13 წელი ეროვნულ ნაკრებში
29 დეკემბერი, 2014
1123
print

ბორჯღალოსნებს  გაისად ახალი კაპიტანი ეყოლებათ. 33 წლის ირაკლი მაჩხანელი ეროვნულ ნაკრებში თამაშს თავს ანებებს. ამის შესახებ მან დღეს, 29 დეკემბერს ”რადისონში” გამართულ საქართველოს რაგბის კავშირის 2014 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა

ნებისმიერი გუნდი მუდმივად ახლდება და კარიერის დასრულებაც გარდაუვალი პროცესია.

მოთამაშეზე უკეთაც ვერავინ გრძნობს, თუ როდის უნდა გაეცალოს დიდ ასპარეზს.

ასე რომ, მადლობის მეტი რა გვეთქმის ჩვენი ირაკლისთვის, რომელიც 13 წელი ერთგულად ემსახურა საქართველოს ნაკრებს. ბორჯღალოსნებთან ერთად გაიზარდა და ყველა მათ წარმატებაში ლომის წილი დაიდო.

მაჩხანელი სამი მსოფლიო თასის მონაწილე და ერთა თასის 6-გზის მფლობელია. ნაკრებში 73-ჯერ უთამაშია, რვაჯერ უძლევია რუსეთი და ექვსჯერაც - რუმინეთი და პორტუგალია.

ირაკლი, მამუკა გორგოძის მხარდამხარ, 24 ლელოთი ლიდერობს ნაკრების სტატისტიკას, ბოლო ორი წელი კი კაპიტანიც იყო და გუნდს ბრძოლაში 13-ჯერ გაუძღვა.

მაჩხანელი რაგბიდან არსად მიდის - იგი რჩება ქართული რაგბის ვეებერთელა ოჯახში და თავის  წვლილს შეიტანს ქართული რაგბის განვითარებაში.

ირაკლი მაჩხანელი

დაიბადა 18/07 1981
გარემარბი (და შუამარბი)
187 სანტიმეტრი, 97 კილო
კლუბები: აკადემია, არმაზი, საფრანგეთი

ერთა თასის 6-გზის (2007/8 2009 2011 2012 2013 2014) მფლობელი
სამი (2003 2007 2011) მსოფლიო თასის მონაწილე: 9 თამაში, 1 ლელო
ბორჯღალოსანთა 24-ე კაპიტანი

მონაგარი

73 კეპი: 41 მოგება (8 რუსეთი; 6 პორტუგალია, რუმინეთი; 5 ესპანეთი; 3 უკრაინა; 2 გერმანია, კანადა, ჩეხეთი; 1 არგენტინა A, აშშ, ბელგია, ნამიბია, ურუგვაი, ჩილე, ჰოლანდია) - 29 წაგება * 3 ფრე
კაპიტნად 13 ტესტი: 9 - 3 * 1
24 ლელო: 5 რუსეთი; 3 გერმანია, უკრაინა; 2 ბრბ, ესპანეთი, პორტუგალია, რუმინეთი; 1 ბელგია, ნამიბია, ჩეხეთი, ჩილე, ჰოლანდია = 120 ქულა - 5სბ

rugby.ge

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
06 თებერვალი, 2015 გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი