შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი”
17 თებერვალი, 2015
1147
print

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აცხადებს კონკურსს ფოლადის მილების შესყიდვაზე

შესასყიდი მილების ჩამონათვალი, მოცულობა, მიწოდების ადგილი და ვადები, აგრეთვე სპეციფიკაცია მოცემულია საკონკურსო დოკუმენტაციაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პოტენციური მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 ა) უნდა გააჩნდეს სამოქალაქო უფლებაუნარიანობა შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;

 ბ) უნდა გააჩნდეს გამოცდილება, პროფესიული ცოდნა, რეპუტაცია შესასყიდი საქონლის შესაბამის ბაზარზე, აგრეთვე ფლობდეს ფინანსურ, მატერიალურ და შრომის რესურსებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;

 გ) უნდა იყოს გადახდისუნარიანი, არ იმყოფებოდეს ლიკვიდაციის რეჟიმში, მის ქონებაზე არ იყოს დადებული ყადაღა, მისი სამეურნეო-ფინანსური საქმიანობა არ იყოს შეჩერებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) არ უნდა გააჩნდეს ბიუჯეტის და/ან საკრედიტო დაწესებულების ვადამოსული დავალიანება;

ე) არ უნდა იყოს შეტანილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებულ შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია) და არ არის გასული შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. №21ა, შესყიდვების განყოფილება.

დალუქულ კონვერტში მოთავსებული საკონკურსო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. №21ა, შესყიდვების განყოფილება.

საკონკურსო განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა - 2015 წლის 09 მარტი, 10:00 საათი.

საკონკურსო განაცხადების კონვერტები გაიხსნება 2015 წლის 09 მარტს 12:00 საათზე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №18ა.

დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 2300284, 595111234 გიორგი დაბახიშვილი.

ლოჯისტიკის დეპარტამენტის

უფროსი                                           ნ. გვეტაძე

სხვა სიახლეები
12 იანვარი, 2016 შპს „საქართველოს მელიორაციის“ შეთავაზება ქ. თბილისში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალურ არხზე, თბილისის ზღვასთან მოსაწყობი „მცირეჰესის“
31 დეკემბერი, 2015 შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“-ს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები
12 აგვისტო, 2015 მოწვევასაქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მიღებად, რომელიც ეხება თბილისის ცენტრში მდებარე 3933 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყიდვას
27 მარტი, 2015 ძალადობა კლუბებში?!
11 თებერვალი, 2015 „შევარდენის“ რაგბის სანაკრებო ბაზაზე სპორტული მედიცინის კლინიკა გაიხსნა
29 დეკემბერი, 2014 „მათვისაცშეიძლებაეხებოდეს
29 დეკემბერი, 2014 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია :"კრედიტ პლუს ჯორჯია"
22 დეკემბერი, 2014 მოთხოვნა ინფორმაციის წარმოდგენაზე
22 დეკემბერი, 2014 „მათ ვისაც შეიძლება ეხებოდეს
22 დეკემბერი, 2014 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო