საქართველო ფიფას რეიტინგში უმწვრთნელოდ დაწინაურდა
18 დეკემბერი, 2014
1439
print

გიგა გურასაშვილი

უმწვრთნელო და უთამაშებელი საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში საფეხურით დაწინაურდა.

თუ აქამდე საქართველოს უმთავრესი გუნდი 239 ქულით მისთვის ყველაზე ცუდ 126-ე ადგილზე იყო, დღეს ის ამდენივე ქულით 125-ე საფეხურზეა.

საინტერესოა ისიც, რომ დღემდე ყველაზე ცუდი შედეგი 124-ე ადგილი იყო, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა არგენტინელი სპეციალისტის ექტორ რაულ კუპერის ხელში 2009 წელს მიაღწია.

და კიდევ, როდესაც თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრები ჩაიბარა, გუნდი 124-ე ადგილზე იყო. მართალია, ერთი ხანობა გუნდი 56-ე საფეხურამდე დააწინაურა (2011 წელს), მაგრამ  საქართველოს ნაკრებში სამწვრთნელო კარიერა მაინც ანტირეკორდით დაასრულა.

რეიტინგის მოწინავე საფეხურს კი ევრო-2016-ის შესარჩევში საქართველოს მეტოქე გერმანია უდგას. მეორეზე არგენტინაა, ხოლო მესამეზე კოლუმბია. და საერთოდ, მოწინავე ოცეულს ცვლილებები არ შეხებია.

სხვათა შორის, 1993 წლის შემდეგ პირველადაა, რომ გერმანიის ნაკრები სეზონს პირველ საფეხურზე ასრულებს. ამავე მონაცემებით, გერმანიას 2014 წლის გუნდის წოდებაში მოცილე არ ჰყავს. გარდა ამისა, ”წლის ყველაზე დიდი ნახტომისთვის” (Best Mover of the Year) განკუთვნილი ჯილდოც მათ საკუთრებაში აღმოჩნდება. ფაქტია, 407 სარეიტინგო ქულა არცერთ გუნდს არ გამოუმუშავებია.

ამავე მაჩვენებლით მეორე საუკეთესო შედეგი აქვს სლოვაკეთს, რომელმაც 334 ქულა გამოიმუშავა და ბელგიას, რომელმაც მესამე ადგილისთვის 319 ქულას მოუყარა თავი.

კონფედერაციების მიხედვით ევროპაში საუკეთესოა  გერმანია (ევროპა, უეფა), მეორეა არგენტინა (სამხრეთ ამერიკა, კომნებოლი), მესამეა კოსტა რიკა (ჩრდილოეთი და ცენტრალური ამერიკა და კარიბეთი, კონკაკაფი), მეოთხე შედეგი აქვს ალჟირს (აფრიკა, კაფ), მეხუთე აღმოჩნდა ირანი (აზია, აფკ), ხოლო მეექვსეზეა ახალი ზელანდია (ოკეანეთი, ოფკ).

ფიფა/კოკა კოლას რეიტინგი:

1 (1). გერმანია – 1725

2 (2). არგენტინა – 1538

3 (3). კოლუმბია – 1450

4 (4). ბელგია – 1417

5 (5). ჰოლანდია – 1373

6 (6). ბრაზილია – 1316

7 (7). პორტუგალია – 1160

7 (8). საფრანგეთი – 1160

9 (9). ესპანეთი – 1142

10 (10). ურუგვაი – 1135

11 (11). იტალია – 1103

12 (12). შვეიცარია – 1091

13 (13). ინგლისი – 1032

14 (14). ჩილე – 1022

15 (15). რუმინეთი – 1014

16 (16). კოსტა-რიკა – 995

17 (17). ჩეხეთი – 987

18 (18). ალჟირი – 948

19 (19). ხორვატია – 946

20 (20). მექსიკა – 913

ევრო-2016-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გერმანიის გარდა, რომელის ცხრილს უდგას სათავეში, ოცეულს მიღმა არიან:

...36 (36). შოტლანდია – 729

41 (40). პოლონეთი - 680

64 (61). ირლანდია – 519

125 (126). საქართველო – 239

P.S. ფიფა/კოკა კოლას შემდეგი რეიტინგი 2015 წლის 8 იანვარს გამოქვეყნდება.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი