ლექციები ლიტერატურაზე
17 ნოემბერი, 2014
1532
print

ზოგჯერ ასეც ხდება - გინდება მოგიყვნენ წიგნზე, უკვე წაკითხულზე ანაც ჯერ არ აღმოჩენილზე; გინდა გესაუბრნონ საყვარელ ავტორზე და იმაზე მეტი გითხრან, ვიდრე მშრალ ბიოგრაფიაში ამოგიკითხავს ან მისსავე ნაწარმოებში ამოგიცვნია; ამის შემდეგ კი გინდება, ნაწარმოების მიღმაც გაგიყვანონ, ფრაზებს შორის ჩაკარგული ტექსტების გაშიფვრაში დაგეხმარონ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი უკვე ერთ სივრცეში, გამომცემლობა „დიოგენეს“ წიგნის მაღაზიაშია შესაძლებელი, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიტერატურული ლექციების სერია გაიმართება.

სერიის პირველი ლექცია 14 ნოემბერს ჩატარდა. მისი მთავარი გმირი დრამატურგი, მთარგმნელი და შვედური ენის სპეციალსტი დავით გაბუნია გახლდათ, რომელმაც სასაუბროდ ამ დღის მთავარი იუბილარის, ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედება აარჩია. მისი ლექცია კონკრეტულად ორი ნაწარმოების, „ძმები ლომგულებისა“ და „ყაჩაღის ასულ რონიას“ გარშემო ტრიალებდა. უცნაურია, რომ შვედურის მცოდნე გაბუნიას ლინდგრენი არასდროს უთარგმნია, თუმცა, ცხადია, ეს ხელს არ უშლის, ლინდგრენზე ისაუბროს. „ასტრიდ ლინდგრენი საბავშვო ავტორად მიიჩნევა, თუმცა საკუთარი ნაწარმოებებით ის თავად შლის ასაკობრივ ზღვარს. ამიტომაც ჩემს ლექციას სხვა და სხვა ასაკის სმენელი ესწრებოდა, რაც განსაკუთერებით სასიამოვნო აღმოჩნდა“, - ამბობს დავით გაბუნია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ დავით გაბუნიას ლექციის მხარდამჭერი შვედეთის საელჩო გახლდათ, ამიტომ „დიოგენეს“ მაღაზია შესაბამისი ატრიბუტიკითაც იყო გაფორმებული, სტუმრებს კი გამომცემლობის თანამშრომლების მიერ გამოცხობილი მაჭკატებითა და მარნეულის სასურსათო ქარხნის ნაწარმით გაუმასპინძლდნენ.

„დიოგენეს“ ლიტერატურული ლექციების ციკლი სულ ათი შეხვედრისგან შედგება. გაგაცნობთ დანარჩ ენი ლექციების განრიგს: მერაბ ღაღანიძე - ლიტერატურის წარმოშობა (18 ნოემბერი), თემურ კობახიძე - შექსპირი და კომპანია (21 ნოემბერი), ირმა ტაველიძე - ჯულიან ბარნსი (25 ნოემბერი), გაგა ნახუცრიშვილი - ლიტერატურა და რეჟიმი (28 ნოემბერი), გიორგი ლობჟანიძე - სუფიზმი ლიტერატურაში (5 დეკემბერი), გაგა ლომიძე - აკრძალული ლიტერატურა (12 დეკემბერი), ლევან გიგინეიშვილი - „პატრიარქის შემოდგომა“ და ძალაუფლების ბედისწერა (19 დეკემბერი) და მალხაზ ხარბედია - სემუელ ბეკეტი (26 დეკემბერი).

ყველა ლექციას „დიოგენეს“ მაღაზია მასპინძლობს, შეხვედრები კი საღამოს 7 საათზე იწყება. პროექტის მხარდამჭერები არიან თბილსიის მერია და „არტარეა“.

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
17 ივლისი, 2015 მეთორმეტე „საბა“
14 ივლისი, 2015 კოშკას მოგზაურობა WORLDCON-ზე და უკან
22 მაისი, 2015 წიგნები მუსიკით
19 მაისი, 2015 მხედვარი ქართულად witcher-ს ნიშნავს
29 აპრილი, 2015 ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა ცნობილია
27 მარტი, 2015 „საბას“ გრძელი სია
17 მარტი, 2015 პეტიცია სიკვდილს
11 მარტი, 2015 ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
02 მარტი, 2015 ფანტასტიკური ”წიგნები ბათუმში”
25 თებერვალი, 2015 სვანის სიყვარული