გერმანიასთან ბორჯღალოსნებს სუთიაშვილი უკაპიტნებს
06 თებერვალი, 2015
1030
print

24 საათში ქართველი ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ ხორუმში ჩაერთვებიან. ხვალ, 7 თებერვალს საქართველოს ნაკრები გასვლაზე გერმანიის ეროვნულ გუნდს, ჰოიზენშტამში ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და მისი ნახვა სთრიმის მეშვეობით შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი >>>http://sportdeutschland.tv/rugby/live-rugby-europe-championship-2015-deutschland-vs-georgien

წუხელ ჩვენმა გუნდმა ტულუზაში ერთ კვირიანი სამწვრთნელო შეკრება დაასრულა და გერმანიაში გაემგზავრა. წუხელვე მილტონ ჰეიგმა ნაკრების სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.

ორგზის კაპიტანი მესამედ გაიყვანს გუნდს

ტრადიციულად გუშინვე ველოდით კაპიტნის ვინაობის გარკვევას, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სამწვრთნელო შტაბმა დღეს მიიღო, რომლის მიხედვითაც ხვალ გერმანიის ეროვნული ნაკრები გუნდის წინააღმდეგ ბორჯღალოსნებს მესამე ხაზელი შალვა სუთიაშვილი გაუძღვება.

აქამდე სუთიაშვილმა ნაკრებს ორჯერ, შარშანდელ თბილისის თასზე ესპანეთისა და იტალია ”ა” წინააღმდეგ მატჩებში უკაპიტნა. მას მოხვეჭილი აქვს 43 ბორჯღალი, ხოლო სანაკრებო დებიუტი 2005 წლის 12 ნოემბერს ჩილეს წინააღმდეგ ჰქონდა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2015, I ტურიგერმანია - საქართველო 07/02/15, 17:00

შერკინება

1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ზურა ჟვანია, 3. დათო ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი (კაპ), 8. ბექა ბიწაძე

ღერძი

9. ვასილ ლობჟანიძე, 10. ლაშა ხმალაძე

ხაზი

11. ალექსანდრე ხუციშვილი, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. სანდრო თოდუა, 15. გიორგი აფციაური

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი, 17. ლევან ჩილაჩავა, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. დიმიტრი ბასილაია, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე

rugby.ge

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
19 თებერვალი, 2015 ესპანური სამზადისი
12 თებერვალი, 2015 სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
11 თებერვალი, 2015 დუმიტრაში: ”ექვსი ერი რეალობაა და არა სიზმარი”
10 თებერვალი, 2015 რუმინეთი მოგვიახლოვდა
07 თებერვალი, 2015 გერმანია 8 საქართველო 64
05 თებერვალი, 2015 ”გერმანია - საქართველო”, ბორჯღალოსნების შემადგენლობა
05 თებერვალი, 2015 ბორჯღალოსნები ტულუზიდან გერმანიაში დღეს მიემგზავრებიან
04 თებერვალი, 2015 მილტონ ჰეიგმა ბასილაია და ასიეშვილი გამოიძახა
02 თებერვალი, 2015 რაგბი ევროპის ჩემპიონატი
21 იანვარი, 2015 ”ლილის” ქართველი დამრიგებელი: ”გუნდზე, რომელმაც სამოას და იაპონიას მოუგო, უკვე დროა სხვა ტონით ილაპარაკო”