ჯაზსერიას უოლას რუნის ბენდი გააგრძელებს
27 თებერვალი, 2015
1102
print

 

ორიოდე კვირის წინ თბილისის ივენთ ჰოლიდან წლევანდელი ჯაზსერიის პირველი აკორდები მოისმა. 15 თებერვალს სცენაზე კენი გარეტი და კომპანია მუზიცირებდა. თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთ საუკეთესო საქსოფონისტად აღიარებულმა გარეტმა ჯაზსერია მართლაც ღირსეულად გახსნა და ესტაფეტა მორიგ მონაწილეს გადაულოცა. ჯაზსერიის მარტის ვარსკვლავი მესაყვირე უოლას რუნი და მისი ბენდი იქნება, რომლის მოსმენასაც 20 მარტს შეძლებთ, თუმცა ძალიან უნდა იჩქაროთ - 2015 წლის ჯაზსერიის აბონემენტები მთლიანად გაყიდულია, რუნის კონცერტისთვის კი თითოოროლა ბილეთია დარჩენილი.

  უოლას რუნი თბილისში დრამერ ლენი უაითთან, ბასისტ ბასტერ უილიამსთან და პიანისტ ვიქტორ გულდთან ერთად ჩამოვა. მარტი უოლას რუნისთვის ევროპული ქალაქების თვეა: დუბლინი, მიუნხენი, ლუბლიანა, მილანი და პარიზი მის მუსიკას თბილისთან ერთად ელიან.

„რუნის საყვირის ტონალობა, ტემბრი, ჟღერადობა და ხასიათი აუცილებლად მოგაგონებთ ადრეულ მაილს დევისს. მასთან მსგავსების გამო უოლას რუნის ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს მისი საუკეთესო „დანაშაულია“, რადგან დიდებული ტექნიკით საუკეთესოდ შეუძლია ზღაპარივით ლამაზი მელოდების გადმოცემა. მსმენელი კონცერტის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მიხვდება, რომ მის წინაშე თანმედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი დგას“, - წერს უოლას რუნის შესახებ ერთ-ერთი მუსიკალური გამოცემა.

16 წლის უოლას რუნი უკვე სერიოზულ მუსიკოსად მიიჩნეოდა და თანამშომლობისთვისაც ხშირად იწვევდნენ. სხვა და სხვა წლებში მუშაობდა ორნეტ კოლმენთან, ტონი უილიამსთან, არტ ბლეიკთან, ელვინ ჯონსთან, უოლტერ დევის უმცროსთან, ჰერბი ჰენკოკთან, მაკოი ტაინერთან, სონი როლინზთან, ქეროლ კინგთან, დიზი გილესპისთან და, ცხადია, მაილს დევისთან. მათთან გატარებული წლები რუნიმ საუკეთესოდ გამოიყენა, დახვეწა საკუთარი ოსტატობა და სოლო კარიერას მუსიკალურად სრულიად მომზადებული შეუდგა.    

მაილს დევისისა და უოლას რუნის თანამშრომლობა 1983 წლიდან დაიწყო, როდესაც დევისმა ახალგაზრდა მუსიკოსს კარნეგი ჰოლში გამართულ კონცერტზე მოუსმინა. „ეს იყო ნამდვილი სასწაული. წილად მხვდა ბედნიერება მაილს დევისს შევემჩნიე და თავის გვერდით დავეყენებინე. ამ სიტყვებს ყველაზე კარგად ის მუსიკოსები გაიგებენ, ვისაც ჩემსავით მაილს დევისთან უმუშავიათ, რადგან, დარწმუნებული ვარ, რომ ამ თანამშრომლობას არც ერთი მათგანისთვის არ ჩაუვლია უკვალოდ“, - იხსენებს უოლას რუნი, რომელიც ხშირად ამბობს, რომ ჯაზის ევოლუცია რელიგიის ევოლუციას ჰგავს. როგორც რელიგიაშია მოსედან იესომდე, მუჰამედიდან ბაჰაულამდე ზუსტად ისეა ჯაზშიც: ლუი არმსტრონგიდან როი ელდრიჯამდე, დიზიდან მაილსამდე...

უოლას რუნის კონცერტის შემდეგ ჯაზსერია 18 აპრილს ჯეფ ლორბერის კონცერტით გაგრძელდება და 21 მაისს კრისტიან მაკბრაიდის ტრიოს საღამოთი დასრულდება, თუმცა შუალედში კიდევ ერთი კონცერტი გელით: 30 აპრილს თბილისში ჯაზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, სტუმარი კი ბასისტი რონ კარტერი იქნება, რომელიც რუსთაველის თეატრის სცენაზე პიანისტ დონალდ ვეგასა და გიტარისტ რასელ მალოუნისთან ერთად გამოვა.

შეგახსენებთ, რომ მოქმედებს ჯაზსერიის ტრადიციული სპონსორის, თიბისი სტატუსის ფასდაკლების სისტმა: ბილეთების TBC Platinum-ის, TBC PrimeCard-ის და TBC Status-ის ბარათებით შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასი (15-20%-იანი ფასდაკლება).

 

 

ია ვეკუა 

ia vekua
ტეგები
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...