ახალციხეში გაზეთ „აი ია“–ს დამფუძნებელი დააკავეს
18 თებერვალი, 2015
1572
print

ვარლამ წიკლაური

ზურაბ ხუციშვილი სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს. სასამართლომ მის მიმართ დაწყებული საქმე სამართალდარღვევის არარსებობს გამო შეწყვიტა.

შემთხვევა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე 2015 წლის 12 თებერვალს ღამით, 01: 30 საათზე მოხდა. საპატრულო ეკიპაჟმა, შემოწმების მიზნით, ავტომანქნა გააჩერა. მძღოლს სარეგისტრაციო დოკუმენტები, მართვის მოწმობა და ტექნიკური პასპორტი შეუმოწმეს. შემდეგ კი ალკოტესტით შეამოწმეს. მძღოლი ფხიზელი აღმოჩნდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებს მძღოლი დაემშვიდობა, მის გვერდზე მჯდომი ზურაბ ხუციშვილი გადმოვიდა მანქანიდან და სამცხე–ჯავახეთის მთავარ სამმართველოს უფროსის მოადგილესთან, დავით მაღრაძესთან მივიდა. ხუციშვილი მაღრაძეს მანქანიდან გადმოსვლა სთხოვა და ასე მიმართა: „თუ მაჩერებ, მაშინ უნდა შემამოწმო და თუ არაფერი არ ამომივარდება, მაშინ პასუხი უნდა აგოთ, მე უფლებადამცველი ვარ“.

დავით მაღრაძე და ზურაბ ხუციშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ დავით მაღრაძემ განაცხადა: „დაკავებული ხარ ადმინსტრაციულად, მოიტანე ბორკილები და დაადე, ბიჭო, ამის ნერვვები არა მაქვს“.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა, სასამართლოში ადმინისტრაციულ სახდელად 15 დღის ვადით პატიმრობა ითხოვეს, თუმცა როგორც მოსამართლე ნათია მერაბიშვილის დადგენილებაში ვკითხულობთ, „ზურაბ ხუციშვილის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არ დასტურდება. შესაბამისად, არ რსებობდა მისი დაკავების საფუძვლი. შეწყდეს საქმის წარმოება ზურაბ ხუციშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, მის ქმედებაში სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო“.

ზურაბ ხუციშვილის ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, საპატრულო პოლიციამ თავისთვისს საზიანო ვიდეომასალა წარმოადგინა: „ჩანაწერში აშკარად ჩანს, რომ ჯერ დააკავეს ადამინი და შემდეგ შეუდგინეს დაკავების ოქმი. საპატრულო პოლიციას აქვს ათდღიანი გასაჩივრების ვადა და თუ გაასაჩივრებენ, ეს მათთვის უარესი იქნება“.

 

 

 

 

 

 

 

ტეგები
სხვა სიახლეები
30 სექტემბერი, 2015 ლა ჩინა - უსასტიკესი ნარკობარონი ბოიფრიენდმა ”ჩაუშვა”
10 ივნისი, 2015 ”ამ ლოგიკით, ნაფიც მსაჯულებთან ერთად ქორწინების ინსტიტუტიც უნდა გაუქმდეს”
04 თებერვალი, 2015 დააკავეს 100 ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თაღლითი
08 სექტემბერი, 2014 რეიდები - ბრძოლა კრიმინალთან თუ პრობლემა უდანაშაულო ხალხისთვის
12 აგვისტო, 2014 ადვოკატი: “ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას კავშირი აქვს ბარბარე რაფალიანცის საქმესთან“
28 ივლისი, 2014 საქმის კეთების ნაცვლად - წარსული
01 ივლისი, 2014 მორატორიუმს არდამორჩილებული გამოძიება თუ წინასაარჩევნო ტრიუკი
04 აპრილი, 2014 ერთი წლის წინ დაანონსებული დაკითხვა
03 აპრილი, 2014 სხდომაზე ვერდასმული კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა
24 მარტი, 2014 გიორგი ბარამიძე: “ასეთი მკაცრი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, არ მახსენდება”