Google-მა პატივისცემა დაკარგა და BMW-მ შეიძინა
23 აპრილი, 2015
1410
print

გიგა გურასაშვილი

ანალიტიკურმა ცენტრმა Reputation Institute 2015 წლის ყველაზე პატივცემული კომპანიების გამოსავლენად მორიგი კვლევის - Global RepTrak 100-ს შედეგებს ახადა ფარდა, რომლის მიხედვითაც ვიტყობთ, რომ წლეულს ლიდერის ადგილი დარჩა არა Google-ს, როგორც ეს ერთი წლის წინ იყო, არამედ გერმანულ ავტოკონცერნს ”ბაიერიშე მოტორენ ვერკეს” (Bayerische Motoren Werke) ანუ BMW-ს.

ამჯერად ამერიკულ IT-გიგანტს მეორე ადგილით დაკმაყოფილებამ მოუწია.

RepTrak საკუთარი რეიტინგის შედგენისას 50-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილი 25 სხვადასხვა ინდუსტრიის მქონე 7 ათასი უმსხვილესი კომპანიის შესახებ საზოგადოებრივი აზრის გასაგებად ერთ-ერთ ყველაზე ობიექტურ მოდელს დაეყრდნო.

კვლევისას Reputation Institute მხედველობაში იღებდა ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მყიდველთა ნდობა, პატივისცემა, ინოვაციურობა...

ირკვევა, რომ ცენტრის სპეციალისტებმა წლეულს 15 ქვეყნის 61 ათასი ადამიანი გამოკითხეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ათიდან ხუთი ყველაზე პატივცემული კომპანია IT-ინდუსტრიაზე მოდის. მეორე ადგილზე გასული ”გუგლის” გარდა მოწინავეთა ათეულში შევიდნენ Canon (მე-7 საფეხური) Apple (8-ე) Sony (9-ე) და Intel (10-ე).

ათეულს საფეხურით აცდა Microsoft (11). აი, Samsung, Nintendo და Amazon-ს კი შესაბამისად -17, 23-ე და 24-ე ადგილები ერგოთ.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რეიტინგის სათავეში BMW-ს აღმოჩენას ხელი შეუწყო არა მხოლოდ მისმა უშუალო წარმატებებმა, არამედ Google-ის პრობლემებმაც, რომელიც ბოლო ხანებში მონოპოლისტობასთან დაკავშირებით არაერთ სერიოზულ ბრალდებას წააწყდა.

ანალიტიკოსები IT-გიგანტს ჩვეული მდგომარეობის დასაკავებლად ევროკავშირის მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობას ურჩევენ, საკუთარი საქმიანობა კი უფრო ”გამჭვირვალე” გახადონ.

საქმე ისაა, რომ ევროკავშირის ხელისუფლთ დიდი ხანია ევროპის ინტერნეტ-ბაზარზე Google-ის მონოპოლიზაცია აშფოთებთ. ირკვევა, რომ ევროპულ სივრცეში ამერიკული გიგანტის საძიებოს მეშვეობით მოთხოვნათა დაახლოებით 90 პროცენტი მუშავდება მაშინ, როდესაც ამერიკულ ბაზარზე ამგვარი წილი გაცილებით ნაკლებია. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის ამერიკულ კომპანიას 6 მილიარდი დოლარის საჯარიმო სანქციები ემუქრება.

მსოფლიოს ყველაზე პატივცემული კომპნაიების ათეული:

1. BMW
2. Google
3. Daimler
4. Rolex
5. Lego 6. The Walt Disney Company
7. Canon
8. Apple
9. Sony
10. Intel

giga gurasashvili
სხვა სიახლეები
15 თებერვალი 18:04 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს