გრი­გო­რი­ა­ნუ­ლი ქო­რა­ლი
12 დეკემბერი, 2014
1777
print

ძალაუფლება ხრწნის, აბსოლუტური ძალაუფლება ხრწნის აბსოლუტურად.

 ჯონ დალბერგ-აქტონი.

 ძალაუფლება ხრწნის მას, ვისაც ძალაუფლება არა აქვს.

 ჯულიო ანდრეოტი.

 

 ნო­დარ ლა­და­რია

 გა­სულ კვი­რას ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო... რა უნ­და გა­აწყო, პირ­ველ­სა­ვე წი­ნა­და­დე­ბა­ში გა­და­უ­ლა­ხავ სიძ­ნე­ლეს რომ წა­აწყ­დე­ბი? - რო­გორ იწე­რე­ბა იმ ჩვე­ნი ცოდ­ვით სავ­სის გვა­რი? ოთხი ვა­რი­ან­ტია: ლეპ­სი (ლეპსს, ლეპ­სის) და ლეფ­სი (ლეფსს, ლეფ­სის). ერ­თი სიტყ­ვით, ნამ­დ­ვი­ლად გვერ­დით ჩა­მი­ა­რა ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­მა მოვ­ლე­ნამ - მე ბე­ჩავს ფსკე­რო­ვა­ნი მუ­სი­კის უკი­დუ­რეს გა­მოვ­ლი­ნე­ბად შუ­ფუ­ტინ­ს­კი მი­მაჩ­ნ­და, მაგ­რამ ამა­ზე უარე­სიც ყო­ფი­ლა!

შუ­ფუ­ტინ­ს­კის კი­დე რა უჭირს: მთე­ლი სამ­ყა­რო შე­უქ­მ­ნია კაცს, კონ­ცეფ­ცია თუ არა მკა­ფიო და მო­ცუ­ლო­ბი­თი ("გა­მოზ­ნე­ქი­ლიო", იტყო­და რუ­სუ­ლი კალ­კე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი) მხატ­ვ­რუ­ლი "ობ­რა­ზი" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა შე­სა­ბა­მი­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ჟღე­რა­დო­ბით: "ტე­ლაგ­რე­ი­კი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი". აი, ეს... მა­ინც რო­გორ იწე­რე­ბა მი­სი გვა­რი? ერ­თი სიტყ­ვით, ეს გრი­გო­რი თუ გრი­გო­ლი კი იმ­დე­ნად უსა­ხუ­რი და პრი­მი­ტი­უ­ლია, რომ ამ სატყუ­ა­რა­თი მხო­ლოდ ფუ­ლი­ან ქარ­თ­ველს თუ მი­ი­ზი­დავ. არა, თქვენ ნუ მო­მიკ­ვ­დე­ბით - ირი­ნა ალეგ­რო­ვა მა­გას­თან შე­და­რე­ბით მო­ცარ­ტია!

თით­ქოს ზედ­მე­ტად სწორ­ხა­ზო­ვა­ნი ვარ. მაგ­რამ თუ ვინ­მე და­მი­სა­ბუ­თებს, რომ სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში იმ უბად­რუ­კი კონ­ცერ­ტის სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რი მსმე­ნე­ლი მე­ტის გა­გე­ბას შეძ­ლებს, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­მო­ვიხ­ს­ნი ჩემ­თ­ვის მარ­თ­ლაც უჩ­ვე­უ­ლო სტი­ლის არ­ტა­ხებს. მა­ნამ­დე კი ის უნ­და ვთქვათ, რა შუ­ა­შია ეკო­ნო­მი­კა.

