”რეალი” ლიგამდე რეკორდით გახურდა
01 დეკემბერი, 2014
1329
print

აკაკი ურუშაძე

ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდებმა გასულ უქმეებზე მორიგი შეხვედრები გაამართეს ეროვნულ ჩემპიონატებში. ”რეალმა” ზედიზედ მეთექვსმეტე მატჩი მოიგო და ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა. თავისი მატჩები მოიგეს ”ბაიერნმა”, პსჟ-მ და ”იუვენტუსმა”, რომელმაც დერბიში ”ტორინო” დაამარცხა. ვნახოთ, როგორ იასპარეზეს ლიგის სხვა მონაწილეებმა.

A ჯგუფი  

მადრიდისატლეტიკომზედიზედ მეხუთე საშინაო მატჩი მოიგო, მათ გასულ ტურში “დეპორტივო” 2:0 დაამარცხეს.

ანდრეა პირლოს მიერ კომპენსირებულ დროში გატანილმა გოლმა იუვენტუსსტურინულ დერბიში მოაგებინა (2:1).

ოლიპიაკოსმასტუმრად 4:0 დაამარცხა ”კერკირკარა”,ამ შეხვედრაში ალეხანდრო დომინგესმა დუბლი შეასრულა.

შვედეთის ჩემპიონატი უკვე დასრულდა და ბუნებრივია მალმიოს” არ უთამაშია

B ჯგუფი

რეალმაზედიზედ მეთექვსმეტე მატჩი მოიგო,მათ ”მალაგა” სტუმრად 2:1 დაამარცხეს.

ბაზელმა შკლეზენ ჰაშის დუბლის წყალობით თავისი უახლოესი მდევარი ”ციურიხი” 2:1 დაამარცხა.

ლივერპულმა შეხვედრის 85-ე წუთზე ჯონსონის გატანილი გოლით ”სტოკს” 1:0 მოუგო და ზედიზედ სამი წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ლუდოგორეცმა საკუთარ მოედანზე სოფიის ”ლოკომოტივი” 5:1 გაანადგურა და ჩემპიონატის ლიდერ სოფიის ცსკა-სთან სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა.

C ჯგუფი

ბაიერმა5:1 მოუგო ”კიოლნს” ორ-ორი გოლი იოსიფ დრმიჩმა და ქარიმ  ბელარაბიმ გაიტანეს.

”რეიმსთან” დამარცხების შემდეგ(0:2)მონაკო სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე დაეშვა.

ზენიტი სარანსკში ადგილობრივ ”მორდოვიასთან” დამარცხდა.ეს პეტერბურგელთა მეორე მარცხია მიმდინარე ჩემპიონატში.

პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერმა ბენფიკამ სტუმრად 2:0 მოუგო ”აკადემიკას.”

D ჯგუფი

 ფრანკფურტში ”აინტრახტთან” 0:2 დამარცხების შემდეგ დორტმუნდის ბორუსიასატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე აღმოჩნდა.

დანი უელბეკის გოლის წყალობით არსენალმა ”ვესტ ბრომვიჩი” დაამარცხა.

ანდერლეხტმა საკუთარ მოედანზე ფრედ- 2-2 ითამაშა ჩემპიონატის ლიდერ ”ბრიუგესთან” და კვლავ მეორე ადგილზეა ბელგიის ჩემპიონატში.

გალათასარაიმ 1:0 დაამარცხა ”გაზიანთეფსპორი.”

E ჯგუფი

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში წაუგებელ სერია გააგრძელა ბაიერნმა, რომელმაც ბერლინში ”ჰერტა” 1:0 დაამარცხა.

მირალემა პიანიჩის დუბლი დაეხმარა რომას ”ინტერის” დამარცხებაში -4:2.

მანჩესტერ სიტიმ სტუმრად სამი უპასუხო გოლი გაუტანა ”საუთჰემპტონს.”

მოსკოვის ცსკამ უპრობლემოდ 5:0 მოუგო ”უფას” და ლიდერ ”ზენიტთან” სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა.

F ჯგუფში  

ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ გატანილმა პენალტმა პსჟ- შინ 1:0 მოაგებინა ”ნიცასთან.”

სერხიო ბუსკეტსის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლი წყალობითბარსელონამ სტუმრად  ”ვალენსია” დაამარცხა -1:0.

”დენ ჰააგთან” სტუმრად ნათამაშები ფრის შემდეგ(1:1)აიაქსმაშანსი დაკარგა ჩემპიონატის ლიდერი გამხდარიყო.

კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერმა აპოელმა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა თანაქალაქელი ”ომონია.”

G ჯგუფი

ჩელსიმ სტუმრად ფრედ 0:0 ითამაშა ”სანდერლენდთან”. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი თამაში იყო ამ სეზონში, რომელშიც ლონდონელებმა გოლი ვერ გაიტანეს.

ლისაბონის სპორტინგმა 3:0 მოუგო ”სეტუბალს” ამ შეხვედრაში ორი გოლი ისლამ სლიმანმა გაიტანა.

კლაას იან ჰუნტელაარმა შალკეს მაისურით მეასე გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი 4:1 მოუგო ”მაინცს.”

მარიბორმა 3:2 მოუგო ”რუდარს”,მაგრამ ექვსი ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერ ”დომჟალეს.”

H ჯგუფი

პორტუმ5:0 გაანადგურა ”რიუ ავე” აღსანიშნავია, რომ ხუთივე გოლი ”დრაკონებმა” მეორე ტაიმში გაიტანეს.

ალექს ტეიშერას დუბლი დაეხმარაშახტარს  5:0 გაენადგურებინა ზაპოროჟიის ”მეტალურგი”.

მიქელე სან-ხოსესა და  ბენიათას გოლებმა მოაგებინა ატლეტიკს გასვლაზე ”ხეტაფესთან”(2:1).

ბატე ბოლო ტურში სოლიგორსკის ”შახტიორს” დაუზავდა-1:1.

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი