ქეცბაიამ წლის საუკეთესო გუნდი დააკომპლექტა
16 დეკემბერი, 2014
2010
print

უეფას ტრადიციულ გამოკითხვაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, 2013-2014 წლების სეზონის საუკეთესო გუნდი დააკომპლექტა.
მეკარე - მანუელ ნოიერი
ნოიერი ძალიან სტაბილური მეკარეა კლუბშიც კარგად ასპარეზობს და მსოფლიო ჩემპიონატზე გამართულ 7 შემხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა, თანაც გერმანელი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ეს ყველაფერზე მეტყველებს. 
მცველები - დავიდ ალაბა, მატს ჰუმელსი, ვენსან კომპანი, ფილიპ ლამი
დავიდ ალაბა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი ფეხბურთელია. წლეულს მან "ბაიერნში" თავი კარგად წარმოაჩინა, რაც ადვილი ნადმვილად არაა და ეს დასაფასებელია.
მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" არც თუ ისე წარმატებული პერიოდი უდგას, მატს ჰუმელსი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გოლები პორტუგალიისა და საფრანგეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ბელგია ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრებია, რაშიც კომპანის დამსახურება საკმაოდ დიდია. ამასთანავე ვინსენტმა "სიტისთან" ერთად ლიგის თასი და პრემიერლიგა მოიგო.
"ბაიერნის" მრავალფეროვანი და გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთსო ფეხბურთელი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე. 2014 წელი მართლაც საუკეთესო იყო მისთვის სანაკრებო კარიერის დასასრულებლად.
ნახევარმცველები - ტონი კროოსი, პოლ პოგბა, არიენ რობენი
მსოფლიო ჩემპიონატზე გაბრწყინების შემდეგ, კროოსმა მადრიდის "რეალშიც" დაიმკვიდრა თავი. მას შესანიშნავი ტექნიკა აქვს, განსაკუთრებით კი, შორეულ დარტყმებსა და პასებში. იგი ტიპიური ცივსისხლიანი ფეხბურთელია.
პოლ პოგბა ჩემს გუნდში ყველაზე ახალგაზრდაა, მან ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისას მიიქცია. მისი პოტენციალის დანახვა თქვენც შეგიძლიათ.
გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ურთულეს ჯგუფში ჰოლანდიელთა ნაჩვენებმა ბრიწყინვალე შედეგმა ყველა გააოცა. ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი, სწორედ არიენ რობენია. იგი შესანიშნავი დრიბლიორია და ამასთანავე ლიდერის თვისებებითაც გამოირჩევა.
თავდამსხმელები - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ
თანამედროვე ფეხბურთი უამრავი ვარსკვლავითაა შემკული, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კი, მათ შორის ღირსეული ადგილი უკავია. როდესაც ის მოედანზეა უნდა ელოდო გოლს ნებისმიერი პოზიციიდან.
ლიონელ მესისაც და კრიშტიანუ რონალდუსაც მსოფლიო მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ, რაც ძალიან ბევრს რამეზე მეტყველებს. ისინი გახდნენ ნამდვილი ლიდერები, რადგანაც თითქმის ყველა თამაშში გოლს იტანენ. ჩემი აზრით, მათი განსაკუთრებული დაპირსპირება კიდევ უფრო ბრწყინვალეს ხდის ორივეს.
მომზადებულია UEFA.COM-ის მიხედვით

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი