ნოემბრის ტესტ-მატჩები იაპონიასთან რევანშით დასრულდა
23 ნოემბერი, 2014
1348
print

გიგა გურასაშვილი 

"იაპონიასთან გამარჯვება რთული იქნება. გუნდი ორი წლის წინანდელისგან ბევრად არ განსხვავდება. უბრალოდ, ახლა მათ უფრო გააუმჯობესეს ის თამაში, რასაც შარშანწინ აჩვენებდნენ. კარგები არიან სისწრაფეში, მოლში, რაქში და საერთოდ, პრაქტიკულად ყველა კომპონენტში. გუნდს ენდი ჯოუნზის ხელი აშკარად ეტყობა.

ამ ტესტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან გვინდა, რომ ნოემბრის ტესტები საკუთარ კედლებში გამარჯვებით დავასრულოთ. მიზნის მისაღწევად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ",- იაპონიასთან დღევანდელ ტესტ-მატჩამდე ერთი დღით ადრე აცხადებდა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალზელანდიელი დამრიგებელი მილტონ ჰეიგი.

იაპონიასთან გამარჯვება არც ისე რთული აღმოჩნდა. ბორჯღალოსნებმა „საკურებს“ 35:24 მოუგეს და 2006 და 2012 წლებში წაგებებისთვის რევანში აიღეს.

იყო დრო, როდესაც საქართველოს ნაკრები ურთიერთშეხვედრებში რუმინეთს ჩამორჩებოდა. დღეს იმავე ურთიერთშეხვედრებში რუმინელებზე დავწინაურდით.

საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირებათა ისტორიასთან საქართველო VS იაპონიის ურთიერთშეხვედრები მაგალითად ვერ გამოდგება, მაგრამ კარგი ისაა, რომ ბორჯღალოსნებმა ორი წაგების შემდეგ იაპონიას გასაღები მალევე მოუძებნეს და დაამარცხეს.

იაპონია საქართველოს რეიტინგის მეათე საფეხურზე მდგომი ეწვია, ერთი კვირით ადრე კი მეცხრე საფეხურს იკავებდნენ.

ერთი კვირით ადრე აზიის საუკეთესო გუნდი, გნებავთ ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი გუნდი, როგორც იაპონიას ბოლო ხანებში ხშირად მოიხსენიებენ, ერთა თასზე ქართველთა უმთავრეს მეტოქე რუმინეთს ბუქარესტში ეწვია და 18:13 გაიმარჯვა. თბილისსაც ამავე მიზნით ჩამოვიდნენ, მაგრამ ტონგასთან და ირლანდიასთან დაცვაში გამობრძმედილ საქართველოსთან ვერას გახდნენ.

ბორჯღალოსნები საკურებს რეიტინგს მეთხუთმეტე ადგილით და მეთოთხმეტეზე დაწინაურების პერსპექტივით დახვდნენ, ოღონდ კი იქამდე სტუმრები 16-ქულიანი უპირატესობით უნდა დაემარცხებინათ. ორჯერ ახლოსაც იყვნენ ასეთ შესაძლებლობასთან, მაგრამ ამდენივეჯერ მსგავსი შანსი გაანიავეს.

საქართველოს ნაკრებმა, მილტონ ჰეიგის ტაქტიკის შესაბამისად, მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვია თავს და წვიმასავით წამოვიდნენ ლელოებიც. ქართველებმა მეტოქეს თითო ტაიმში 3-3 ლელო გაუტანეს. ამათგან ერთი მსაჯმა ვიდეო-რეფერის დახმარებით არ ჩაგვითვალა და თამაშის ოქმში 5 ლელო დაფიქსირდა იაპონელთა სამის წილ. არადა, ის ლელოც რომ ჩათვლილიყო, ან მერაბ კვირიკაშვილს ხუთივე გარდასახვა გამოეყენებინა, რეიტინგში დაწინაურება ნამდვილად არ აგვცდებოდა.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ რკინისებრმა სათამაშო დისციპლინამ, სწრაფმა და აგრესიულმა თამაშმა მოიტანა ეს გამარჯვება. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი დისციპლინირებული თამაშით მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ 7-ჯერ დავჯარიმდით, შესადარებლად ირლანდიის წინააღმდეგ ჩვენ მხოლოდ პირველ ტაიმში 12 ჯარიმა მივიღეთ.

იაპონიის ნაკრების ცნობილმა ავსტრალიელმა სპეციალისტმა, ედი ჯოუნსმა განაცხადა, რომ 2012 წელთან შედარებით საქართველოს ნაკრები უფრო გაძლიერდა და ბევრად უფრო კონსტრუქციული და თანამიმდევრული გახდა შეტევაში. განსაკუთრებით მან აღნიშნა შერკინების კარგი თამაში, რაშიც მისი თქმით იაპონიის ნაკრებს საქართველოსთან განსაკუთრებით გაუჭირდა.

საქართველო 35:24 იაპონია

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 11. სანდრო თოდუა, 13. დავით კაჭარავა ^კაპ. (23 გიორგი აფციაური 3’, 22. ბექა წიკლაური 59’) 12. მერაბ შარიქაძე (21. გიორგი ბეგაძე 80’), 14. თამაზ მჭედლიძე;  10. ლაშა ხმალაძე, 9. ვაჟა ხუციშვილი / 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ზურაბ ჟვანია 66’), 2. შალვა მამუკაშვილი (16. სიმონ მაისურაძე 65’), 3. დუდუ ქუბრიაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 56’);  4. გიორგი ნემსაძე (19. კოტე მიქაუტაძე 56’), 5. ლევან დათუნაშვილი;  6. გიორგი თხილაიშვილი (20. გიორგი ჩხაიძე 43-52, 69’), 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. ლაშა ლომიძე - 

5 ლ: მამუკაშვილი [საჯ. ლომიძე] კვირიკაშვილი ხმალაძე წიკლაური;

2 გ 2 ჯ: კვირიკაშვილი

იაპონია: 15. აიუმუ გორომარუ, 14. ქარნ ჰესქეთ (23. ტოშიაკი ჰიროსე 75’), 13. ჰარუმიჩი ტატეკავა, 12. მალე საჰუ, 11. კოტარო მაცუშიმა; 10. იუ ტამურა (22. კოსეი ონო 54’), 9. აცუში ჰივასა (21. იუკი იატომი 75’) / 1. მასატაკა მიკამი (16. კეიტა ინაგაკი 63’ სბ 77’), 2. ტაკეში კიზუ (17. ჰიროკი იუჰარა 72’), 3. კენსუკე ჰატაკეიამა ^კაპ. (18. შინოსუკე კაკინაგა 63’); 4. ლუქ თომპსონ სბ 23’, 5. შოძი იტო (20. შინია მაკაბე 51’); 6. ჰენდრიკ ტუი, 7. ჰეიდენ ჰოპგუდ (19. ჰიტოში ონო 65’), 8. ამანაკი ლელეი-მაფი 

3 ლ: ჰესქეთ (12’) საჰუ; 

3 გ ჯ: გორომარუ

მსაჯები: რეფერი რომენ პუატ (სფრ);  კიდეებზე: იენ დევის (უელ) / ტომა შარაბა (სფრ); ვიდეო სტეფანო პენე (იტა)

ავთანდილ ჭყვიშელის ფოტოები

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი