კოსმოსიდან მოსულმა სიგნალმა მეცნიერები არამიწიერ ცივილიზაციებზე აალაპარაკა
08 აპრილი, 2015
3294
print

გიგა გურასაშვილი

ჩვენი გალაქტიკის მიღმა სამყაროდან მიღებული იდუმალი სიგნალები ასტრონომებს წლებია მოსვენებას უკარგავს, ფანტასტიკური ჟანრის ფილმის სცენარისტებს კი შთაგონებისთვის კარგ საბაბს სთავაზობს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კოსმოსიდან მოსული რადიოსიგნალები შესაძლოა, ადამიანის მიერ წარმოქმნილი ანაც არამიწიერი ცივილიზაციის ტექნოლოგიის დამსახურება იყოს. 

ერთი სიტყვით, ეგრეთ წოდებული სწრაფი რადიოიმპულსები (Fast Radio Bursts - FRB) წარმოადგენენ სიგნალებს, რომლებიც რამდენიმე მილიწამს (წამის მეათასედი) გრძელდება და იმდენივე ენერგიას გამოყოფენ, რამდენსაც გამოიმუშავებს ჩვენი მზე ერთი თვის განმავლობაში.

საინტერესოა ისიც, რომ მსგავსი სიგნალები პირველად 2001 წელს მსოფლიოს უმსხვილესი არესიბოს რადიოტელესკოპის (Arecibo Radio Telescope) დახმარებით აღმოაჩინეს (დღესდღეობით 11 ასეთი სიგნალია დაფიქსირებული).

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რამდენიმე წელი ასტრონომები და ასტროფიზიკოსები იმაზე იმტვრევდნენ თავს თუ საიდან მოდიოდა უჩვეული ტალღები, რომლებიც აქამდე ცნობილ არცერთ სიგნალს არ ჰგავდა. დღეს კი გავლენიანი სამეცნიერო ჟურნალის NewScientist დახმარებით, ვიტყობთ, რომ მეცნიერებმა სიგნალის წარმომავლობა დაადგინეს. სიგნალის, რომელიც კოსმოსში გაფანტული თანამგზავრების ხმაური კი არა, არამედ რაღაც რეალური კოსმოსის სიღრმიდან წამოსული ხმაა.

საგულისხმოა ისიც, რომ სხვა მრავალი ასტრონომიული მოვლენისგან განსხვავებით, ასეთი რადიოიმპულსების სტრუქტურაში გარკვეული მათემატიკური კანონზომიერება შეინიშნება, რაც ასტრონომებს იმაზე მიანიშნებს, რომ ასეთი სიგნალების გამოგზავნა მხოლოდ გონიერ არსებებს თუ შეუძლიათ.

ეგაა, მეცნიერებს უჭირთ იმის ახსნა თუ რას წარმოადგენს ასეთი კანონზომიერება და იქვე აცხადებენ, რომ მეცნიერებისთვის უცნობია ისეთი ასტრონომიული ობიექტები, რომლებსაც მსგავსი მახასიათებლები ექნებოდათ.

ნოკირხენ-ფლუინის (გერმანია) მონაცემთა შესწავლის ინსტიტუტის და ჰავაის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაიკლ ჰიპკემ და ჯონ ლერნედმა მათ ხელთ არსებული სიგნალების მახასიათებლების ერთმანეთთან შედარებით განსაზღვრეს, რომ ისინი ხუთი სხვადასხვა ადგილიდან მოვიდნენ. ამასთან, ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნიათ ისიც, რომ ეს რადიოსიგნალები სხვა გალაქტიკიდან იყოს წამოსული, რადგან კოსმოსური მტვერი მათში არეულობას გამოიწვევდა. ასე რომ, დიდია ალბათობა აღნიშნულ სიგნალებს ჩვენი გალაქტიკის - ირმის ნახტომის წარმომავლობა ჰქონდეს.

და კიდევ, სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა, რომელიმე ბუნებრივ, მაგრამ უცნობ პროცესებს გამოეწვია, მათ შორის ვარსკვლავების აფეთქებას თუ ნეიტორნული ვარსკვლავების შეჯახებას. ასეთი ვარიანტების გამორიცხვის შემთხვევაში მეცნიერები იმის ალბათობასაც განხილავენ, რომ ყოველივეს ხელოვნური - მიწიერი თუ არამიწიერ ცივილიზაციათა წარმოშობა ჰქონდეს.

”რაღაც ძალიან საინტერესოს გაგება გველის, - აცხადებს მაიკლ ჰიპკე. - ეს იქნება ან რაღაც ახალი ფიზიკური მოვლენა ან თუ ყველაფერს გამოვრიცხავთ, უცხოპლანეტური”.

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
01 იანვარი 20:17 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“