სს თელასი აცხადებს ღია კონკურსი №10-К-39 SAP სისტემის ТОРО (ტექნიკური მომსახურებისა და დანადგარების რემონტი) ფუნქციონალის რეალიზაციაზე შემუშავებული კონცეპტუალური დიზაინის საფუძველზე
29 დეკემბერი, 2014
1074
print

სს თელასი აცხადებს 

ღია კონკურსი №10-К-39 SAP სისტემის ТОРО (ტექნიკური მომსახურებისა და დანადგარების რემონტი) ფუნქციონალის რეალიზაციაზე შემუშავებული კონცეპტუალური დიზაინის საფუძველზე 

  1. ღია კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, შემოთავაზებული მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
  2. დოკუმენტაცია ქართულ ან რუსულ ენებზე პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე, სამუშაო საათებში 2015 წლის 27 იანვრის 10:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ვანის ქ. 3, სს ,,თელასის” სათაო ოფისი, საკონკურსო პროცედურების ორგანიზების სამსახური. ასევე კონკურენტული პროცედურის დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შეიძლება სს “თელასის“ ოფიციალური საიტიდან www.telasi.ge. - განყოფილება - „შესყიდვები”, ქვეგანყოფილება – „განცხადებები“  შესაბამისი, აუცილებელი რეგისტრაციის  გავლის შემდეგ.
  3. დეტალური ინფორმაცია შესასყიდი ობიექტის შესახებ მოცემულია დოკუმენტაციაში.
  4. ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და წინადადებები დედნების სახით უნდა წარმოადგინონ ქართულ და რუსულ ენაზე, ერთი დახურული კონვერტით, თანდართული წერილით 2015 წლის  27 იანვრის 10:00 სთ-დან 13:00 საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ვანის ქ. 3, საქმის წარმოების განყოფილება. შემოთავაზება უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული პრეტენდენტი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ.
  5. ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენა დაუშვებელია.
  6. საკვალიფიკაციო მონაცემების დეტალური ჩამონათვალი, ტექნიკური მოთხოვნები და ყველა სხვა პირობა მითითებულია დოკუმენტაციაში.
  7. დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 2015 წლის  27 იანვრის 15:00 აათზე მონაწილეებს, სურვილის შემთხევაში, ეძლევათ შესაძლებლობა დაესწრონ კომისიის სხდომას.

დამატებითი ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ნომრებზე და ელ. მისამართზე: +995(32)2779999 (შიდა 7759; 7524) procurment@telasi.ge

 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 ს.ს. „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს აუქციონს მის ბალანსზე რიცხული ტექნიკის გაყიდვის მიზნით
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
29 მარტი, 2016 საქართველოს კათოლიკური კავშირის "გულმოწყალე იესო"-ს განცხადება
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
16 ნოემბერი, 2015 სს "ბაკალეა"
11 ნოემბერი, 2015 Invitation to Participate in the Sales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
16 ივლისი, 2015 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის სატენდერო განცხადება ქ. ფოთი 15 ივლისი, 2015 წ.