პეტიცია სიკვდილს
17 მარტი, 2015
1346
print

ზუსტად იმ დღეს, როდესაც მსოფლიომ ერთი ცუდი კაცის მოდელირებული სიკვდილის შესახებ გაიგო, მსოფლიო ლიტერატურამ, უფრო კი მისმა ფენტეზი/ფანტასტიკა ნაწილმა, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ავტორი, ტერი პრაჩეტი დაკარგა. ის 12 მარტს გარდაიცვალა, ერთი კვირის შემდეგ გონს მოსულმა ფანებმა კი საყვარელი მწერლის ცოცხალთა საუფლოში დაბრუნება მოისურვეს და არც მეტი, არც ნაკლები სიკვდილის სახელზე პეტიციაც შეადგინეს.

საინტერესო ის გახლავთ, რომ პეტიციის ადრესატი არა ყველასთვის ცნობილი, არამედ კონკრეტული სიკვდილია - ტერი პრაჩეტის ”ბრტყელი სამყაროს” სერიის ერთ-ერთი მთავარი გმირი, რომელიც მწერლის გარდაცვალების დღის მთავარი ანტაგონისტიც გახლდათ. 12 მარტს პრაჩეტის ტვიტერზე შემდეგი სიტყვები გამოჩნდა: AT LAST, SIR TERRY, WE MUST WALK TOGETHER (როგორც წესი, ნაწარმოებებში სიკვდილი სწორედ დიდი ასოებით დაწერილი ტექსტებით საუბრობს), ერთი წუთის შემდეგ კი დაიწერა: Terry took Death's arm and followed him through the doors and on to the black desert under the endless night. ამრიგად ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ტერი პრაჩეტის გარდაცვალებაში ხელი არა ზოგადად სიკვდილს, არამედ მის მიერ გამოგონილ პერსონაჟს ურევია - პეტიციაც მის სახელზე შეადგინეს.

ხუთი დღის წინ შედგენილ პეტიციას, რომლის ავტორიც ვინმე ტომ პრაიდი გახლავთ, ასეთი აღწერა ახლავს: Because Terry Pratchett said this:

"There are times in life when people must know when not to let go. Balloons are designed to teach small children this." (ადამიანების ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა იცოდე, რომ ხელი არ უნდა გაუშვა. ბუშტები სწორედ იმისთვის შექმნეს, რომ ბავშვებს ასეთი რამ ასწავლონ). ერთ-ერთი ფანი იქვე სიკვდილსაც მიმართავს: ”ტერი პრაჩეტმა ყველასთვის საძულველი სიკვდილი საყვარელ და ზოგჯერ სასურველ პერსონაჟად აქცია. მასზე მეტად შენზე არავინ ზრუნავდა, სიკვდილო! შენ მისი მოვალე ხარ!”. მეორე ფანი კი სიკვდილთან დიპლომატიურ მოლაპარაკებას აწარმოებს: ”მესმის, რომ ის თავის საქმეს აკეთებს და ასე შემდეგ, მაგრამ იქნებ მაინც შეამოწმოს ქვიშის საათი? ვიცი, რომ ყველა ამას ეუბნება, მაგრამ იქნებ მაინც ეცადა”.

ამჟამად პეტიციას 28 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. როდესაც ხელმომწერთა რაოდენობა 35 ათასზე ავა, მას ადრესატს გაუგზავნიან და შედეგს დაელოდებიან. თუ პრაჩეტის ფანების განწყობას გავითვალისწინებთ, სიკვდილს ურჩევნია, გონს მოეგოს. თავის გადაწყვეტილებას გადახედოს და საქციელიც მოინანიოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი რამ მხოლოდ პრაჩეტის მსგავსი ავტორების ნაწარმოებებში ხდება... მაგრამ თუ მაინც ფიქრობთ, რომ ერთი ხელმოწერა რაღაცას შეცვლის, მაშინ ამ მისამართზე შედით და ტერი პრაჩეტის სიკვდილი კლანჭებიდან გამოგლეჯის აქციაში საკუთარი წვლილიც შეიტანეთ. 

 

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
15 სექტემბერი, 2015 APPARAT-ის ახალი ლაივითბილისს! Save the date...