შსს სრული სვლით
16 ოქტომბერი, 2009
1659
print

დუდუ დადიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული მემორიალი დაიწყო.

ახალი გუნდებით, ძველი მოლოდინით და ბევრი სხვა სიახლითაც. "თბილავიამშენი" და ნტდ რაოდენობრივად მაინც შეცვალეს "ჭიათურამ" და "სოხუმმა", ხოლო "ხუთი" კი მხოლოდ პირობითადაა ასეთი, რადგან შარშანდელი (და წლევანდელი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ნდობით აღჭურვილი კოლექტივია.

თსუ რომ ყოველთვის იბრძვის, ეს არახალია. იომეს, ირბინეს, ჩაყარეს სტუდენტებმა "მაკაბისთანაც", სადაც გუნდის შეფი ჯამლეტ ხუხაშვილი "ახალი გიორგი შერმადინის" წარდგენას ცდილობს საკალათბურთო სამყაროსთვის, თუმცა რამდენადაც კარგი ბიჭი არ უნდა იყოს გიორგი რევაზიშვილი, "პანათინაიკოსის" წევრამდე ჯერ აუუუუუ...ანუ, ძაან ბევრი აშორებს.

აქტიური იყო ახალი, ძველი "სტუდენტი" ბესიკ ლეჟავა, რომელმაც 26 ქულა მოკრიფა, მაგრამ ათი სამიანიდან მხოლოდ 2 გამოიყენა.

მაგარი დაწყობილი გუნდია სასოფლო, სადაც მიხეილ კობეშავიძეს კარგი, რაფინირებული შემადგენლობა ჰყავს. ანუ ის რუსტერი, რომლითაც შარშან სუპერლიგის ფინალისტობა შეირგო. მინუს მიშა ბერიშვილი და გიორგი ყველაშვილი. პლუს რეზო დიდია, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელის, ლეჟავასი არ იყოს, მაგრად ითამაშა, მაგრამ შორიდან რაც ისროლა (ანუ სულ შვიდჯერ), კალათის გარდა ყველგან ჩაუშვა.

სასოფლოს გუნდი წელს ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება, საბოლოო შედეგს კი სულ ბოლოს ვიხილავთ. გუნდი ყველა რგოლში მშვენივრადაა დაბალანსებული და სამწვრთნელო შტაბიც სოლიდური ჰყავს.

"ჭიათურას" კი ტურნირზე გამოსვლას ვულოცავთ.

მაგრად მაინტერესებდა ტიტულოვანი სახელ-გვარებით მორთული შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის გამოსვლა.

შედეგი? ახალგაზრდა, მებრძოლ "დინამოსთან" გუნდს დაგეგმილი გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია, შეცდომაც (ახლადშეკრებილი გუნდის კვალობაზე, ცოტა) მხოლოდ 12 დაუშვა, ვისაც უნდა ჩაეგდო, ყველამ ჩააგდო, მოსახსნელიც მოიხსნა, მაგრამ...

"რუსთავთან" სანახევარფინალო ჯახის ტოლფას მატჩში კახა შენგელიას გუნდს მეტი ყურადღება მართებს დაცვაში. "დინამოს" არ ჰყავს მასპინძლებივით სწრაფი, მობილური შემადგენლობა, სადაც პირველ შეტევაში ყველა მირბის. "დინამოს" არ ჰყავს კოტე ტუღუში, რომელიც ერთი-ერთზეც და ზონური დაცვის წინააღმდეგაც რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ ეფექტურია. და "დინამო" მუდმივად არ ვარჯიშობს იმ დარბაზში, სადაც მემორიალი იმართება.

"ხუთის" რამდენიმე ლიდერს აშკარად ზედმეტი წონის პრობლემა აქვს, მომდევნო, ანუ დღევანდელ შეხვედრაში კი ალბათ, უფრო მართებული იქნება "რუსთავისთვის" პოზიციური, ნელი კალათბურთის დაპირისპირება, ვიდრე მიშა ჩიტაშვილის რითმში თამაში. ტყუპი ბერიშვილების კოლოსალური გამოცდილება, გიორგი ნიკოლაძის სისწრაფე, გიორგი მარკოიშვილის სიზუსტე და გუნდის უპირატესობა სიმაღელში - ამ კომპონენტების სწორად გადანაწილების შემთხვევაში, "ხუთი" იქნებ ფინალშიც უპრობლემოდ გავიდეს, წინააღმდე შემთხვევაში კი პრობლემები შეექმნება. და მაინც, პირველი ნაბიჯი წარმატებული იყო, მეორე კი...ვნახოთ.

"რუსთავმა" კი მარტო პირველ მეოთხედში აომა "სოხუმი", მერე კი გადაკეტა ყველაფერი და მოიგო უპრობლემოდ.

ვეტერანებმაც კარგად იბურთავეს, მაგრამ განსაკუთრებით მაინც სამი ახალგაზრდის თამაშს გამოვყოფ - კაკო დვალიშვილის, ლევან ხმელიძის და განსაკუთრებით, ზურაბ მაჭავარიანის. ამ ბიჭმა საშუალო სროლაზეც რომ მეტი იმუშავოს, საერთოდ ფასი არ ექნება.

A ჯგუფი თსუ - მაკაბი

სხვა სიახლეები
17 სექტემბერი, 2015 Invitation to Participate in theSales Procedures Announced by the Embassy of the Republic of France in Georgia on the Sale of 3933 sq/m Land Plot Located in the Center of Tbilisi
17 მარტი, 2010 მეტი სტიმული მოძრავი ცხოვრებისათვის
06 ნოემბერი, 2009 მილიონები და ტიტულები
21 ოქტომბერი, 2009 სასარგებლო სიკვდილი
13 ოქტომბერი, 2009 უბრალო დამთხვევა თუ…
23 სექტემბერი, 2009 ქართველები ვერ გვახარებენ
22 სექტემბერი, 2009 მორიგი წარუმატებელი დღე
09 სექტემბერი, 2009 ტრადიციული, თუმცა ახალი