ნიონში ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ფლეი ოფი დაანონსდა
15 დეკემბერი, 2014
1249
print

გიგა გურასაშვილი

ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი გუნდები არ არსებობენ. მით უმეტეს არ არსებობენ ჯგუფურ ეტაპზე გამოხშირვის შემდეგ და ამის დასტურად უეფას შტაბბინაში დღეს ჩატარებულ კენჭისყრის შედეგებს მოვიშველიებთ.

შვეიცარიის ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გამართა და რამდენიმე საინტერესო წყვილიც შედგა.

უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მერვედფინალური კენჭისყრის შემდეგ გამოვლინდნენ ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალისტთა წყვილებიც.

ორივე შემთხვევაში, თებერვლიდან ბევრი საინტერესო დაპირისპირებაა დაანონსებული.

გზა ბერლინისკენ

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრამდე წინასწარ იყო ცნობილი, რომ ფლეი ოფში ჯგუფის გამარჯვებულთა გზები არ გადაიკვეთებოდა და არც მათი, რომლებსაც ჯგუფში ერთმანეთში მოუწიათ ურთიერთობის გარკვევა. ასევე ცნობილი იყო, რომ ერთმანეთის წინაშე არ წარსდგებოდნენ ერთი ქვეყნის ეროვნულ ფედერაცითა თუ ასოციაციათა წარმომადგენლები.

აქვე განვმარტოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრამდე გუნდები ორ კალათში ჯგუფის გამარჯვებულებად და მეორეადგილოსნებად იყვნენ გადანაწილებულნი.

ჯგუფის გამარჯვებულები: ”ატლეტიკო” (ესპანეთი), ”რეალი” (ესპანეთი), ”მონაკო” (საფრანგეთი), ”ბორუსია” (გერმანია), ”ბაიერნი” (გერმანია), ”ბარსელონა” (ესპანეთი), ”ჩელსი” (ინგლისი), ”პორტუ” (პორტუგალია).

მეორეადგილოსნები: ”იუვენტუსი” (იტალია), ”ბაზელი” (შვეიცარია), ”ბაიერი” (გერმანია), ”არსენალი” (ინგლისი), ”მანჩესტერ სიტი” (ინგლისი), პსჟ (საფრანგეთი), ”შალკე-04” (გერმანია), შახტარი” (უკრაინა).

მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასული გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

17 თებერვალი & 11 მარტი

პსჟ (საფრანგეთი) - "ჩელსი" (ინგლისი)

"შახტარი" (უკრაინა) - "ბაიერნი" (გერმანია)

18 თებერვალი & 10 მარტი

"შალკე" (გერმანია) - "რეალი" (ესპანეთი)

"ბაზელი" (შვეიცარია) - "პორტუ" (პორტუგალია)

24 თებერვალი & 18 მარტი

"მანჩესტერ სიტი" (ინგლისი) - "ბარსელონა" (ესპანეთი)

"იუვენტუსი" (იტალია) - "ბორუსია" (გერმანია)

25 თებერვალი & 17 მარტი

"ბაიერი" (გერმანია) - "ატლეტიკო" (ესპანეთი)

"არსენალი" (ინგლისი) - "მონაკო" (საფრანგეთი)

ჩემპიონთა ლიგის ფინალს ბერლინის ”ოლიმპიაშტადიონი” 6 ივნისს უმასპინძლებს.

გზა ვარშავისკენ

კენჭისყრის იგივე წესები მოქმედებდა ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში წყვილთა გამოვლენისასაც. ეგაა, აქ თავიდანვე იყო გარკვეული, რომ პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ერთმანეთს აცდებოდნენ უკრაინული და რუსული გუნდები.

ერთი სიტყვით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევროპის ლიგის 32 განთესილი თუ განუთესავი გუნდი ორ კალათში გადაანაწილა. მათ შორისაა ის რვა გუნდიც, რომლებიც ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ.

ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალის წყვილები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

იანგ ბოისი (შვეიცარია) - ევერტონი (ინგლისი)
ტორინო (იტალია) - ბილბაო (ესპანეთი)
სევილია (ესპანეთი) - გლადბახი (გერმანია)
ვოლფსბურგი (გერმანია) - სპორტინგი (პორტუგალია)
აიაქსი (ჰოლანდია) - ლეგია (პოლონეთი)
ოლბორგი (დანია) - ბრიუგე (ბელგია)
ანდერლეხტი (ბელგია) - დინამო მ. (რუსეთი)
დნიპრო (უკრაინა) - ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
ტრაბზონი (თურქეთი) - ნაპოლი (იტალია)
გენგამი (საფრანგეთი) - დინამო კ. (უკრაინა)
ვილიარეალი (ესპანეთი) - ზალცბურგი (ავსტრია)
რომა (იტალია) - ფეიენოორდი (ჰოლანდია)
ეინდჰოვენი (ჰოლანდია) - ზენიტი (რუსეთი)
ლივერპული (ინგლისი) - ბეშიქთაში (თურქეთი)
ტოტენჰემი (ინგლისი) - ფიორენტინა (იტალია)
სელტიკი (შოტლანდია) - ინტერი (იტალია) 

შენიშვნა: წყვილებში პირველი გუნდები საშინაო მატჩებს 19 თებერვალს ჩაატარებენ, ხოლო საპასუხო შეხვედრები კი 26 თებერვალს გაიმართება.

ევროპის ლიგის ფინალს ვარშავის ”ეროვნული სტადიონი” 27 მაისს უმასპინძლებს.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი