ქართული რაგბის ბრაზილიელი ქომაგის 11 ათას კილომეტრიანი ვოიაჟი
05 დეკემბერი, 2014
1211
print

ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ნაკრება იაპონიას, რომ სძლია, ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ქომაგისთვის ამას განსაკუთრებული გემო ჰქონდა. მესხის სტადიონზე 31 წლის დიეგო დუბარდი იმყოფებოდა, რომელმაც მშობლიური ბრაზილიიდან მისთვის საყვარელი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების საქომაგოდ 11 ათასი კილომეტრი გადალახა.  

დიეგოს, რომელიც ფეხბურთით სუნთქავს და ცხოვრბს, ბრაზილიაში დაიბადა და გაიზარდა, კარგა ხანი დასჭირდა სარაგბო გემოვნების დასახვეწად და ამ თამაშის შესაყვარებლად. როგორც თვითონ იხსენებს, რაგბთან მისი პირველი შეხება არცთუ სახალისო გამოდგა:

“ჩემი ბიძაშვილი საფრანგეთში რაგბს თამაშობდა. ბრაზილიაში, რომ დაბრუნდა ერთხელაც ბურთი მესროლა - დავიჭირე თუ არა, ეგრევე გვარიანად შემბოჭა და მიწაზე დამანარცხა. საშინლად მეტკინა და იმ დროიდან რაგბი არ მომწონდა“, - აღიარებსდუბარდი, რომლის გვარსაც ბელგიური ფესვები ჰქონია.

“ჩემს პაპის პაპის პაპას ბელგიაში სასახლე ჰქონია, მაგრამ თურმე ანარქისტი ყოფილა და ქვეყნიდან გააძევეს, რის შემდეგ ის ბრალიზიაში გადასახლდა”, - განაცხადა დუბარდმა და იქვე აღიარა, რომ თვითონაც ანარქისტივით იქცევა, მაგრამ მხოლოდ რაგბის თამაშისას.

ჭაბუკობისას დუბარდმა ძიუდოში მიაღწია წარმატებებს, ხოლო მისი ბიძაშვილის მიერ ჩატარებული „სარაგბო გაკვეთილის“ შემდეგ, კარგა ხანი გავიდა, როდესაც, მისი მეგობარი გოგონა საფრანგეთიდან სამშობლოში ოვალური ბურთის მიმართ სიყვარულით დაბრუნდა.

“ჩემმა იმდროინდელმა მეგობარმა გოგონამ გაარკვია, რომ ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში იყო სარაგბო კლუბი. მას თამაშის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ კლუბს ქალთა გუნდი არ ჰყავდა“, - იხსენებს დუბარდი, რომელიც იმდენად დაინტერესდდა, რომ ვარჯიში დაიწყო.

“პირველივე ვარჯიშიდან შემიყვარდა თამაში, მისი სულისკვეთება და რომ ხალხზე დაჯახება შეიძლებოდა. პირველად, რომ შემბოჭეს დაახლოებით სამი წუთი დამჭირდა ფეხზე წამოსადგომად, მაგრამ ეგრევე მოვიწამლე თამაშით.”

ბრაზილიელი დიეგოს სარაგბო ნათლონა 2010 წელს მოხდა და ერთ წელში იგი უკვე რეგულარულად თამაშობდა დედაქალაქის კლუბის შემადგენლობაში.

თუმცა დიეგოს ქართული რაგბით დაინტერესება მისი პორტუგალიელი მწვრთნელის დამსახურებაა.

“ჩვენი პორტუგალიელი მწვრთნელი დიდ ყურადღებას აქცევთა უკანა ხაზელების თამაშს, ბურთით სირბილს, პასებს და გაშლილი თამაშს. მე მწვრთნელს დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ჩემთვის სასურველი დოზით დაჯახებებსა და კონტაქტს ვერ ვიღებდი. ორ საათიანი ვარჯიშების შემდეგ, ბიჭები ვრჩებოდით და უფრო ფიზიკურ რაგბს ვთამაშობდით.“ ამ დამატებითმა ვარჯიშებმა და ფიზიკური თამაშისადმი ლტოლვამ პორტუგალიელი მწვრთნელი გააღიზიანა თურმე. 

“მე მას გულწრფელად ვუთხარი, რომ არ მომწონდა ხაზის მოთამაშეებზე ორიენტირებული ვარჯიშები. როდესაც ჩვენ დამატებით ვარჯიშს ხედავდა, გვიყვიროდა: „თქვენ ქართველებივით თამაშობთ, მარტო კონტაქტი და დარტყმა გინდათ და სხვა არაფერზე ფიქრობთო.“

დუბარდი, რომელიც ბრაზილიის განათლების სამინისტროში მუშაობს, დაინტერესდა ქართული რაგბით. შეუდგა ეროვნულ ნაკრებზე ინფორმაციის შეგროვებასაც. მალე მან ბორჯღალოსნებზე ყველაფერი შეისწავლა და ამ ცონდამ შეაყვარა ქართული რაგბი.

”დავიწყე ინფორმაციების მოგროვება. შემდეგ ტელევიზორში მამუკა გორგოძის თამაში ვნახე. მან ვიღაცას გადაუარა და რა თქმა უნდა, ეგრევე შემიყვარდა“, - ღიმილით ამბობს დიეგო.

ბრაზილიელმა 2011 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების ყველა თამაშს უყურა, რამაც მას ქართული რაგბის სტილი შეაყვარა: „ფიზიკური, ჯახი და აუმრავი კონტაქტი, აი, ასეთი რაგბი მიყვარს! “

ორ წელიწადში საქართველოს ნაკრები არგენტინას ივნისის ტესტ-მატჩში საასპარეზოდ ესტუმრა, რომელიც სან ხუანში გაიმართა. დიეგომ, ბრაზილიიდან 2000-კილომეტრიანი დაშორების მიუხედავად, ბორჯღალოსნების თამაშის ცოცხლად ნახვის შანსი ხელიდან არ გაუშვა.

“ბუენოს აირესამდე ვიფრინე, მერე მენდოზამდე ავტობუსით ვიმგზავრე და ბოლოს, როგორც იქნა, მივაღწიე სან ხუანამდე. მატჩის წინა დღეს ბიჭებს სასტუმროში ვესტუმრე, რომლებსაც ვერ დაეჯერებინათ, რომ მათ სანახავად ამხელა მანძილი გავიარე. მემგონი სტადიონზე მხოლოდ მე ვიყავი საქართველოს ქომაგი“.

იმ დღეს საქართველოს ნაკრებმა 29-18 წააგო. მატჩის შემდეგ კი, დუბარდი ბიჭებთან ერთად ბანკეტზე აღმოჩნდა  რომლებსაც დაპირდა, რომ საქართველოს ეწვეოდა.

წელიწადზე ოდნავ მეტი დროის შემდეგ, დიეგომ დანაპირები შეასრულად. მან უკან მოიტოვა ბრაზილიური ზაფხული და 20-საათიანი ფრენის შემდეგ ზამთრის საქართველოში ჩამოვიდა.

”ჰო, აქ საჩემოდ ნამდვილად ცივა“, - აღიარა ბრაზილიელმა. თავის ფეისბუქის გვერდზე ერთ-ერთ ჰოსთელიდან მან დაწერა, რომ თბილისში იმყოფებოდა და რამდენიმე წუთში მისი ქართველი ფეისბუქის მეგობრები ნამდვილ მეგობრებად იქცნენ, რომლებმაც ბარებში, რესტორნებში თუ კლუბებში დაპატიჟებით, ბრაზილიელს ქართული სტუმარმასპინძლობა დააჭაშნიკებინეს.

დიეგო ამაყობს თავისი ”ჯანით”, რომელიც არამგონია დასუსტდეს ქართული სტუმრობის შემდეგ:  ”115 კილგრამს ვიწონი, მაგრამ საქართველოდან ალბათ 120 კილო გავემგზავრები“ აღიარა დუბარდმა.

პირველად ხინკალი, რომ ჭამა, მთელი წვენი მისმა ვებერთელა წვერმა აითვისა: “პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ეგრევე მივხვდი როგორც უნდა მეჭამა და უკვე ამ „საბედისწერო შეცდომას“ აღარ ვუშვებ“.

მატჩის დღეს დიეგოს საქართველო-იაპონიის თამაშზე მინდორზე დასწრების უფლება მისცეს, რა დროსაც მან ყველასთან ერთად საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

დიეგო თამაშისგან აღფრთოვანებას ვერ მალავდა: ”ჩვენ (საქართველო) ბრწყინვალედ ვითამაშეთ, იყო ბევრი რაქები, მოლები და შერკინებები - ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რაც ასე მიყვარს ქართულ რაგბში”.

ალისთერ უათი

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი