ქართული ექსპანსია ბრუნდება
13 თებერვალი, 2015
1301
print

გიორგი ფაჩუაშვილი

fibaeurope.com-მა სტატია მიუძღვნა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს. ვფიქრობთ, ფართო მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რას ფიქრობენ ჩვენზე დასავლეთის საკალათბურთო წრეებში.

თორნიკე  „თოკო“ შენგელია შეუერთდა ”ნეთსს” 2012 წლის ზაფხულში, როცა გუნდი

ბრუკლინში გადადიოდა, მას ჯერ ფრენკ სინატრას დაბადების ადგილზე, ნიუ ჯერსიში

ნათამაშები არ ჰქონდა.

ერთხელ სინატრამ თქვა „მე ჩემით შევძელი ყველაფერი“. მას 23 წლის ქართველ ფორვარდ შენგელიას ადარებენ. ეს ,იმიტომ რომ, შენგელიამ თავისი ახლად დაწყებული კარიერის მოკლე გზა აირჩია და ბევრს მიაღწია.

ქართველმა მოთამაშემ მიიღო რთული გადაწყვეტილება, ატლანტიკის ოკეანე გადალახა და ბელგიის შარლერუადან ”ნეთსში” გადავიდა. ამ დროს იგი ახალგაზრდა იყო და ჯერ სახელი არ ჰქონდა განთქმული ევროპულ კალათბურთში.

პირველივე სეზონში ბრუკლინის შემადგენლობაში 36 თამაში ჩაატარა. ამის შემდეგ, ცოტა ხანში ჩიკაგოს გუნდში კიდევ 9 თამაშში მიიღო მონაწილეობა.

წინა ზაფხულს, მისი ამერიკული კარიერა დამთავრდა, ან შეიძლება ითქვას, რომ შესვენება გააკეთა, რადგან დაბრუნდა და ახლა უკვე ევროპაში დაიწყო სახელის მოხვეჭა, - ესპანეთის ჩემპიონატში, ევროლიგაში, ”ლაბორალთან” ერთად.

შენგელია ახლა, ალბათ, წუხს ამერიკის გუნდებთან ერთად თამაშის შეწყვეტას და დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, ახლა უკვე სხვა გზას აირჩევდა.

„არა, მე ისევ იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი“. - ამბობს ქართველი ფორვარდი. -

„ამ გადაწყვეტილებით დიდი გამოცდილება მივიღე. მე მომავალი დიდების დარბაზის მოთამაშეების ( კევინ გარნეტის და პოლ პირსის)  თანაგუნდელი გავხდი და მათთან და მწვრთნელთან ერთად, დიდი გამოცდილება მივიღე.

ერთი, რაც შენგელიას ყოველდღე ესმოდა, იყო ის ,რომ კარგად უნდა ეთამაშა და არ მიექცია ყურადღება სხვების ლაპარაკისთვის.

საქართველომ შეძლო ევრო 2015-ის C ჯგუფში გასვლა, სადაც : ხორვატია, სლოვენია და საბერძნეთი არიან საუკეთესოებად მიჩნეულნი. ჩვენ ქვეყანას ამ ჯგუფში უფრო იშვიათად ახსენებენ.

„მე არ მაინტერესებს სხვები ჩვენზე რას ფიქრობენ, რასაც არ უნდა ფიქრობდნენ, საქართველომ მაინც უნდა გააგრძელოს საკალათბურთო ექსპანსია“ - თქვა ქართველმა ფორვარდმა.

„ჩვენ გავალთ მოედანზე და ჩვენი შესაძლებლობების 200%-ს ვაჩვენებთ, გამოვიყენებთ ყველანაირ შანსს გამარჯვებისთვის“.

„ზაგრებში ძალიან ძლიერი გუნდები დაგვხვდება, მაგრამ ჩვენ კარგი შანსები გვაქვს გამარჯვების მოსაპოვებლად. განსაკუთრებით, თუ მაღალ დონეზე ვითამაშებთ“.

„მე სლოვენიის წინააღმდეგ უკვე მითამაშია და ვიცი, რომ მათ ძლიერი ნაკრები ჰყავთ, მაგრამ ხორვატებთან ჯერ არ დავმდგარვარ პირისპირ. ვიცი, რომ წინა ჩემპიონატზე მათთან დავმარცხდით და მოუთმენლად ველოდები რევანშს“.

„ვფიქრობ ამ ჯგუფში მყოფ ყველა გუნდს მაღალი რეიტინგი აქვს. ისინი აქ ტყუილად არ იმყოფებიან. მათ იმის მიღწევა უნდათ, რისი გაკეთებაც ჩვენც გვსურს, ამიტომაც ძლიერ წინააღმდეგობას გაგვიწევენ“.

რისი მიღწევა გვსურს ევრო 2015-ზე?

„ თუ ჩვენი მოთამაშეები ტრავმების გარეშე გამოვლენ მოედანზე, მაშინ გამარჯვების მაღალი შანსი გვექნება“, - სიფრთხილით ამბობს შენგელია.

„ ჩვენი ოცნება, მე ვლაპარაკობ მთელი ნაკრების სახელით, იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზე გასვლა. ოლიმპიურ თამაშებზე გასვლა ხომ ყველა ათლეტის ოცნებაა, როგორც კალათბურთელების, მაგრამ ჯერ შორს ვართ ამ ოცნებებისგან. ჯერ ზაგრების ჩემპიონატზე უნდა გამოვიჩინოთ თავი და მერე ვილაპარაკოთ ამ თემაზე”.

პირველად საქართველო 2011 წელს, 20 წლის შენგელიასთან ერთად, გავიდა ევროპის ჩემიონატზე. ეს საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ჩემპიონატი იყო მთელი კალათბურთის ისტორიაში.

ევრო 2013-ზე სლოვენიაში საქართველო დამარცხდა. მან პირველი ეტაპი ვერ გადალახა.

„ ამ ჩემპიონატზე დამარცხება ბევრი მიზეზით შეიძლება აღიღწეროს (ხორვატია და სლოვენიასთან). ნაკრებს ტრამვების გამო ძლიერი მოთამაშეები აკლდა. მე ტელევიზორთან ვიჯექი და ისე ვადევნებდი თვალყურს თამაშის მიმდინარეობას.

თანაც ჩვენი კაპიტანი: ზაზა ფაჩულია გვაკლდა“ - აღნიშნა შენგელიამ.

 „ ჩვენი გუნდი უკვე 7-8 წელია ერთად თამაშობს, იგივე მწვრთნელთან ერთად, რაც დიდი პლიუსია. მეორე დიდი უპირატესობა ის არის, რომ კოკოშკოვი, როცა მოთამაშეებს დაურეკავს, ისინი მაშინვე ემზადებიან სათამაშოდ, მიზეზების გარეშე“.

„ის პატივსაცემი კაცია!“, - შენგელია ამ ნათქვამს ხაზს უსვამს.

„დიდი სიამაყეა ნაკრებში თამაში, როცა მე უნდა წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა. ეს მორალურად დიდი წინსვლაა, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მაგრძნობინებს თავს“.

„ყველაფერს გავაკეთებ რისი ძალაც შემწევს და გუნდიც გამიწევს ამაში დახმარებას“.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
05 თებერვალი, 2015 16-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
04 თებერვალი, 2015 ქართველი 16-წლამდელები ლიტვასთან დამარცხდნენ და მესამე ადგილისთვის ლატვიას შეხვდებიან
03 თებერვალი, 2015 საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა
03 თებერვალი, 2015 რუსეთიც მონტენეგროს გზას გავუყენეთ
01 აპრილი, 2014 ფაჩულიას ორმაგი დოზა
25 მარტი, 2014 ერთი ზაზა მილუოკიში
31 დეკემბერი, 2013 ზა­ზას სე­ზო­ნი
28 დეკემბერი, 2013 მტვრი­ა­ნი შტა­ტის პირ­ვე­ლი ცეკ­ვა
21 დეკემბერი, 2013 ორ­მა­გი ლებ­რო­ნი
20 დეკემბერი, 2013 და­ი­ძი­ნე, თო­რემ ჯი­ნო­ბი­ლი მო­ვა