თურ­მე სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში შეკ­რე­ბი­ლებ­მა ბი­ლე­თებ­ში მი­ლი­ონ ექ­ვ­სა­სი­ა­თას ლარ­ზე მე­ტი და­ხარ­ჯეს. ახ­ლა გა­სა­გე­ბია, რა­ტო­მაც და­უშ­ვა მთავ­რო­ბამ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა. ღირ­სე­ბის აღ­მ­დ­გენ­ნი კვლა­ვაც ჩვენს პატ­რი­ო­ტულ ღირ­სე­ბა­ზე ზრუ­ნავ­დ­ნენ: აკი ძვე­ლი კურ­სით ეს თან­ხა უფ­რო ახ­ლოს იქ­ნე­ბო­და მი­ლი­ონ დო­ლარ­თან, მი­ლი­ონ­დო­ლა­რი­ა­ნი სირ­ცხ­ვი­ლი კი ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვი­საც მე­ტის­მე­ტია.

მაგ­რამ წყა­ლო­ბი­თა ღვთი­სა­ი­თა მდა­ბა­ლი გრი­გო­ლის შე­სა­ხებ მეტს ვე­ღა­რა­ფერს ვიტყ­ვით... ესეც ბევ­რია. გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია ამ კონ­ცერ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა.

მმარ­თ­ვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბი­სად­მი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სა­შინ­ლად გა­აბ­რა­ზა კონ­ცერ­ტ­ზე ვინ­მე ქარ­თ­ლოს ნატ­როშ­ვი­ლის დას­წ­რე­ბამ. ეს ქარ­თ­ლოს ნატ­როშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის შო­უ­ებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის იმი­ტა­ტო­რი იყო. ზოგ­ჯერ, თუმც კი საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად, ეს იმი­ტა­ცია პა­რო­დი­ის დო­ნე­საც აღ­წევ­და, მაგ­რამ ახ­ლა ამის გან­ს­ჯა სა­ინ­ტე­რე­სო არ არის. უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­ზე­ზი, რის გა­მოც გა­უბ­რაზ­და ხალ­ხი ნატ­როშ­ვილს.

ნე­ტა უკე­თესს რას ელოდ­ნენ მის­გან? - აქამ­დე რო­დის მო­უ­ცია სა­ფუძ­ვე­ლი გვე­ფიქ­რა, რომ უფ­რო მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბა აღ­მო­აჩ­ნ­დე­ბო­და? და თუ ხალ­ხის რის­ხ­ვა "რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რით" არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­დის გა­ნუცხა­დე­ბია ნატ­როშ­ვილს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მრწამ­სი, რო­დის გა­მო­უთ­ქ­ვამს სა­კუ­თა­რი აზ­რი სა­ჯა­როდ? იქ­ნებ ოდეს­მე და­ბეჭ­დი­ლა კი­დეც მი­სი ინ­ტერ­ვიუ, ვთქვათ, "სარ­კე­ში", "რე­ი­ტინ­გ­ში", "თბი­ლი­სე­ლებ­ში"... მაგ­რამ მა­ში­ნაც კი, თუ ვი­ვა­რა­უ­დებთ, რომ მსგავს ინ­ტერ­ვი­უ­ებს მარ­თ­ლაც იღე­ბენ რეს­პონ­დენ­ტე­ბის­გან, რა უნ­და ეთ­ქ­ვა ისე­თი, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში მი­სი მის­ვ­ლა რომ გაგ­ვ­კ­ვირ­ვე­ბო­და?

ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ად­ვი­ლად იხ­ს­ნე­ბა: ქარ­თ­ლოს ნატ­როშ­ვი­ლი გა­სარ­თობ შო­უ­ში წარ­მო­ად­გენ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. არის რა­ღაც თით­ქ­მის რე­ლი­გი­უ­რი სა­ხალ­ხო რის­ხ­ვა­ში. თით­ქოს პრო­ტო­ტი­პი რა­ი­მე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ანი­ჭებ­დეს მსა­ხი­ობს, სა­ა­კაშ­ვი­ლის იმი­ტა­ცია კი რა­ღაც საკ­რა­ლუ­რი აქ­ტი იყოს, რომ­ლის პრო­ფა­ნა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და იმი­ტა­ტო­რის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში მის­ვ­ლით.

