ჰიტლერის აკვარელს აშშ-ის აუქციონზე გამოფენენ
24 მარტი, 2015
1411
print

ადოლფ ჰიტლერის აკვარელს 26 მარტს აშშ-ის აუქციონზე გამოფენენ. ამის შესახებ ბრიტანული The Guardian იუწყება. ნატურმორტის საწყისი ფასი 30 ათასი ამერიკული დოლარია. ნამუშევრის ზომა 27-34 სანტიმეტრზეა. ჰიტლერმა ის 1912 წელს, 23 წლის ასაკში შექმნა.

ნახატზე გამოსახულია ცისფერი კერამიკული ქოთანი, შეხამებული წითელ, ნარინჯისფერ და ვარდისფერ ფერებთან. აუქციონის ორგანიზატორთა განმარტებით, ასეთი ნამუშევარი ჰიტლერის ხელწერას არ ჰგავს, რადგან იმ პერიოდში მომავალი ფიურერი ძირითადად ხატავდა პეიზაჟებს და ასრულებდა ნამუშევრებს არქიტექტურული ნაგებობების გამოსახულებით.

ადრე ეს ნამუშევარი სამუელ მორგენშტერნის გალერეას ეკუთვნოდა, რომელიც 1911 წლიდან ყიდდა ადოლფ ჰიტლერის ნამუშევრებს და ამგვარად მას ლუკმა პურის შოვნაში ეხმარებოდა.

ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მორგენშტერნს ჩამოერთვა მისი საგამოფენო ფართები და გადასახლებულ იქნა ქალაქ ლოძის გეტოში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1943 წელს. 

ადოლფ ჰიტლერი ბავშვობიდან გატაცებული იყო სახვითი ხელოვნებით. ახალგაზრდობის პერიოდში მხატვრადაც მუშაობდა და საერთო ჯამში, 2 ათასამდე ნამუშევარი შექმნა. 1900 წლის ბოლოს ის წარუმატებლად შეეცადა ვენის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გამხდარიყო. ამ ფიასკოს შემდეგ, ჰიტლერმა გადაწყვიტა მოხალისედ წასულიყო პირველ მსოფლიო ომში. ომის დასრულების შემდეგ კი მომავალმა ფიურერმა გადაწყვიტა პოლიტიკაში ეცადა ბედი.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
26 სექტემბერი, 2015 ომის გზები თბილისის ფოტო ფესტივალზე
26 ივნისი, 2015 ArtVilnius-ზე ”კონტეინერი” ჩადგეს
24 ივნისი, 2015 მეორე მსოფლიო ომი ეროვნულ მუზეუმში
27 მაისი, 2015 ქართული ფოტოგრაფიის დღე
24 აპრილი, 2015 განდევნილი ჰიუგოს ფოტომატიანე
26 იანვარი, 2015 მხატვრის წიგნი - პირველი გამოცემა
13 იანვარი, 2015 ფიროსმანის „ნადირობა ინდოეთში“ პრეზენტაციისთვის მზადაა
08 დეკემბერი, 2014 მზადება ვენეციის ბიენალესთვის
04 ნოემბერი, 2014 „არტისტერიუმი“ მეშვიდედ ბრუნდება
09 სექტემბერი, 2014 მხატვრები აფხაზეთიდან ლეიდენის გალერეაში