"მი ვ ტა­კიე შა­გა­ლი და­ლი"... თ.ტ.კ.-ს
19 დეკემბერი, 2014
1560
print

...-

  ლა­დო გო­გი­აშ­ვი­ლი 

11 წლის ვი­ყა­ვი, მა­მა­ჩემ­მა ბა­ბი­ნე­ბი­ა­ნი მაგ­ნი­ტო­ფო­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა რომ მა­ღირ­სა. ეს იყო პორ­ტა­ტუ­ლი ბა­ბი­ნე­ბი­ა­ნი მაგ­ნი­ტო­ფო­ნი Орбита 2. მო­ნო, რა­საკ­ვირ­ვე­ლია. მოკ­ლედ, დი­დი ხნის ოც­ნე­ბა ამიხ­და. ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მეძ­ლო... კი არ შე­მეძ­ლო, უკ­ვე ჩე­მი იყო! მხო­ლოდ მაგ­ნი­ტო­ფო­ნი ბევრს არა­ფერს ნიშ­ნავ­და. ის დროა, ბიტ­ლე­ბის შავ-თეთ­რი ფო­ტო­ე­ბი რომ იყი­დე­ბა არა­ლე­გა­ლუ­რად ფეხ­საც­მ­ლის მწენ­და­ვის ჯი­ხურ­ში. აი, მოს­მე­ნა კი არაა ად­ვი­ლი საქ­მე.

 ***

სერ­გო ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი, ჩემ­ხე­ლა ბი­ჭი იყო, ყვე­ლა მა­კუშ­კას ეძახ­და. დი­დი ძმა­კა­ცე­ბი ვი­ყა­ვით. პირ­ვე­ლად კი­ნო­ში, ანუ ქა­ლაქ­ში, მა­კუშ­კას­თან ერ­თად გა­მიშ­ვეს... ორი­ვე­ნი გაგ­ვიშ­ვეს, მე­ხუ­თე კლას­ში ვი­ყა­ვით. რუს­თა­ველ­ზე, მა­შინ­დელ კი­ნო "სპარ­ტაკ­ში" ვი­ყა­ვით. მე მგო­ნი, "ზო­როს" ვუც­ქი­რეთ.

ამ მა­კუშ­კას ყავ­და ბი­ძა, დე­დის ძმა გია, ჩვენ­ზე ბევ­რად უფ­რო­სი. არ ვი­ცი სა­ი­დან, მაგ­რამ გია ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­და და ჰქონ­და დის­კე­ბის უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია. რო­გო­რია?! - ვათ­ვა­ლი­ე­რებთ გი­ას ალ­ბო­მებს, სინ­გ­ლებს, არ გვიკ­რ­ძა­ლავს. მოს­მე­ნაც არაა პრობ­ლე­მა. იმ დრო­ის­თ­ვის სა­ოც­რე­ბა, AKAI-ს "პრა­იგ­რი­ვა­ტე­ლი" აქვს, სტე­რეო, HI FI სა­უნ­დით.

სერ­გოს ვე­უბ­ნე­ბი:

- ვთხო­ვოთ რა გი­ას, გა­დაგ­ვა­წე­რი­ნოს.

- გა­გიჟ­დი, რომ გაგ­ვეფხაჭ­ნოს, დაგ­ვერ­ხე­ვა, რა...

- და მოს­მე­ნი­სას რომ გავ­ფხაჭ­ნოთ...

- ეეეე... მი­დი და თხო­ვე, შენ უარს არ გეტყ­ვის, პრინ­ციპ­ში არც მე.

გი­ამ უარი არ გვითხ­რა კი არა­და, კითხ­ვა რად უნ­და, რაც გინ­დათ, გა­და­ი­წე­რეთ და გად­მო­ი­წე­რე­თო. გაფხაჭ­ნა არც კი უხ­სე­ნე­ბია.

და მა­შინ და­იწყო ყვე­ლა­ფე­რი. რა ყვე­ლა­ფე­რი - ჩე­მი და მუ­სი­კის მე­გობ­რო­ბა, როკ მუ­სი­კის. კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა ჩემ­და­უ­ნე­ბუ­რად ბევ­რად ად­რე შე­მო­იჭ­რა ჩემ­ში.

პირ­ვე­ლად იყო ბიტ­ლე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ გა­და­წე­რის პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბა წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რ­და. ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი არ მე­გუ­ლე­ბო­და. რამ­დენ­ჯერ მო­ვუს­მი­ნე, ვინ დათ­ვ­ლის... 76 ან 77 წე­ლი იქ­ნე­ბო­და.

მე­რე იყო ზე­პე­ლინ­გე­ბი, ფარ­ფ­ლე­ბი, ბლექ სა­ბა­ტი. ჩა­მოთ­ვ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია... ჰო, დორ­ზი არ გა­მომ­რ­ჩეს. გი­ას მოჰ­ქონ­და და მოჰ­ქონ­და ახალ-ახა­ლი დის­კე­ბი, ახ­ლა ვი­ნი­ლი რომ ჰქვია... მოკ­ლედ, სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, სე­რი­ო­ზუ­ლი კო­ლექ­ცია მქონ­და...

 ***

პირ­ველ კურ­ს­ზე, ერთ ჯგუფ­ში მოვ­ხ­ვ­დით მე და ვა­ტუ­ლი. და დავ­ძ­მა­კაც­დით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მუ­სი­კამ დაგ­ვაძ­მა­კა­ცა. ვა­ხოც მუ­სი­კის ფა­ნი იყო. თან, კარ­გა­დაც უკ­რავ­და. ჩვენ გე­მოვ­ნე­ბას ჩარ­ჩო­ე­ბი არ ჰქონ­და...

ან, სად იყო არ­ჩე­ვა­ნის ფუ­ფუ­ნე­ბა. რა­საც ვშო­უ­ლობ­დით, ისიც კაი ფუ­ლი გვიჯ­დე­ბო­და, და კაი წვა­ლე­ბა!

 ***

 მა­შინ­დე­ლი პე­კი­ნის კუთხე­ში იყო მა­ღა­ზია "მე­ლო­დია", დის­კე­ბი და აუდიო კა­სე­ტე­ბი იყი­დე­ბო­და. ძი­რი­თა­დად, იმ­დ­რო­ინ­დე­ლი სა­კავ­ში­რო გრამ­ჩამ­წე­რი სტუ­დია "მე­ლო­დი­ის" პრო­დუქ­ცია. ხან­და­ხან, გდრ-ის დის­კე­ბიც გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და.

მახ­სოვს, ჯა­ზის ძა­ლი­ან კარ­გი სე­რია მო­დი­ო­და გერ­მა­ნი­ი­დან. ამ სე­რი­ი­დან შე­მორ­ჩე­ნი­ლი ბე­სი და პორ­გი ახ­ლაც ჩემს არ­ქივ­ში უნ­და იდოს, წე­სით. მა­ღა­ზი­ის სექ­ცი­ო­ნე­რი იყო მა­ნა­ნა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვე­ნი და­ქა­ლი გახ­და!

სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კე­ბი დახ­ლ­ზე არას­დ­როს არა­ვის უნა­ხავს. ორ ცალს და­დებ­და ჩვენ რომ მი­ვი­დო­დით, იმა­საც ჩვენ­თ­ვის. ჩვენ ვი­ყიდ­დით და მორ­ჩა... ზოგ­ჯერ ჩვენ ვყი­დუ­ლობ­დით დახ­ლ­ს­ქ­ვე­ში­დან. მთა­ვა­რია, გზა გქვონ­და გაჭ­რი­ლი.

მი­დი­ო­და ფუ­ლის ჩა­ლი­ჩი - სტი­პენ­დია, ცო­ტა გა­და­ჟოჟ­კი­ლი, ცო­ტა ვა­ლე­ბი... ვი­ცო­დით, რომ ახა­ლი დის­კი იქ­ნე­ბო­და ამ დღეს და ხომ არ გავ­მა­ზავ­დით...

 ***

 ვა­ტუ­ლის Макаревич-ზე აბო­დებ­და, ასე ვთქვათ, ში­ნა­უ­რე­ბი­დან და აქ დი­დი სა­კა­მა­თოც არა­ფე­რი გვქონ­და. აი, და­ნარ­ჩე­ნი კი...ვხო­ცავ­დით ერ­თ­მა­ნეთს.

- კლეპ­ტო­ნი მა­მაა... რა შე­ყავს, შე­ჩე­მა.

- მა­მა არაა, მაგ­რამ მა­გა­რია.

- მა­მა, შე ჩე­მა!!!

- ბი ბი...

- რა ბი­ბი?! რა ბი­ბი?!

- "ქრიმს" მო­უს­მი­ნე, რა, ბლი­ად.

- ნუ, მა­გა­რია, რა... მა­რა, მა­მა არაა.

- ბი­ჭო, შიგ ხომ არ გაქვს?! ეგეც ლუ­ი­ზი­ა­ნა­ში კი არაა და­ბა­დე­ბუ­ლი, ან ჯორ­ჯი­ა­ში.

- პა­დუ­მა­ეშ...

- ხო­და, დუ­მაი, რა... რაც არ შე­გიძ­ლია, იმას რო­გორ იზამ!!!

- ეეეე...

- მი­დი რა, ფა­ი­ას მო­უს­მი­ნე, რაა თუ მუ­სი­კა გინ­და.

- რა ფაია, ჯერ კლეპ­ტო­ნია რიგ­ში.

- გა­მიტ­რა­კა რა ამ ერი­კა­თი.

ეს და­ვა იყო უსას­რუ­ლო, ყვე­ლა­ზე უფ­რო გი­ჟუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით -

აი, თი­თებს ვინ რო­გორ ხმა­რობს და ვის გი­ტა­რა­ზე ვი­სი სი­მე­ბი აქვს...

 ***

ამა­სო­ბა­ში შა­კო დაგ­ვი­მე­გობ­რ­და მუ­სი­კის პონ­ტ­ში, პა­რა­ლე­ლურ­ჯ­გუ­ფე­ლი იყო. ისიც ფა­ნი. შა­კო უდარ­ნი­კი იყო. მე - მუ­სი­კა­ზე ოთხი წლის იძუ­ლე­ბით სი­ა­რულ­მა არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ და­მი­ტო­ვა. მხო­ლოდ ოქ­ტა­ვებს და არ­პე­ჯი­ო­ებს ვუკ­რავ ახ­ლაც და თან არც ისე ური­გოდ. ეს ორი მაწ­ვე­ბა, რა­მე­ზე და­უ­კა­რიო.

- ვახ, გი­ჟე­ბი ხართ, ბლი­ად.

- კა­რო­ჩე, ბა­სი და­უ­კა­რი, რა...

- აფ­რენთ, ტო?! ბა­სი ვი­დუ­შია. მე სმე­ნა არ მაქვს, დაკ­ვ­რა არ ვი­ცი, გა­აჯ­ვით, რა...

- ტო, საქ­მეს აფუ­ჭებ, გა­მო­სირ­დი?! სა­ჭი­როა, რა... გას­წავ­ლით.

იქ­ვე, პე­კინ­ზე, კი­ნო "თა­ნამ­გ­ზავ­რის" უკან კორ­პუ­სებ­ში, ერ­თი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი ცხოვ­რობ­და და იმან სარ­და­ფი დაგ­ვით­მო. რა­ღაც დან­გ­რე­უ­ლი სო­ლო გი­ტა­რა და­ით­რია ვა­ტუ­ლიმ. აქ გა­მო­მად­გა ჩე­მი რა­დიო ინ­ჟი­ნე­რია - გი­ტა­რა გავ­მარ­თე. სქე­მა შე­ვა­კე­თე, უდარ­ნი­კი მხო­ლოდ ოც­ნე­ბებ­ში დაფ­რი­ნავ­და... მაგ­რამ, რა­ღაც და­სარ­ტყ­მე­ლე­ბი მა­ინც გავ­ჩი­თეთ, სადღაც გა­დაყ­რი­ლი თეფ­შე­ბიც კი ვი­პო­ვეთ. ვი­ღა­ცამ ძვე­ლი რა­ბო­ჩიც გვა­ჩუ­ქა, სახ­ლ­ში ად­გილს ვე­ღარ უძებ­ნი­და. მე მი­ხა­რია, ბა­სი არ გვაქვს... ესე­ნი დარ­ბი­ან ბა­სის პონ­ტის ასაგ­დე­ბად. და ერთ დღეს მარ­თ­ლა არ მო­ათ­რი­ეს ფენ­დე­რის რა­ღაც პა­ტენ­ტი... და­იწყო ჩე­მი წა­მე­ბა.

ასე თუ ისე, რა­ღაც კა­კა­ფო­ნია შედ­გა. და რა­ღაც დრო­ში ცო­ტა რა­ღაც დაგ­ვეტყო კი­დეც. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას გვეჩ­ვე­ნე­ბო­და, იმი­ტომ რომ გვინ­დო­და. ეს ამ­ბე­ბი გვაქვს და მა­ღა­ზია "ორ­ბი­ტა­ში" გა­ი­ჩი­თა ოქ­ტა­ვა­ნა­ხევ­რი­ა­ნი ბუ­რა­ტი­ნო, კრო­ნა­ზე მუ­შა­ობ­და. აი აქ კი მარ­თ­ლა ჩა­ვა­ტა­რე... ლორ­დის და მან­ზა­რე­კის გა­მო. ლა­მის ჰა­მონ­დათ ვაქ­ციე.

მე და კი­დევ ერ­თი მე­გო­ბა­რი გვყავ­და, თე­მო, იმა­საც ეს­მო­და ელექ­ტ­რო­ნი­კა...

ახ­ლა ამი­ხირ­დ­ნენ, კლა­ვი­შე­ბი უფ­რო მაგ­რად გა­მო­გი­ვა, ბასს სხვას ვი­პო­ვი­თო. ნუ, ცა­ლი ხე­ლის პარ­ტი­ას მა­ინც ხომ გა­ქა­ჩა­ვო.

 ***

ამა­ზე მახ­სენ­დე­ბა - ზვი­ადს ერ­თი გო­გო მო­ე­წო­ნა და ეკითხე­ბა:

- თქვენ ბეჭ­დ­ვა იცით, გე­ნაც­ვა­ლე?!

- არა... (დაბ­ნე­უ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან).

- რო­გორ, ცა­ლი თი­თი­თაც ვერ ახერ­ხებთ, გე­ნაც­ვა­ლე?

 ***

ამა­ზე სულ გა­და­ვი­რიე... მე მან­ზა­რეკ­ზე მა­ზან­ზა­რებს და ესე­ნი მე­უბ­ნე­ბი­ან... ეეეეე, არა ბრატ­ცი, მე რა­დიო ინ­ჟი­ნე­რი ვიქ­ნე­ბი, ხე­ლო­სა­ნი, პრო­დი­უ­სე­რი, მე­ნე­ჯე­რი, მუ­შა... მა­რა, არც ეგე­თი ნაგ­ლი ვარ. მან­ზა­რე­კი, ლორ­დი და... და­წე­რაც ტეხს...

 ***

მოკ­ლედ, ეს პრო­ექ­ტი ჩა­ი­შა­ლა სხვა ჩვე­ნის­თა­ნა შე­რე­კი­ლე­ბის ვერ­პოვ­ნის გა­მო, მაგ­რამ, ამ დროს კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დვი­ჟე­ნია მქონ­და -

ჰა­რი­სონ­მა ჩემ­თან მო­ი­ტა­ნა კრიშ­ნას ცნო­ბი­ე­რე­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. კრიშ­ნას მოყ­ვა ცო­ტა ბუ­დიზ­მი,

და ცო­ტა მე­ტი ტან­ტ­რა... სა­ო­ცა­რი დრო იყო, სა­ო­ცა­რი კა­შა იხარ­შე­ბო­და ჩემს თავ­ში... ამ დროს ქრის­ტი­ა­ნო­ბა­მაც და­მა­ინ­ტე­რე­სა.

მოკ­ლედ, რე­ლი­გი­ებ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი.

 ***

 თბი­ლი­სე­ლი მე­ლო­მა­ნე­ბი კვი­რა­ო­ბით დე­და­ე­ნის ბაღ­ში იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. ბევ­რ­ნი არ იყ­ვ­ნენ. სულ რამ­დე­ნი­მე სკა­მიც კმა­რო­და ჩვე­ნი ლო­ტე­ბის გა­საშ­ლე­ლად. გა­მოგ­ვ­ქონ­და გა­სა­ყი­დი ან გა­საც­ვ­ლე­ლი დის­კე­ბი. პრი­ვაზ­ნოი კონ­ტ­რა­ბან­და ძვი­რი იყო, 50 საბ­ჭო­თა მა­ნე­თი­დან იწყე­ბო­და. ალ­ბო­მე­ბი ხო სა­ერ­თოდ...

- ვო­ლი გაქვს?

- არა... მა­ი­ცა... ვო­ლი გაქვთ ვინ­მეს?

- მე მაქვს, სახ­ლ­ში.

- რამ­დენ­ში?

- ემია, ტო... კაი ნახ­მა­რია, სუფ­თა, ცა­რაპ­კა არა აქვს.

- ფა­სი უთხა­რი, რა... გე­ლო­დე­ბა.

- 60...

- 50...

ცო­ტა ყოყ­მა­ნი...

- მო­სუ­ლა...

- კლეპ­ტონს გა­მიც­ვ­ლი ბლეკ სა­ბატ­ში?

- სმატ­რია...

- რა სმატ­რია?

- სმატ­რია, რა ალ­ბო­მე­ბის გაც­ვ­ლას ფიქ­რობ, რა... და აქ იწყე­ბო­და უსას­რუ­ლო კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის დაწყო­ბა... ეგებ გაც­ვ­ლა გა­მო­სუ­ლი­ყო...

ზოგ­ჯერ, უფ­რო მარ­ტი­ვა­დაც ხდე­ბო­და - რო­ცა ხმა­მაღ­ლა ცხად­დე­ბო­და, ვის რი­სი გაც­ვ­ლა უნ­დო­და... მაგ­რამ, ამან დიდ ხანს არ გას­ტა­ნა. 1983-ში, ტრაქ­ტა­ტის 200 წლის იუბი­ლეს გა­მო, საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა შფო­თავ­და... დი­სი­დენ­ტე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით ეში­ნო­დათ ქუ­ჩა­ში ხალ­ხის შეკ­რე­ბის და პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, აგ­ვიკ­რ­ძა­ლეს შეკ­რე­ბა.

ალ­ტერ­ნა­ტი­ვად შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს დიღ­მის მა­სივ­ში, წიგ­ნის ფაბ­რი­კის ფოიე...

მე იქ არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ, არც ვი­ცი, სხვე­ბი და­დი­ოდ­ნენ თუ არა...

კი­დევ ის იყო სა­ო­ცა­რი, ამ სა­კავ­ში­რო "მე­ლო­დი­ამ" რომ გა­მოს­ცა კლეპ­ტო­ნის დის­კი... მე­რე დორ­ზი მო­ა­ყო­ლეს, ეს ორი­ვე ჩემს არ­ქივ­შია!

83-84 წე­ლი იქ­ნე­ბო­და, მარ­თ­ლა და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო - ვერ­სად მო­უს­მენ­დი

ვერც კლეპ­ტონს და დორზს მით უმე­ტეს - ვერც რა­დი­ო­ში და ვერც ტე­ლე­ვი­ზი­ით ნა­ხავ­დი...აი, ჟე­ნია მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის დი­დი ამა­გი იყო, რა­საც ქარ­თ­ვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­ხუ­ლობ­და, ლი­მი­ტი­რე­ბულს, მაგ­რამ მა­ინც...

ერ­თ­გ­ვა­რი ფორ­ტოჩ­კა იყო თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში.

მახ­სოვს, მან­ჰა­ტან ტრან­ს­ფე­რის ცნო­ბი­ლი 83 წლის კონ­ცერ­ტი 84-ის აღ­დ­გო­მის ღა­მეს გა­უშ­ვა საქ­ტე­ლე­ვი­ზი­ამ... (წე­ლი შე­იძ­ლე­ბა მეშ­ლე­ბო­დეს...)

 ***

 იმ ღა­მეს ჩვენ მცხე­თას წა­ვე­დით. სვე­ტიცხოვ­ლამ­დე მის­ვ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მე­რე ვი­თომ ჯვარ­ზე გვინ­დო­და ფე­ხით ას­ვ­ლა... მოგ­ვა­ნა­თეს პრო­ჟექ­ტო­რე­ბი და... და­იწყო მე­რე ტვი­ნის გა­რეცხ­ვის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი, მაგ­რამ უშე­დე­გო პრო­ცე­დუ­რე­ბი... რაც მე­ტად აფეთ­ქებ­დ­ნენ ტვინს, მით მე­ტად ვი­კი­დებ­დი...

 ***

 ჰო, "მე­ლო­დია"-მ "მა­ში­ნა ვრე­მე­ნის" დის­კი რომ გა­მო­უშ­ვა, აი მა­შინ და­მერ­ხა... ვა­ტუ­ლიმ მარ­თ­ლა გა­რე­კა, მა­ში­ნი­ზა­ცია და­იწყო. გან­სა­კუთ­რე­ბით, "ნო­ვი პა­ვა­როტ", და "მი ვ ტა­კიე შა­გა­ლი და­ლი"...

 ***

ალ­ბერ­ტას­თან ვა­კე­თებ­დით ზა­პი­სებს, რუს­თა­ველ­ზე, ერთ ეზო­ში, მე­წა­ღის გვერ­დით ჰქონ­და პა­ტა­რა ოთა­ხი. კარ­გი ზა­პი­სე­ბი ჰქონ­და. მა­ნამ­დე მხო­ლოდ მე-9 სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს პად­ზემ­კა­ში იყო ზა­პი­სის გა­კე­თე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა...

ალ­ბათ 83-ი იყო, ზა­ვი­ნუ­ლი და უეზა რე­პორ­ტ­ზე ვი­ჯე­ქით მთე­ლი ზაფხუ­ლი. და მო­ვი­და ზაპ­პა... და დარ­ჩა...

მე­რე ფა­ი­ას ეპო­ქა და­იწყო, ფაია და ში­კა­გო... პა­რა­ლე­ლუ­რად, პა­კო დე ლუ­სია, ალ დი მე­ო­ლა, მაკ­ლა­ფი­ნი... მაგ­რამ, მო­რის უაიტი და ფი­ლიპ ბე­ი­ლი ძა­ლი­ან ღრმად ჩა­ი­ბეჭ­და ჩემ­ში.

მა­შინ ვე­რას­დ­როს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ვერც კი ვი­ოც­ნე­ბებ­დი, რომ ბევ­რი წლის შემ­დეგ, ატ­ლან­ტიკ სი­ტი­ში, ფა­ი­ას 40 წლის იუბი­ლე­ზე, ცოცხ­ლად მო­ვის­მენ­დი! მარ­თა­ლია, მო­რის უაიტის გა­რე­შე, მაგ­რამ, ფი­ლიპ ბე­ი­ლი და რალფ ჯონ­სო­ნი... გუ­ლი მა­ინც დამ­წყ­და, მო­რის უაიტი რომ ვერ ვნა­ხე და მო­ვის­მი­ნე. სა­ა­თი და ორ­მო­ცი წუ­თი დარ­ბა­ზი არ დამ­ჯ­და­რა, იყო გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი ტა­ში და ცეკ­ვა.

 ***

ეჰ, ვერც მან­ჰა­ტან ტრან­ს­ფე­რის ცოცხ­ლად მოს­მე­ნა­ზე ვი­ოც­ნე­ბებ­დი 80-იანე­ბის საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მაგ­რამ, მი­ვუს­წა­რი... ბი ბი კინ­გის კლუბ­ში, მან­ჰა­ტან­ზე... ტიმ ჰა­უ­სე­რი ვილ­ჩე­ა­ში იყო, ახა­ლი ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი,

მაგ­რამ, შეს­რუ­ლე­ბა იყო...

სე­რი­ო­ზუ­ლი ხოც­ვა გვქონ­და - ფაია, თუ ში­კა­გო?! მარ­თ­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი. ში­კა­გო ბრწყინ­ვა­ლეა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია, მაგ­რამ, ფაია მა­ინც სულ სხვაა - გინ­და პო­პი ეძა­ხე, და­გინდ დის­კო. ის სპექ­ტაკ­ლი, რა­საც მო­რის უაიტი დგამ­და... და ის შეს­რუ­ლე­ბა... ნა­ხეთ 81-ის ტო­კი­ოს ლა­ი­ვი.

 ***

 მე მგო­ნი, არე­უ­ლად მოვ­ყე­ვი, მაგ­რამ იმ­დე­ნი რამ ხდე­ბო­და... ჰო, კი­დევ მცი­რე დო­ზით, მაგ­რამ ან­დერ­გ­რა­უნ­დიც ჩი­თავ­და თბი­ლის­ში... და­თო ჭი­ლაშ­ვი­ლი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ცხოვ­რობს ახ­ლა და ბლუზს უკ­რავს... კარგ ბლუზს უკ­რავს...

 ***

ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში კი, "ივე­რია", "75", კატ­რინ რი­ბე­ი­რო და რა ვი­ცი, გოს­კონ­ცერ­ტი მეტს არ იმე­ტებ­და...

აი, ხინ­კა­ლა­ქუ­დი­ა­ნი ბი ბი რო­გორ გა­ი­მე­ტეს თბი­ლი­სის ჯაზ ფეს­ტი­ვალ­ზე... ვინ ჩა­აწყო მოს­კოვ­ში. ჩვენ ვინც გვინ­დო­და, უბ­რა­ლოდ, მა­შინ ოც­ნე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ოდეს­მე თბი­ლის­ში იმ­ღე­რებ­დ­ნენ...

 ***

მე 86-ში იძუ­ლე­ბით აღ­მოვ­ჩ­ნ­დი საბ­ჭო­თა არ­მი­ის რი­გებ­ში. მუ­სი­კა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ძვრე­ბის ეპო­ქა იყო - რო­კის კვდო­მის და დის­კოს პო­პუ­ლა­რო­ბის. აი, პან­კი რა­ტომ ვერ შე­მო­ვი­და მოშ­ნად, ისე, მოშ­ნად არც არა­ფე­რი შე­მო­სუ­ლა და­სავ­ლუ­რი, ჯინ­სის გარ­და... და რა გა­საკ­ვი­რია, იმ ეპო­ქის სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის სრუ­ლი­ად უცხო, თა­ნაც ვი­ზუ­ა­ლუ­რად გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი... არა­და, ჰიპ­პის ეპო­ქამ კი მო­ი­ტა­ნა შლაქ­სი და ბულ­დო­გე­ბი, გრძე­ლი თმით...

აი, ასე...

მარ­თ­ლა ბევ­რი რა­მე ხდე­ბო­და... კულ­ტუ­რე­ბი და სუბ­კულ­ტუ­რე­ბი შე­მო­დი­ო­და, ძნე­ლად, მაგ­რამ მა­ინც შე­მო­დი­ო­და. მახ­სოვს, რო­გორ აკუ­რა­ტუ­ლად ვახ­ვევ­დი დის­კებს გა­ზეთ­ში, რო­გორ ვუფ­რ­თხილ­დე­ბო­დი.

ამ გა­წა­მა­წი­ა­ში, ვი­ყი­დე საბ­ჭო­თა კომ­ბა­ი­ნი, მა­შინ­დე­ლი სტან­დარ­ტით, ძა­ლი­ან კარ­გი ხა­რის­ხის, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი­სას ვერ შევ­წ­ვ­დი... ბა­ბი­ნე­ბი­ა­ნი მა­ი­აკ 001 კი ბა­ტო­ნო... ასე შევ­კა­რი მი­ნი სტუ­დია ზა­პი­სე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად. ვა­ტუ­ლის ჰქონ­და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის საბ­ჭო­უ­რი კა­სეტ­ნი­კი... მოკ­ლედ, ასე ავი­ცი­ლეთ "გრამ­ზა­პი­სის" ხარ­ჯე­ბი... ისე­დაც ძვი­რი გვიჯ­დე­ბო­და ცა­რი­ე­ლი SONY-ის და TDK-ს კა­სე­ტე­ბი. 500-მდე კა­სე­ტა მქონ­და აღ­წე­რი­ლი კა­ტა­ლოგ­ში და 300-ზე მე­ტი დის­კი.

 ***

ჰო, კი­დევ სახ­ლ­ში გვქონ­და კი­ნო­კა­მე­რა, 8 მი­ლი­მეტ­რი­ა­ნი. ისიც ჩე­მი გახ­და. სახ­ლ­ში ვი­პო­ვე გლებ პან­ფი­ლო­ვის წიგ­ნი დამ­წყე­ბი კი­ნო­მოყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის. და და­იწყო ახა­ლი სი­გი­ჟე... ფი­რი, პრა­ი­ავ­კა, რე­ზა­კი ვი­ყი­დე... სკლე­ი­კის, კადრ ზა კად­რომ, მი­ნი მა­გი­დაც. ბო­ლოს, დე­და­ჩე­მი იძ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ეყი­და პრო­ექ­ტო­რი "რუს 2"... ჩემს ოთახ­ში უამ­რა­ვი კი­ნო და ფო­ტო ფი­რი ეკი­და, უამ­რა­ვი ბა­ბი­ნა, უამ­რა­ვი კა­ბე­ლი...

"გე პე ი"-ს პრო­ექ­ტე­ბის გა­დამ­კი­დე, სა­ხა­ზა­ვი და­ფა თა­ვი­სი ატ­რი­ბუ­ტი­კით...

მაგ­ნი­ტო­ფო­ნე­ბი... კედ­ლებ­ზე ფეხ­ბურ­თის ფო­ტო­ე­ბი, უამ­რა­ვი წიგ­ნი, გა­დაშ­ლი­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი...

და ერთ კვი­რა სა­ღა­მოს, სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბულს, მთე­ლი ეს ბარ­და­კი მხვდე­ბა იდე­ა­ლურ წეს­რიგ­ში. მაგ­რამ, ვე­რა­ფერს ვპო­უ­ლობ. ოთა­ხი­დან ვყვი­რი:

- დე­და, ბა­ბი­ნე­ბი სად და­დე?

შე­მო­ვა, მაჩ­ვე­ნებს... სხვა რა­ღა­ცე­ებ­საც...

მე ვბურ­ტყუ­ნებ:

- აუ, ახ­ლა ამას რა და­ა­ლა­გებს თა­ვი­დან...

- და­ა­ლა­გებს კი არა, რა არევს, ვლა­დი­მერ! - და ასე, მი­ნი­მუმ ორ კვი­რა­ში ერ­თხელ...

ჩე­მი ჯა­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­სას, თით­ქ­მის აღა­რა­ფე­რი დამ­ხ­ვ­და... ჩემს ძმას და­ე­რი­გე­ბი­ნა. და დროც უკ­ვე სულ სხვა იყო. უწინ ვის აინ­ტე­რე­სებ­და და მა­შინ ეროვ­ნულ­მა მოძ­რა­ო­ბამ ხომ შე­შა­ლა ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი... "შავ­ლე­გო"-ს ეპო­ქა...

 ***

 მე კი ხში­რად მახ­სენ­დე­ბა: Мы в такие шагали дали, что не очень-то и дойдешь… - ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ზუს­ტად ჩვენ­ზეა და­წე­რი­ლი...

ჩემ­ზე, ვა­ტუ­ლი­ზე, შა­კო­ზე და კი­დევ არც ისე, მაგ­რამ მა­ინც ბევრ ჩვე­ნის­თა­ნა­ზე!

  

lika andiashvili
სხვა სიახლეები
19 სექტემბერი, 2016 არჩევნებზე, როგორც ზოოპარკში
16 სექტემბერი, 2016 ეს მართლა ჩვენ გვეხება!
16 აპრილი, 2016 აჩრდილი
11 თებერვალი, 2016 ”თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით!..”
01 თებერვალი, 2016 გიგი უგულავას ბლოგი
04 დეკემბერი, 2015 ელდარ რიაზანოვის უკანასკნელი დუბლი
25 სექტემბერი, 2015 “ღმერთმანი, რაღაც ჯოჯოხეთში მოვხვდი“
18 სექტემბერი, 2015 ”ქართული ოცნება” და გიგი უგულავა განაჩენის მოლოდინში
17 აგვისტო, 2015 როცა შეცდომებზე ვერ/არ სწავლობენ
12 აგვისტო, 2015 გიგი უგულავას ბლოგი