განდევნილი ჰიუგოს ფოტომატიანე
24 აპრილი, 2015
1465
print

„კაცი, რომელიც იცინის“, „საბრალონი“, „ზღვის მუშები“ - ეს ის ნაწარმოებებია, რომლებიც ვიქტორ გიუჰომ კუნძულ გერნსიზე განდევნის წლებში შექმნა და გამოაქვეყნა. ნორმანდიის ეს პატარა კუნძული სწორედ ჰიუგოს 15 წლიანი გადასახლებითაა ცნობილი, მის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას კი მწერლის სახლ- მუზეუმი Hutville House წარმოადგენს. სწორედ ამ სახლსა და მის შემოგარენში გადაღებულ ფოტოებს წარმოგვიდგენენ დღეს მწერლის სახლში, სადაც თბილისის წლევანდელი ფოტოფესტივალის გახსნის შესახებაც გვაუწყებენ.

ამ ფოტოების ავტორი თანამედროვე ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ვარსკვლავი ფრანგი კლაუდი სლუბანი გახლავთ, მის გამოფენას კი „ცხოვრება გადასახლებაში“ ჰქვია. ის თბილისის საერთაშრისო ფოტოფესტივალის საპატიო სტუმარია, აღნიშნული სერია კი ამ დროისთვის მისი ბოლო მასშტაბური პროექტია. ფოტოები კლაუდი სლუბანმა 2013 წელს გერნსიზე გადაიღო, სერიის უდიდეს ნაწილს კი სახლ-მუზეუმში გადაღებული კადრები წარმოადგენს, რომლებიც ზუსტად ასახავს იმ გარემოს, რომელშიც ვიქტორ ჰიუგომ 15 წელიწადი გაატარა.

აღნიშნული პროექტი 2013 წელსვე არლის ცნობილ ფოტოფესტივალზე იყო წარმოდგენილი, 2014 წელს პარიზის ფოტოგრაფიის თვის ფარგლებში მას ვიქტორ ჰიუგოს მუზეუმმა უმასპინძლა, ხოლო 2015 წლის 24 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით “ცხოვრება გადასახლებაში” თბილისში, საქართველოს მწერალთა სახლში იქნება გამოფენილი.

როგორც ფოტოფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, სპეციალურად ამ გამოფენისთვის მწერალთა სახლის მეორე სართული საგამოფენო სივრცედ გადააკეთეს და საერთაშორისო სტანდარტებს მოარგეს. თავად გამოფენა კი გერნსში მდებარე ვიქტორ ჰიუგოს სახლ-მუზეუმისა და ადგილობრივი საერთაშორისო ფოტოფესტივალის ჩვენს ფოტოფესტივალთან პარტნიორობის შედეგია.

გერნსის ფოტოფესტივალის დირექტორი ჟან-კრისტოფ გოდე, რომელიც თბილისის კიდევ ერთი საპატიო სტუმარია, გამოფენის გახსნის წინ კლაუდი სლუბანთან ერთად საზოგადოებასთან შეხვედრას გამართავს. ფოტოგრაფი პროექტის შექმნის შესახებ ჩაატარებს ლექციას, ჟან-კრისტოფ გოდე კი საკუთარ ფესტივალზე მოგვაწვდის ინფორმაციას. მისი სტუმრობის მიზანი ასევე ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფების პორტფოლიოების დათვალიერებაც გახლავთ. ჟან-კრისტოფ გოდე პირადად აარჩევს საუკეთესოებს და მათ ნამუშევრებს გერნსის ფოტოფესტივალის პროგრამაში ჩართავს.

რაც შეეხება კლაუდი სლუბანს, ის რამდენიმე პრესტიჟული ფოტოგრაფული პრიზის მფლობელია. მათ შორის მიღებული აქვს ნიეფსის პრიზი (2000 წელს), ლეიკის წარჩინების ჯილდო (2004 წელს), საფრანგეთის კულტურის სამინისტროს სპეციალური პრიზი (2008 წელს), ევროპელი გამომცემლების პრიზი (2009 წელს) და სხვა.

 

 

ია ვეკუა

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
26 სექტემბერი, 2015 ომის გზები თბილისის ფოტო ფესტივალზე