სწო­რედ ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შია მთე­ლი პრობ­ლე­მა. არა, ეს მა­ხინ­ჯი სიტყ­ვა "შუ­ა­შიზ­მი" სრუ­ლი­ად უად­გი­ლოა - ეს ტერ­მი­ნი, რო­მელ­საც აზ­რის სხარ­ტად გა­მო­სათ­ქ­მე­ლად ზოგ­ჯერ მეც ვი­ყე­ნებ, ვი­ღაც უნი­ჭო მო­ღა­და­ვის გა­მო­გო­ნი­ლია. ასე­თე­ბი მრავ­ლად არი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ჰო­და, იმას ვამ­ბობ­დი, ეს სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი და "შუ­ა­შის­ტუ­რად" წო­დე­ბუ­ლი გან­ზე გად­გო­მა და სა­სა­ცი­ლო კოხ­ტაპ­რუ­წო­ბა არ მჭირს, პი­რი­ქით, მე სავ­სე­ბით და ახ­ლა კი­დევ უფ­რო მძლავ­რი ში­ნა­გა­ნი შე­მარ­თე­ბით ვი­ზი­ა­რებ 2003 წლის ნო­ემ­ბერ­ში დეკ­ლა­რი­რე­ბულ აღ­მა­ვალ კურსს, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლურ რე­ფორ­მებ­სა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა­სა და მო­რა­ლურ სიცხა­დეს გუ­ლის­ხ­მობ­და. მაგ­რამ ეს იდე­უ­რი ში­ნა­არ­სი არ არის ფიქ­სი­რე­ბუ­ლად და სა­მა­რად­ჟა­მოდ მი­მაგ­რე­ბუ­ლი კონ­კ­რე­ტულ სა­ხე­ლებ­ზე... უფ­რო მე­ტიც, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რას თაყ­ვა­ნის­ცე­მის ელე­მენ­ტე­ბი შე­ე­რე­ვა, ეს ღრმა სუ­ლი­ე­რი კრი­ზი­სის უტყუ­ა­რი სა­ბუ­თია.

რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მო­ხატ­ვა ასეთ და­ბალ ნიშ­ნულ­ზე ეცე­მა, მომ­ხ­რე­თა და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არა­არ­სე­ბი­თი ხდე­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამას კი­დევ უფ­რო დი­დი უბე­დუ­რე­ბა ემა­ტე­ბა. ამ სა­ო­ცა­რი ფე­ნო­მე­ნის საჩ­ვე­ნებ­ლად ორ ინ­ფორ­მა­ცი­ულ ცნო­ბას მო­ვიყ­ვან:

“ივა­ნიშ­ვი­ლის გაქ­ცე­ვის შემ­დეგ მე მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს დავ­ს­ჯი და ეს დრო ძა­ლი­ან მა­ლე დად­გე­ბა” - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"ექს-პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლა­ში მხი­ლე­ბულ რამ­დე­ნი­მე პირს, მათ შო­რის ზო­გი­ერთ იმ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, რო­მელ­თა მი­ერ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, კვი­რის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვა, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დევ­ნით და­ე­მუქ­რა" - ქარ­თულ მე­დი­ა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

ახ­ლა კი კითხ­ვა: რა არ­სე­ბი­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ამ ორ გან­ცხა­დე­ბას შო­რის, რო­მელ­თა­გან ერ­თი პირ­და­პი­რი, მე­ო­რე კი ირი­ბი ტექ­ს­ტით მო­ვიყ­ვა­ნე? სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­სუ­ხე­ბის ძი­რი­თა­დი მა­სა ორ ჯგუ­ფად გა­ნა­წილ­დე­ბა: 1) სა­ა­კაშ­ვილს პი­რა­დი ბოღ­მა არ აძ­ლევს მოს­ვე­ნე­ბას, ივა­ნიშ­ვი­ლი კი სიმ­კაც­რე­სა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბას ამ­ჟ­ღავ­ნებს; 2) სა­ა­კაშ­ვი­ლი დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბას ავ­ლენს, ივა­ნიშ­ვი­ლი კი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად გულ­ზ­ვი­ა­დია. გა­სა­გე­ბია, რომ სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხებს მო­ვა­შო­რეთ ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მაგ­რამ აქ ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­სურ­ვე­ლი ტერ­მი­ნე­ბი და იდი­ო­მე­ბი. არც იმის კო­მენ­ტი­რე­ბა არის სა­ჭი­რო, ვი­სი მომ­ხ­რე რო­მელ პა­სუხს აირ­ჩევს. მთა­ვა­რი ის არის, რომ ასე­თი პა­სუ­ხე­ბი არა­ნა­ი­რად არ არის რე­ლე­ვან­ტუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რი არ­ჩე­ვა­ნის­თ­ვის. ამი­ტო­მაც იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბი შე­ვუ­ერ­თ­დე იმ მცი­რე ჯგუფს, რო­მელ­ში შე­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ზე­მოთ მოყ­ვა­ნილ ორ გან­ცხა­დე­ბას შო­რის არ­სე­ბით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას ვერ ხე­და­ვენ და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ის მი­აჩ­ნი­ათ, რომ ორი­ვე პერ­სო­ნა­ჟის პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ნულს ქვე­მოთ ჩა­მოს­რი­ალ­და.

ორი­ვე ხმა­ში ჩვე­ნი ბედ­კ­რუ­ლი სამ­შობ­ლო­სათ­ვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ბა­მი­სი ეპო­ქა, ნე­ტა­რი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი ის­მის. შეგ­ვიძ­ლია აკა­დე­მი­უ­რა­დაც გან­ვი­ხი­ლოთ და და­ვაკ­ვირ­დეთ, ერ­თ­სა და იმა­ვე შე­დე­გამ­დე რო­გორ მი­ვი­და ეს ორი ერ­თურ­თი­სა­გან ეგ­ზომ შორს მყო­ფი პი­როვ­ნე­ბა. ოღონდ ეს აკა­დე­მი­უ­რი მსჯე­ლო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თ­გ­ვა­რი დახ­ვე­წი­ლო­ბი­სა და გამ­ჭ­რი­ა­ხო­ბის გა­მო­ჩე­ნას მპირ­დე­ბა, სრუ­ლი­ად უსარ­გებ­ლოა. სუ­ლელ მიმ­დევ­რებს ზედ ემა­ტე­ბა უგა­ნა­ჩე­ნო ლი­დე­რი - რა დროს დახ­ვე­წი­ლო­ბა და გამ­ჭ­რი­ა­ხო­ბაა?

დი­ახ, ამას უკ­ვე კარ­გა ხა­ნია მი­ვეჩ­ვი­ეთ, რომ მომ­ხ­რე­თა შო­რის ყვე­ლა­ზე დიდ­სა და ად­ვილ წარ­მა­ტე­ბას ყო­ველ­თ­ვის თაღ­ლი­თი მედ­რო­ვე­ნი აღ­წე­ვენ, ხო­ლო მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მე­ტად უნა­მუ­სო თავ­ხე­დე­ბი ჩა­ნან. იმა­საც მი­ვეჩ­ვი­ეთ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ამ­ჩ­ნე­ვენ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ და არა რო­მე­ლი­ღაც გა­მო­გო­ნილ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი და წარ­მო­უდ­გე­ნელ კი­ლო­ზე მო­სა­უბ­რე პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი რეს­ტო­რან­ში გვა­რი­ა­ნი ვახ­შ­მის შემ­დეგ სულ რა­ღაც ას ლა­რად აკითხა­ვენ სა­როს­კი­პოს, მაგ­რამ ის და­კე­ტი­ლი ხვდე­ბათ წმ. ფა­ლო­ფო­რე სკა­ტო­ლო­გო­სის ხსე­ნე­ბის დღის გა­მო. დროა კი­დევ ერთ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ზეც ვი­ფიქ­როთ: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­კარ­გ­ვა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა ერ­თ­ნა­ი­რად იწ­ვევს გო­ნებ­რი­ვი და ემო­ცი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბის დარ­ღ­ვე­ვას. ჩვენ ის ქვე­ყა­ნა ვართ, სა­დაც ლორ­დი ჯონ დალ­ბერგ-აქ­ტო­ნი და გა­იძ­ვე­რა მა­ფი­ო­ზი ჯუ­ლიო ან­დ­რე­ო­ტი ერ­თ­ნა­ი­რად პო­უ­ლო­ბენ თა­ვი­ან­თი ენა­მახ­ვი­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბას.

რო­გორც ვხე­დავთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯი აქაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია, მაგ­რამ ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? თუ სა­ხე­ლე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მრწამ­სე­ბის აღ­ნიშ­ვ­ნი­სა­გან თავს შე­ვი­კა­ვებთ, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ერთ ად­გილს ვტკეპ­ნით. პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცია: ოდეს­ღაც თა­ვი­სი ნა­კე­ლით ანო­ყი­ე­რებ­და დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ ქუ­ჩას, ახ­ლა ეკ­რან­ზე პე­რი­ო­დუ­ლად მო­ელ­ვა­რე ბრტყელ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას მის­ჩე­რე­ბია მო­ელ­ვა­რე მზე­რით. მმარ­თ­ვე­ლი გუნ­დი: ოდეს­ღაც ფრთხი­ლად და ზო­ზი­ნით მიჰ­ყავ­და წინ ხან სა­შო­ბაო ინ­და­უ­რე­ბით, ხა­ნაც სა­აღ­დ­გო­მო ეპის­ტო­ლე­ე­ბით დაბ­რ­კო­ლე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი, ახ­ლა კი ასე­ვე უნი­ა­თოდ და ზარ­მა­ცად ან­გ­რევს რის ვა­ი­ვაგ­ლა­ხით მო­პო­ვე­ბულს. სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რა­მი­დის წვე­რი უკ­რა­ი­ნა­ში მი­ნის­ტ­რად და­ნიშ­ნულ კვი­ტაშ­ვილს ლან­ძღავს, პი­რა­მი­დის ფუ­ძე კი ვი­ღაც მო­ბე­რე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის ჩახ­ვე­ულ ტრა­ექ­ტო­რი­ებს ადევ­ნებს თვალს. და რო­გორც ყო­ვე­ლი­ვეს აპო­თე­ო­ზი, ამ ფონ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ხან უკ­რა­ი­ნას ჰპირ­დე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას, ხა­ნაც იკ­ვეხ­ნის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უფ­რო დი­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა აღე­ნიშ­ნე­ბა ვიდ­რე თვით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს.

მო­დი და ნუ აღ­შ­ფოთ­დე­ბი იმა­ზე, რომ შეძ­ლე­ბუ­ლი და ამ შეძ­ლე­ბუ­ლე­ბა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად უსუ­სუ­რი ხალ­ხი ვი­ღაც ლეფ­სის თუ ლეპ­სის კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თებ­ზე ხარ­ჯავს თან­ხას, რომ­ლი­თაც ზე­დი­ზედ სამ რე­ვო­ლუ­ცი­ას მო­აწყობ­და - თუ უკ­ვე კარ­ს­მომ­დ­გა­რი 2015 წლის სე­ზონ­თა მიმ­დევ­რო­ბა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სა­ხე­ლე­ბიც აქ­ვე შე­იძ­ლე­ბა შე­ვურ­ჩი­ოთ: ენ­ძე­ლე­ბის, ყა­ყა­ჩო­ე­ბი­სა და ქრი­ზან­ტე­მე­ბის. ეჰ, ფუ­ლი მო­ი­ძებ­ნა ამ ღვთივ­და­ცულ ერ­ში, ხალ­ხი კი არ ჩანს.

ნოდარ ლადარია
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი