”რეალს” მორიგ ტიტულამდე ნაბიჯი აშორებს
17 დეკემბერი, 2014
1203
print

აკაკი ურუშაძე

მაროკოში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის ”რეალმა” მექსიკური ”კრუს ასული” გაანადგურა და ყველა ტურნირში ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობა ოცდაერთამდე გაზარდა.

კარლო ანჩელოტიმ მოედანზე უძლიერესი შემადგენლობა გამოიყვანა. მოლოდინისამებრ შეხვედრა მადრიდელთა შეტევებით დაიწყო. პირველი გოლი 15-ე წუთზე გავიდა. ტონი კროოსმა ზუსტად ჩააწოდა სერხიო რამოსს და ჩემპიონთა ლიგის ბოლო ფინალის გმირმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ”რეალის” მეორე გოლში მონაწილეობა კიდევ ერთმა მცველმა დანი კარვახალმა მიიღო, რომლის პასმაც 36-ე წუთზე ბენზემას ანგარიში ორამდე გააზარდევინა. მექსიკელებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ ანგარიშში სხაობის შემცირება, მაგრამ ტორადოს მიერ შესრულებული პენალტი იკერ კასილიასმა მოიგერია.

მეორე ტაიმში ”სამეფო კლუბმა” ტემპს მოუმატა და კიდევ ორჯერ აიღო მეტოქის კარი. ორივე გატანილ გოლში აქტიური მონაწილეობა კრიშტიანუ რონალდუმ მიიღო. 50-ე წუთზე მის მიერ ჩაწოდებული ბურთს გარეთ ბეილიმ თავი დაუხვედრა და ანგარიში 3:0 გახადა. პორტუგალიელმა ზუსტი პასით ისკოსაც გაატანინა - ბურთი მექსიკელთა მეკარე ხოსე კორონას კარის დაბალ კუთხეში შეაგდო და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

”მოცემულ ეტაპზე ჩვენ ბრწყინვალედ ვთამაშობთ. ვიგებთ ყველაფერს, ახლა კი ფინალისთვის მოვემზადებით”, - განაცხადა თამაშის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ, რომლის გუნდიც მზად არის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონის ტიტული ”ბაიერნს” ჩამოართვას.

”რეალი” ამ ტურნირში მეორედ მონაწილეობს (2000 წელს მეოთხე ადგილი დაიკავეს). მადრიდელებს ამ ტურნირის წინამორბედი საკონტინენტთაშორისო თასი სამჯერ აქვთ მოგებული.

ფინალში ”რეალი”  არგენტინულ ”სან ლორენცოსა” და ახალზელანდიურ ”ოკლენდს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი