საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მისთვის ყველაზე ცუდ ნიშნულს დაუბრუნდა
08 იანვარი, 2015
1240
print

გიგა გურასაშვილი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის შარშან დეკემბერში ფიფას რეიტინგში ერთ საფეხურიანი დაწინაურება დროებითი აღმოჩნდა. დღევანდელი მონაცემებით საქართველოს უმთავრესი გუნდი მისთვის ყველაზე ცუდ მაჩვენებელს 126-ე საფეხურს დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, როდესაც საქართველოს ნაკრები ჩაიბარა, გუნდი 124-ე ადგილზე იყო. მართალია,  მერე და მერე ნაკრები 56-ე საფეხურამდე დააწინაურა (2011 წელს), მაგრამ ნაკრებში სამწვრთნელო კარიერა მაინც ანტირეკორდით 126-ე ადგილით დაასრულა. ის ერთ ადგილიანი წინსვლა კი უმთავრეს გუნდს მაშინ შეეხო, როდესაც ქეცბაიამ ნაკრები დატოვა.

დღეს საქართველოს ნაკრებს კახა ცხადაძის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. აქვე აღვიშნოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და კახა ცხადაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში 1 იანვრიდან შევიდა და 1 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. საგულისხმოა ისიც, რომ ცხადაძე ნაკრებში მუშაობას ბაქოს "ინტერში” მუშაობის პარალელურად შეითავსებს. ასევე ცნობილია ისიც, რომ მოკლევადიანი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ საქართველოს ნაკრების (1991-1998) ყოფილ კაპიტანსა და სფფ-ს შორის გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდება, რომლის მიხედვითაც ცხადაძე უმთავრეს გუნდს 2017 წლის ბოლომდე გაუძღვება.

აღსანიშნავია ისიც, რომ უმთავრესი გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში  კახა ცხადაძის დებიუტი 23 მარტს მალტასთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგება, 29 მარტს კი ევრო-2016-ის შესარჩევს ჯგუფის ფავორიტ გერმანიასთან შეხვედრით გახსნის.

რეიტინგის მოწინავე საფეხურს კი ევრო-2016-ის შესარჩევში საქართველოს მეტოქე გერმანია უდგას. მეორეზე არგენტინაა, ხოლო მესამეზე კოლუმბია. და საერთოდ, მოწინავე ოცეულს ცვლილებები არ შეხებია.

ფიფა/კოკა კოლას რეიტინგი:

1 (1). გერმანია – 1725

2 (2). არგენტინა – 1538

3 (3). კოლუმბია – 1450

4 (4). ბელგია – 1417

5 (5). ჰოლანდია – 1374

6 (6). ბრაზილია – 1316

7 (7). პორტუგალია – 1160

7 (7). საფრანგეთი – 1160

9 (9). ესპანეთი – 1142

10 (10). ურუგვაი – 1135

11 (11). იტალია – 1103

12 (12). შვეიცარია – 1091

13 (13). ინგლისი – 1032

14 (14). ჩილე – 1016

15 (15). რუმინეთი – 1014

16 (16). კოსტა-რიკა – 995

17 (17). ჩეხეთი – 987

18 (18). ალჟირი – 948

19 (19). ხორვატია – 946

20 (20). მექსიკა – 913

ევრო-2016-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გერმანიის გარდა, რომელის ცხრილს უდგას სათავეში, ოცეულს მიღმა არიან:

...36 (36). შოტლანდია – 729

41 (41). პოლონეთი - 680

65 (64). ირლანდია – 519

126 (125). საქართველო – 239 

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
19 იანვარი, 2015 მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი