ქართული საბავშვო წიგნები ბოლონიაში მიემგზავრებიან
11 მარტი, 2015
1187
print

30 მარტიდან ბოლონიაში ერთკვირიანი ზღაპარი დაიწყება: მსოფლიოს ყველაზე ფერადი, მხიარული, გონიერი, შემეცნებითი და საინტერესო ისტორიები სწორედ აქ მოიყრიან თავს. მათ შორის იქნება ისტორიები საქართველოდანაც, თანაც საკმაოდ ბევრი, რადგან წელს პირველად ჩვენს ქვეყანას ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საკუთარი სტენდი ექნება. როგორც ხედავთ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსის მიღებამ სხვა მიმართულებითაც მოგვცა ამოქმედების მოტივაცია და ადგილობრივ გამომცემლობებს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანის, საბავშვო ლიტერატურის საერთაშორისო ბაზარზე გატანისა და ახალი პროდუქციის შემოტანის ოპტიმალური საშუალება მისცა.

ბოლონიაში ქართული დელეგაციის გამგზავრება-მუშაობას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს, თუმცა ყველაზე მთვარ საქმეს აქ თავად გამომცემლები გააკეთებენ. სწორედ მათ უნდა წარადგინონ გამოცემები, დაამყარონ კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან, იზრუნონ საავატორო უფლებების არა მხოლოდ შეძენაზე, არამედ გაყიდვაზეც, რადგან, როგორც ირკვევა, შესათავაზებელი ჩვენც გვაქვს.

ბოლონიაში სულ ექვსი ქართული გამომცემლობა იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, „ელფის გამომცემლობაც“, რომლის დირექტორი, თინათინ დიდებულიძე ამბობს: “ბოლონიაში 50-მდე გამომცემლობასა და აგენტებს ვხვდებით. დიდი შანსი გვავს, რომ გავყიდით ვასო გულეურის „დაბრუნებულ ხმებს", იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების კრებულს, ფიროსმანის ისტორიებს, ქართველ კლასიკოსთა მოთხრობების კრებულებს, „ჩემი პირველი ცხოველების ენციკლოპედიას“, „ჩემი პირველი ხმოვანი წიგნი - შვლის ნუკრის ნაამბობს“ და სხვა. ქართველ გამომცემლებს წელს პირველად გვექნება ეროვნული სტენდი, რაც კარგია არა მხოლოდ გამომცემელთა, არამედ ზოგადად ქვეყნის იმიჯისთვის.“

როგორც მსგავს ღონისძიებებზე ხდება ხოლმე, ილუსტრატორ ანა ჩუბინიძის კონცეფციით შექმნილ სტენდზე ქვეყნის, უფრო კი მისი ტურისტული და კულტურული პოტენციალის შესახებ ბუკლეტები და სხვა საინფორმაციო მასალა იქნება წარმოდგენილი. სტენდის სტუმრები გაიგებენ იმის შესახებაც, რომ სამი წლის შემდეგ ფრანკფურტის საპატიო სტუმრები სწორედ ჩვენ ვიქნებით და რომ ამ მოვლენას მხოლოდ გამოცემების პრეზენტაციითა და ყიდვა-გაყიდვით არ ვეხმიანებით. აქვე იქნება წარმოდგენილი ქართველ ილუსტრატორთა ნამუშევრების გამოფენაც - ერთი სიტყვით, გეგმა კარგია, ახლა კი ყველაფერი მის განხორციელებაზეა დამოკიდებული.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი წელს კიდევ რამდენიმე „გასვლას“ გეგმავს: გაზაფხულზე გამომცემლობები ლაიფციგისა და ლონდონის წიგნის ბაზრობებს ეწვევიან.

 

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...