მესი VS რონალდუ, როგორც კვლევის საგანი
19 იანვარი, 2015
1515
print

გიგა გურასაშვილი 

სააგენტო Repucom-ს უყვარს გარკვეული ვარსკვლავური პარალელების გავლება. მისი უმთავრესი მოვალეობა კი სპორტული მარკეტინგის კვლევაა. მათაც, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს,  პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის საფეხბურთო მოედანს მიღმა არსებულ წარმატებათა ერთგვარი შედარებითი მოხსენება შეემუშავებინათ. იქამდე კი კომპანიის ანალიტიკოსებმა 15 ქვეყანაში სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარეს და შეიტყვეს თუ ვინ და როგორ იცნობს ფეხბურთის ვარსკვლავებს და რა დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ.

მაშ ასე, სოციოლოგიური კვლევის მონაცემები გვეუბნება, რომ...

- გამოკითხულთა 92 პროცენტმა იცის რონალდუ და მხოლოდ 87 პროცენტს სმენია მესიზე.

- გამოკითხულ მამაკაცთა 91 პროცენტმა იცის მესის შესახებ. ასეთივე მაჩვენებელი აქვს რონალდუს გამოკითხულ ქალთა შორის.

- გამოკითხულთა 92 პროცენტმა იცის რონალდუ და მხოლოდ 87 პროცენტს სმენია მესიზე.

- გამოკითხულ მამაკაცთა 91 პროცენტმა უწყის მესიზე, ამდენივე გამოკითხულმა ქალმა იცის რონალდუ.

- ლიონელ მესი უფრო პოპულარული მშობლიურ არგენტინაში და ესპანეთშია. ამ შემთხვევაში მესის მაჩვენებელი, შესაბამისად, 99 და 98 პროცენტს შეადგენს. ამასთან ორ ქვეყანაში არგენტინელს უფრო მეტი ადამიანი იცნობს, ვიდრე კრიშტიანუს - სამშობლოში და ჩინეთში, ლიონელი  გამოკითხულთა 89 პროცენტისთვისაა ნაცნობი, ხოლო რონალდუს მაჩვენებელი 84 პროცენტშია.

- პორტუგალიელს ცნობადობის მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს ესპანეთში (99 პროცენტი), ბრაზილიაში (98 პროცენტი) და მექსიკაში (96 პროცენტი). აქვე აღვნიშნოთ, რომ ამგვარი გამოკითხვა არ ჩაუტარებიათ მის მშობლიურ პორტუგალიაში.

- ფეხბურთის ვარსკვლავები ნაკლებად ცნობილები არიან ამერიკაში. აშშ-ში გამოკითხულთა მხოლოდ 30-მა პროცენტმა იცნო მესი და 40-მა პროცენტმა რონალდუ. არგენტინელსა და პორტუგალიელს ცნობადობის მხრივ უკეთესი მაჩვენებელი აქვთ ავსტრალიაში, სადაც მესის პოპულარობა 41, ხოლო რონალდუსი 61 პროცენტითაა განსაზღვრული.

- სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანთა შორის რონალდუს თანაბრად ცნობენ. აი, მესი კი მეტად პოპულარული 18-24 წლამდე ახალგაზრდებს შორისაა. აღნიშნულ ჯგუფში არგენტინელს 93 პროცენტი ცნობს. ასაკოვანთა (55 წელს ზემოთ) შორის ”ბარსას” თავდამსხმელზე გამოკითხულთა 81 პროცენტს სმენია.

მესისა და რონალდუს მიმართ დამოკიდებულებაზე

თუ რონალდუ ცნობადობის მხრივ მესიზე წინაა, არგენტინელი მისადმი ადამიანების დამოკიდებულებით უსწრებს პორტუგალიელს. ისინი, ვინც ლიონელს იცნობენ, მათ შორის 78 პროცენტს არგენტინელი ესიმპატიურება.

ამ მხრივ კრიშტიანუ 68-პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობს. მესის თავგადაკლულ თაყვანისმცემელთა შორისაც მეტი მაჩვენებელი აქვს - 26 პროცენტი, პორტუგალიელის 18-ის წინააღმდეგ.

კვლევის მიმდინარეობისას რესპოდენტებს ასევე თხოვდნენ ფეხბურთელთა გავლენის დონის შეფასებასაც. ამ შემთხვევაში ”რეალის” თავდამსხმელმა მესის მხოლოდ იმიჯით აჯობა.

მოდის კანონმდებლად რონალდუს 81 პროცენტი მიიჩნევს, ლიონელს - 80. სხვა დანარჩენი პუნქტებით უპირატესობა არგენტინელის მხარესაა - შთააგონებს 84 პროცენტს (რონალდუს 80-ის წინააღმდეგ), გავლენა აქვს 88 პროცენტზე (86-ის წინააღმდეგ), მას ენდობა 76 პროცენტი (68-ის წინააღმდეგ), მხარს უჭერს 86 პროცენტი (82-ის წინააღმდეგ).

საინტერესოა, რომ არგენტინელი უფრო დიდი მხარდამჭერით მისთვის ”უცხო” აუდიტორიაში სარგებლობს.  ის ნაკლებად პოპულარულია მათ შორის, ვინც 55 წელს ზევითაა, თუმცაღა სწორედ მათ შორის სარგებლობს ყველაზე დიდი - 80-პროცენტიანი მხარდაჭერით. რონალდუს მიმართ ლოიალობას ახალგაზრდების 70 პროცენტი იჩენს.

ამ მხრივ ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი აქვთ ორივეს 17 წლამდე მოზარდებს შორის - მესი 63 პროცენტი, რონალდუ 60.

მათი გამომუშავების წყარო

კვლევის ავტორები ფეხბურთის ვარსკვლავთა სარეკლამო ხელშეკრულებათა თემასაც შეეხნენ. ყველაზე ხშირად აგენტინელსა და პორტუგალიელს როგორც თავიანთ სახეს ერთმანეთში მოქიშპე მოწინავე ბრენდები მიმართავენ.

ასე მაგალითად, მესი ”ადიდასის” სახეა, რონალდუ კი ”ნაიკის”. არგენტინელი Turkish Airlines აპიარებს, პორტუგალიელი - თურქული ავიახაზების კონკურენტ ავიაკომპანია Emirates. მესი  FIFA და Head&Shoulders, რონალდუ — PES და Clear Shampoo-ს.

ერთადერთი Samsung და ვარსკვლავების ავტოგრაფებით დამშვენებული პროდუქტის მწარმოებელი კომპანია Collectabillia კვეთს მათ გზებს. 

არგენტინელი და პორტუგალიელი სარეკლამო ხელშეკრულებებით დაახლოებით თანაბრად გამოიმუშავებენ,  მაგრამ რონალდუს აქ ცოტა უპირატესობა აქვს მესიზე. არგენტინელი მოედნის მიღმა წელიწადში 21,25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, პორტუგალიელი კი 22,5 მილიონს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მათი დუელი საფეხბურთო მოედნის მიღმაც მიმდინარეობს, მაგრამ აქაც ფაქტობრივად თანაბრად გამოიყურებიან. ერთი ერთშია ძლიერი, მეორე - მეორეში.

წმინდა სპორტული თვალსაზრისით კი 2014 წელი კრიშტიანუ რონალდუსი აღმოჩნდა, რომელმაც ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. დეკემბრის ბოლოს კი გავლენიანი ბრიტანული გამოცემის World Soccer-ის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, წლეულს 12 იანვარს კი ”ოქროს ბურთიც” დაისაკუთრა.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
23 თებერვალი, 2015 ”გმირებს დიდება”- ამ წარწერით თამაში კიევის ”დინამოს” აუკრძალეს
19 თებერვალი, 2015 კარლო ანჩელოტი: ”სწორ გზას ვუბრუნდებით”
18 თებერვალი, 2015 ხოსეპ გვარდიოლა: ”მიუნხენში უნდა მოვიგოთ”
18 თებერვალი, 2015 ლორან ბლანი: ”ერთი მომენტი ვერ გავითვალისწინეთ”
17 თებერვალი, 2015 ”ბარსელონა” ტელეტრანსლაციებიდან 140 მილიონ ევროს მიიღებს
09 თებერვალი, 2015 სფფ-ის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დაამტკიცა
05 თებერვალი, 2015 21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს
05 თებერვალი, 2015 ნიონში ესპანეთი გვარგუნეს
02 თებერვალი, 2015 ანხელ დი მარიას გაძარცვა დაუპირეს
13 იანვარი, 2015 17-წლამდელები ელიტრაუნდისთვის მზადებას მინსკის ტურნირით იწყებენ