ში შე­იყ­ვა­ნა.

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლ­ზე მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი დას­კ­ვ­ნას აკე­თებს და ამ­ბობს, რომ ეს (რა­საც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ) მი­თია, ხო­ლო მი­თის პრო­პა­გან­დის­ტე­ბი მატყუ­ა­რე­ბი, ან პო­პუ­ლის­ტე­ბი არი­ან. ამ­გ­ვა­რი გან­ცხა­დე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი ის­ტო­რი­ა­ზე, მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რ­ზე და დის­კურ­ს­ზე მაღ­ლა დგე­ბა. გა­მო­რიცხავს ეჭვს, კლავს დის­კუ­სი­ას, კლავს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ აზ­რ­თა არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბას. ამ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლი ძეგ­ლე­ბის ან სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ. ეს უკ­ვე სტი­ლია: აბ­სურ­დუ­ლი ში­ნა­არ­სის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­თო­სით თხრო­ბა... ისევ ღი­მი­ლის მომ­გ­ვ­რე­ლია, მაგ­რამ ამავ­დ­რო­უ­ლად კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქ­მის უხერ­ხუ­ლო­ბას ბა­დებს. რო­ცა ეს სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მა­ინც ით­ქ­მის, უკი­დუ­რე­სად ღია და და­უ­ფა­რავ აღ­შ­ფო­თე­ბა­საც გა­მო­ხა­ტა­ვენ. ამ დროს შე­ი­ნიშ­ნე­ბა კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის კრი­ზი­სი და ფიქ­რობ, რომ უკ­ვე ჰი­პერ აბ­სურ­დუ­ლი სი­გი­ჟე იწყე­ბა.

რო­ცა ადა­მი­ა­ნის - ქა­ლის უფ­ლე­ბებ­სა და სი­ცოცხ­ლეს ეხე­ბა საქ­მე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი იურის­ტე­ბი ხუმ­რო­ბას იწყე­ბენ, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია, თუმ­ცა, ნე­ბის­მი­ერ მკვლე­ლო­ბას აქვს მი­ზე­ზი და ეს მი­ზე­ზი არის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. ასეთ დროს და­ნა­შა­ულს, ანუ მკვლე­ლო­ბას უჩი­ნა­რი მი­ზე­ზით ამარ­თ­ლე­ბენ, მზად არი­ან მსხვერ­პ­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლონ, ოღონ­დაც კი გა­ექ­ც­ნენ მო­საზ­რე­ბას, რომ კრი­მი­ნა­ლი იზ­რ­დე­ბა, ან­და რომ ამ­ნის­ტია სა­თა­ნა­დოდ გა­აზ­რე­ბუ­ლი და და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი არ იყო და პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­სა­წე­რად სწრა­ფად და ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

რო­ცა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კო­მი­ტე­ტი იკ­რი­ბე­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე ძა­ლა­დო­ბის სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვას ცდი­ლობს, მო­ძა­ლა­დე გა­ბე­და­ვა ან რო­მე­ლი­მე სხვა ქუ­ჩა­ში ჩა­წიხ­ვ­ლი­სა და გი­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი რო­მე­ლი­მე ჯე­ე­ლი უფ­ლე­ბა­თა დამ­ც­ვე­ლის სტა­ტუ­სით ეს­წ­რე­ბა სხდო­მას. ამ ფორ­მით კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ეკა ბე­სე­ლია ღი­ად თა­ნამ­შ­რომ­ლობს ადა­მი­ა­ნებ­თან, "მო­ძა­ლა­დე დამ­ც­ვე­ლებ­თან" და ეს უხერ­ხუ­ლო­ბას არა­ვის უქ­მ­ნის მმარ­თ­ველ პარ­ტი­ა­ში. ასეთ მო­მენ­ტებ­ში ჟან­რი კო­მე­დია ჰო­რო­რის ელ­ფერს იძენს და მა­ყუ­რე­ბელს უკ­ვე შეძ­რ­წუ­ნე­ბუ­ლი და თავ­დაც­ვი­თი ღი­მი­ლი ესა­ხე­ბა სა­ხე­ზე.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ გა­ი­ცი­ნო მა­შინ, რო­ცა ნე­პო­ტიზ­მ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დ­ნენ ოპო­ნენ­ტებს და თა­ვად მე­რი­ის ერთ-ერთ დი­დი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლად 23 წლის ახალ­გაზ­რ­დას (სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში - ბავშვს), კა­ხი კა­ლა­ძის ცო­ლის­ძ­მას ნიშ­ნა­ვენ და მცი­რედ კრი­ტი­კა­საც კი დამ­ცი­ნა­ვი რი­ტო­რი­კით ახ­შო­ბენ. იმ­დე­ნად დი­დია უხერ­ხუ­ლო­ბის ხა­რის­ხი, უნ­და იცი­ნო. ამა­ზე რო­გორ დაწ­ვ­რილ­მან­დე­ბი?!

ერ­თი სიტყ­ვით, მარ­თა­ლი იყო და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე. ერ­თხელ ცხოვ­რე­ბა­ში იყო ზუს­ტი და ბრძე­ნი. 2 წე­ლია ჩვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ღი­მი­ლით დავ­დი­ვართ. ღი­მი­ლით ვუმ­ზერთ გა­რე­მოს, ტე­ლე­ეკ­რა­ნებს და სხვა უფ­რო ადეკ­ვა­ტუ­რი ვე­რა­ფე­რი მოგ­ვი­ფიქ­რე­ბია. რა შე­იძ­ლე­ბა შე­ა­გე­ბო მო­მენტს, რო­ცა რა­ღა­ცის უფე­რულ ასლს აღ­მო­ა­ჩენ? რა შე­იძ­ლე­ბა შე­ა­გე­ბო უსა­ხო­ბას, თუ არა თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის ღი­მი­ლი? რა შე­იძ­ლე­ბა შე­ა­გე­ბო უეცარ, გა­მა­ოგ­ნე­ბელ თავ­ნე­ბო­ბას? დუ­მი­ლი და ღი­მი­ლი. მაგ­რამ ღი­მილ­საც აქვს ვა­და.

რო­ცა დარ­ბა­ში ზი­ხარ და სცე­ნა­ზე მსუ­ბუქ კო­მე­დი­ას თა­მა­შო­ბენ, საკ­მა­რი­სია აუცი­ლე­ბელ დრო­ზე მეტ ხანს გაგ­რ­ძელ­დეს პა­უ­ზა, გა­მე­ორ­დეს ტექ­ს­ტი, ან­და ორ­ჯერ - ერ­თი და იგი­ვე ხუმ­რო­ბა, მა­ყუ­რე­ბე­ლი იწყენს. რო­ცა თეთ­რ­ზე ამ­ბო­ბენ - შა­ვიაო და ამას აკე­თე­ბენ დამ­რი­გებ­ლუ­რი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მა­ნე­რით, ამა­ზეც შე­იძ­ლე­ბა გა­ე­ცი­ნოთ, ოღონ­დაც მხო­ლოდ ერ­თხელ.

რო­ცა კო­მე­დია არ მუ­შა­ობს, რო­ცა ცუ­დად არის და­წე­რი­ლი, რო­ცა რე­ჟი­სო­რი ვერ ხვდე­ბა, რომ პი­ე­სას ყავ­ლი გა­უ­ვი­და, ამას ხვდე­ბა მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც თვა­ლებ­ში უყუ­რებს თა­ვის შემ­ფა­სე­ბელს. უყუ­რებს და იტან­ჯე­ბა. უარეს შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, იწყე­ბა აგო­ნია - ხმას უწე­ვენ და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ, მა­ყუ­რე­ბელს რო­გორ­მე სი­ცი­ლი გა­მოს­ტა­ცონ. ეს არის წუ­თე­ბი, რო­ცა ვლო­ცუ­ლობთ ყვე­ლა, მა­ლე დას­რულ­დეს და გა­ვი­პა­როთ. უხერ­ხუ­ლო­ბის­გან ვიხ­ს­ნათ თა­ვიც და ერ­თ­მა­ნე­თიც.

მსა­ხი­ო­ბე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჟან­რის კრი­ზისს ვერ გრძნო­ბენ, იმი­ტომ რომ არ გვი­ყუ­რე­ბენ და რო­გორც ამ ბო­ლო დღე­ებ­ში გა­მოვ­ლინ­და, ვერც ვე­რა­ფერს ცვლი­ან. ერ­თ­ნი ხმას უწე­ვენ და ყვი­რი­ან, რომ "პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი კო­ა­ლი­ცი­ა­ში არ დამ­დ­გა­რა", თით­ქოს და კო­ა­ლი­ცია იყოს ის, რის გა­მოც მათ­ზე არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა ვინ­მემ. მე­ო­რე­ნი - კრი­ზისს აღი­ა­რე­ბენ და გვამ­შ­ვი­დე­ბენ, რომ კო­ა­ლი­ცი­ა­ში რჩე­ბი­ან, რა­თა ამ კო­ა­ლი­ცი­ის სტრუქ­ტუ­რუ­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბის­თ­ვის იმუ­შა­ონ. კო­ა­ლი­ცია, კო­ა­ლი­ცია, კო­ა­ლი­ცია... კავ­ში­რი მათ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას შო­რის გაწყ­ვე­ტი­ლია. ისი­ნი არ გვის­მე­ნენ და არ გვაკ­ვირ­დე­ბი­ან. აკ­ვირ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებს, სა­კუ­თარ და­ნა­მა­ტებ­სა და პრე­მი­ებს, სა­კუ­თარ კო­ა­ლი­ცი­ას.

ძა­ლა­უფ­ლე­ბა ამ­ჟა­მად უკ­ვე კო­ა­ლი­ცი­ის სა­ხით უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა. ამო­ცა­ნა, რო­მე­ლიც მათ უმა­ლავს სი­მარ­თ­ლეს. მა­ყუ­რე­ბე­ლი აღარ იღი­მის, ეს პი­ე­სა მო­ბეზ­რე­ბუ­ლია და ამ პო­ლი­ტი­კის ჟან­რულ კრი­ზის­ში ერ­თ­ნა­ი­რად ადა­ნა­შა­უ­ლებს ყვე­ლას - დრა­მა­ტურ­გ­საც, რე­ჟი­სორ­საც და აგო­ნი­ა­ში მყოფ მსა­ხი­ო­ბებ­საც. კო­ა­ლი­ცია შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა თუ არა, ვერ მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და ხა­რის­ხ­ზე.

ქარ­თ­ველ პო­ლი­ტი­კო­სებს არ სცოდ­ნი­ათ, რომ კო­მე­დი­უ­რი ჟან­რი ყვე­ლა­ზე მა­ლე შე­დის კრი­ზი­სულ ფა­ზა­ში. ის ყვე­ლა­ზე ვე­რა­გი ჟან­რია. ახალ-ახალ მო­ტი­ვებს ითხოვს, ახალ საზ­რ­დოს, ცვლი­ლე­ბებს. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სი­ცი­ლი ღი­მი­ლად იქ­ცე­ვა. ღი­მი­ლი კი სევ­დად, მოწყე­ნი­ლო­ბად, ბო­ლოს კი წუ­თე­ბად, რო­ცა ოც­ნე­ბობ, მა­ლე დას­რულ­დეს... აი, თურ­მე რო­მელ ოც­ნე­ბა­ზე ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი.

სოფო კილასონია
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი