ლიგაზე ფლეი ოფის ხუთი საგზურის ბედი გაურკვეველია
09 დეკემბერი, 2014
1122
print

აკაკი ურუშაძე

დასასრულს უახლოვდება ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპი. ფლეი ოფის დარჩენილი ხუთი საგზურისთვის პრეტენზიას თერთმეტი გუნდი აცხადებს. თვალი გადავალოთ რა შანსები აქვთ ამ გუნდებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

A ჯგუფი

მადრიდის ”ატლეტიკო” უკვე შემდეგ ეტაპზეა და ჯგუფში პირველ ადგილსაც დაიკავებს თუ დღეს ორი ან მეტი ბურთის სხვაობით არ დამარცხდება.

”იუვენტუსი” ფლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს თუ  ერთ ქულას მაინც აიღებს ან თუ ”ოლიპიაკოსი” დამარცხდება. ტურინელებს პირველი ადგილის შანსიც აქვთ თუ ”ატლეტიკოს” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხებენ.

”ოლიპიაკოსი” შემდეგ ეტაპზე გავა თუ კი დღეს გაიმარჯვებს ხოლო ტურინელები დამარცხდებიან. ”მალმიოსთან” ფრე ბერძნებს უეფას ლიგის საგზურს მოუტანს.

”მალმიოს” მესამე ადგილზე გადასასვლელად გამარჯვება სჭირდება.

B ჯგუფი 

”რეალს” განაღდებული აქვს პირველი ადგილი და ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჯგუფში ხუთივე შეხვედრა მოიგო.

ფრის შემთხვევაში ”ბაზელი” ფლეი ოფში გავა.

”ლივერპულს” გამარჯვება ესაჭიროება. ფრის ან დამარცხების შემთხვევაში ინგლისელები მესამე ადგილზე დარჩებიან თუ ”ლუდოგორეცი” მეტ ქულას ვერ დააგროვებს.

თუ დღეს ”ლივერპული” დამარცხდება და ”ლუდოგორეცი” გაიმარჯვებს ბულგარელები ევროპის ლიგაზე გავლენ.

C ჯგუფი 

”ბაიერი” გასულია შემდეგ ეტაპზე. გამარჯვების შემთხვევაში ისინი პირველ ადგილს დაიკავებენ ჯგუფში.ამისათვის გერმანელებს ფრეც ეყოფათ თუ კი ”მონაკო” ვერ მოიგებს.

”მონაკოს” მერვედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ფრეც ჰყოფნის.

”ზენიტმა” დღეს აუცილებლად უნდა მოიგოს მონაკოში.

ნებისმიერი შედეგის მიუხედავად  ”ბენფიკა” ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩება.

D ჯგუფი

”ბორუსია” ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს იმ შემთხვევაში თუ ”არსენალი’” ექვსი ან მეტი გოლის სხვაობით ვერ მოუგებს ”გალათასარაის.”

შემდეგ ეტაპზე უკვე გასულ ”არსენალს” პირველი ადგილის დასაკავებლად თურქებთან ექვსბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება.

”ანდერლეხტი” მესამე ადგილზე რჩება და ასპარეზობას ევროპის ლიგაზე განაგრძობს.

”გალათასარაი” ჯგუფში ბოლო ადგილზე დარჩება.

E ჯგუფი 

”ბაიერნს” უკვე განაღდებული აქვს ჯგუფში პირველი ადგილი.

გამარჯვების შემთხვევაში ”რომა” შემდეგ ეტაპზე გავა,თუმცა რომაელებს ფრეც ეყოფათ იმ შემთხვევაში თუ არმიელები ქულებს გაიყოფენ ”ბავარიასთან.”

ცსკა-ს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მიუნხენში სამი ქულის აღება დასჭირდება, ისიც იმ შემთხვევაში თუ ”რომა” ”სიტის” ვერ მოუგებს.

”სიტის” გამარჯვება სჭირდება და იმის იმედზე უნდა იყოს ,რომ  არმიელები დამარცხდებიან. წაგების შემთხვევაში მათთვის ევროსეზონი დასრულდება.

F ჯგუფი 

”პარი სენ ჟერმენს”  ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ”ბარსელონასთან” ფრეც ჰყოფნის.

”ბარსელონამ” აუცილებლად უნდა მოუგოს ფრანგებს,რათა შემდეგ ეტაპზე პირველი ადგილიდან გავიდეს.

”აიაქსს” მესამე ადგილის დასაკავებლად ფრეც ჰყოფნის.

თუ აპოელი ”აიაქსს” დაამარცხებს ევროპის ლიგაზე მოხვდება.

G ჯგუფი

”ჩელსი” პირველი ადგილიდან გადის 1/8 ფინალში.

”სპორტინგი” დამარცხების შემთხვევაშიც გავა შემდეგ ეტაპზე თუ ”შალკე”  ვერ მოიგებს.

”შალკემ” თავის შეხვედრა უნდა მოიგოს და პორტუგალიელთა მარცხის იმედზე იყოს.

”მარიბორი” ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანს ინარჩუნებს. 

H ჯგუფი 

”პორტუ” ნებისმიერ შემთხვევაში პირველ ადგილზე რჩება.

”შახტარი” უკვე გასულია ფლეი-ოფში.

”ატლეტიკი” არწაგების შემთხვევაში ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს.

ბატე ბილბაოში გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ლიგაზე მოხვდება.

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი