ბორჯღალოსნებმა საფეხური შეინარჩუნეს, იაპონია კი დააქვეითეს
24 ნოემბერი, 2014
1563
print

გიგა გურასაშვილი

მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტრადიციისამებრ ორშაბათის განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ნოემბრის ტესტ-მატჩების შედეგების მიუხედავად კვლავაც მე-15 საფეხური უკავია.

ბორჯღალოსნებმა პირველ ტესტში ტონგასთან 9:23 წააგეს, მერე ირლანდიასთან 7:49, ხოლო კვირას სეზონის მესამე და ბოლოს ტესტში იაპონიას 35:24 მოუგეს.

საქართველოს ნაკრები ახლოს იყო ერთი საფეხურით დაწინაურებასთან, მაგრამ საამისოდ იაპონიის 16-ქულიანი უპირატესობით დამარცხება იყო საჭირო (ერთი ხანობა 18 ქულითაც ვიგებდით). ამ შემთხვევაში კი მე-14-ზე მყოფ იტალიასთან როქს გავითამაშებდით. ეგაა, ფრანგმა მსაჯმა რომენ პუატიმ ექვსი ლელოდან ერთი (მერაბ შარიქაძის) ვიდეორეფერის დახმარებით არ ჩაგვითვალა. არ ჩაგვითვალა სამართლიანად.

ბორჯღალოსნები სანაკრებო ბურთაობას 2015 წლის თებერვალში ევროპის ერთა თასზე გერმანიასთან გასვლით შეხვედრაში განაახლებენ, იქამდე კი რეიტინგში დიდ გადაადგილებებს არ უნდა ველოდოთ.

მოწინავე საფეხური 93.70 ქულით კვლავაც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას უკავია. 89.93 ქულით მეორეზეა სამხრეთ აფრიკა, ხოლო მესამეზე 85.48 ქულით ჩვენი ყოფილი მეტოქე ირლანდიაა.

საქართველოსთან წაგება მეათე საფეხურის დაკარგვად დაუჯდა იაპონიას, რომელმაც მეათეზე სამოა გაუშვა, თავად კი საფეხურით დაქვეითდა.

და კიდევ, მსოფლიო რაგბის ოფიციალურ და განახლებულ ვებ-გვერდზე საქართველო გეოგრაფიული ზონებად დაყოფის შედეგად რატომღაც აზიაშია გამწესებული, ყაზახეთი კი ევროპაში.

მსოფლიო რაგბის რეიტინგი (24 ნოემბერი):

1. ახალი ზელანდია 93.70

2. სამხრეთ აფრიკა 89.93

3. ირლანდია 85.48

4. ინგლისი 84.21

5. ავსტრალია 83.59

6. უელსი 79.94

7. საფრანგეთი 79.66

8. შოტლანდია 78.78

9. არგენტინა 78.23

10. სამოა 75.39

11. იაპონია 74.70

12 .ფიჯი 74.57

13. ტონგა 74.12

14. იტალია 71.19

15. საქართველო 70.76

16. აშშ 67.61

17. რუმინეთი 67.38

18. კანადა 66.83

19. რუსეთი 64.12

20. ურუგვაი 63.58

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი