რონალდუ გოლით რაულს დაეწია
27 ნოემბერი, 2014
1285
print

აკაკი ურუშაძე

”ატლეტიკო”, ”არსენალი და ”ბაიერი” ფლეი ოფში არიან, მარიო მანჯუკიჩი მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ლიგის მეხუთე ტურში ჰეთ თრიკი შეასრულა, რონალდუ კი ლიგაზე გატანილი 71 გოლით რაულს დაეწია.

A ჯგუფი

ატლეტიკო - ოლიმპიაკოსი” 4:0

ამ შეხვედრის წინ  ეს გუნდები ჯგუფის ლიდერები იყვნენ და ყველა დაძაბულ მატჩის მოლოდინში იყო, თუმცა  მასპინძლებმა იოლად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე შეძლეს ბერძენთა დამარცხება. ანგარიში 9-ე წუთზე რაულ გარსიამ გახსნა,ტაიმის ბოლოს მარიო მანჯუკიჩმა ანგარიში ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმიც მადრიდელთა უპირატესობით წარიმართა,რასაც 62-ე და 65-ე წუთებზე მანჯუკიჩის კიდევ ორი გოლი მოჰყვა, რითაც ხორვატმა თავისი პირველი ჰეთ თრიკი  გაიფორმა ლიგაზე. წაგების მიუხედავად ბერძნები მაინც ინარჩუნებენ 1/8 ფინალში გასვლის შანსს.

მალმიო - იუვენტუსი” 0:2

ტურინელებს უკვე ერთ ნაბიჯი აშორებთ ფლეი ოფისაგან, ამისათვის მათ ბოლო ტურში არ უნდა წააგონ უკვე ჯგუფიდან გასულ ”ატლეტიკოსთან”. გუშინდელი შეხვედრა იტალიელთა შეტევებით დაიწყო,მაგრამ მასპინძელთა მეკარე  რობინ ოლსენის ბრწყინვალე  თამაშის წყალობით,გუნდები შესვენებაზე გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ. მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით წარიმართა და უფრო გამოცდილმა და კლასით მაღლა მდგომმა ”იუვენტუსმა”მოახერხა ”მალმიოს” კარში ორი უპასუხო გოლის გატანა.ბურთები საკუთარ ანგარიშზე  ლორენტემ და ტევესმა მიითვალეს. ამ წაგებით შვედებმა შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველანაერი შანსი დაკარგეს,თუმცა კიდევ აქვთ ევროპის ლიგაზე მოხვედრის პერსპექტივა.

B ჯგუფი

ლუდოგორეცი - ლივერპული” 2:2  

უკვე შეხვედრის მესამე წუთზე ბულგარელთა ესპანელმა ლეგიონერმა დანი აბალომ ისარგებლა ”ლივერპულის” მეკარე  სიმონ მინოლეს შეცდომით და ანგარიში გახსნა,რასაც ინგლისელებმა მალევე 8-ე წუთზე ლამბერტის გატანილი გოლით უპასუხეს, 37-ე წუთზე კი ”მერსისაიდელები” ჰენდერსონმა დააწინაურა. მეორე ტაიმში ბულგარელები გააქტიურდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ შეხვედრის მიწურულს 83-ე წუთზე მოახერხეს,გოლი გიორგი ტერზიევის ანგარიშზეა. ამ წაგებით ”ლუდოგორეცი” ლიგას დაემშვიდობა, ”ლივერპული” კი ბოლო ტურში ”ენფილდზე” ”ბაზელს”უმასპინძლებს, რომელსაც ორი ქულით ჩამორჩება და მოგების შემთხვევაში 1/8 ფინალის საგზურს მოიპოვებს.

ბაზელი - რეალი” 0:1

ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა უპრობლემოდ დაამარცხა ”ბაზელი” ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო ჯგუფში,რითაც ოფიციალურად პირველი ადგილიდან გავიდა შემდეგ ეტაპზე. ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ შეხვედრის 35- წუთზე გაიტანა, რითაც ლიგის ბობარდირთა სიაში რაულს დაეწია,მაგრა სამი გოლით ჩამორჩება მესის. გუშინ კარლო ანჩელოტიმ სათადარიგოთა სკამზე დატოვა იკერ კასილიასი და არ მისცა საშუალება დაწეოდა კატალონიელ ჩავის, რომელმაც წინა დღეს  ლიგაზე თავის სარეკორდო-145-ე შეხვედრა ჩაატარა.

C ჯგუფი 

ზენიტი - ბენფიკა” 1:0 

პორტუგალიელებმა პეტერბურგში დამარცხების შემდეგ 1/8 ფინალში გასვლის შანსი დაკარგეს და ახლა მხოლოდ ევროპის ლიგაზე მოხვედრის იმედად არიან დარჩენილები,რაც შეეხება თვითონ შეხვედრას იგი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა,ერთადერთი გოლი კი 79-წუთზე გავიდა,როდესაც ჰალკის ჩაწოდების შემდეგ პორტუგალიელმა დანიმ თანამემამულეები დაამწუხრა.ამ ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრა 10 დეკემბერს გაიმართება,როდესაც მონაკოში ”ზენიტი” ”მონაკოს” დაუპირისპიდება და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი-ოფში გავა,მონაგასკებს კი იმ შეხვედრაში ხელს ფრეც აძლევთ,რადგან რუსებს ორი ქულით უსწრებენ.

”ბაიერი” - ”მონაკო” 0:1

ლევერკუზენელებს ამ მატჩის წინ უკვე გარანტირებული ჰქონდათ ფლეი-ოფის საგზური,მაგრამ მინიმუმ ერთი ქულის აღების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს ინაღდებდნენ,თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლეს  ერთადერთი გოლი შეხვედრის 72- წუთზე შეცვლაზე  ორი წუთით ადრე შემოსულმა ოკამპოსმა გაიტანა. ახლა ბოლო ტურში მონაკოელები ”ზენიტს” მასპინძლობენ და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნით.

 D ჯგუფი

ანდერლეხტი - გალათასარაი” 2:0

მიუხედავად გამარჯვებისა ბელგიელები დაემშვიდობნენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს და ბრძოლას ევროპის ლიგაზე გააგრძელებენ. შეხვედრაში ,რომელშიც მასპინძლები დომინირებდნენ ორივე გოლი მბებამ გაიტანა, 44-ე და 86-წუთებზე. თურქები კი მიუხედავად იმისა თუ, როგორ ითამაშებენ ბოლო შეხვედრას, ჯგუფში მაინც ბოლო ადგილზე დარჩებიან.

არსენალი - ბორუსია” 2:0

დორტმუნდელები უკვე გასულები იყვნენ ჯგუფიდან,ლონდონელებმა გუშინდელი  გამარჯვებით,კი ფლეი-ოფის  საგზურიც მოიპოვეს და ჯგუფში პირველი ადგილზე გასვლის შანსიც შეინარჩუნეს. ამ მატჩში გოლები სანოგომ და ალექსის სანჩესმა გაიტანეს 2-ე და 57-ე წუთებზე.

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი