დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
13 მაისი, 2015
1161
print

წვიმიანი ამინდისა და მაისისთვის უჩვეულო სიგრილის მიუხედავად დღეს საღამოს თბილისის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ეზოში პანტომიმის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. ღონისძიება ორმაგად საზეიმო იქნება, რადგან ზუსტად დღეს პანტომიმის თეატრის დაარსებიდან 50 წელი სწრულდება. ფესტივალი 22 მაისამდე გასტანს და საკმაოდ ვრცელი პროგრამა აქვს, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ფესტივალის ორგანიზატორი პანტომიმის თეატრია და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. იდეის ავტორი ქართული პანტომიმის პატრიარქად აღიარებული ამირან შალიკაშვილის ვაჟი ამირან შალიკაშვილი უმცროსი გახლავთ, რომელიც მშობლების მსავსად ამ თეატრში მოღვაწეობს. გახსნაზე თეატრის მსახიობების მიერ წარმოდგენილი იქნება ეპიზოდები სხვა და სხვა სპექტაკლებიდან. აქვე იქნება ბენდი Goofy Land, დიჯეი, ცეცხლოვანი შოუ და ქანდაკებად ქცეული მიმები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, იაპონიისა და გერმანიის პანტომიმის თეატრები. უცხოელი სტუმრები მასტერკლასებსაც ჩაატარებენ.

როგორც თბილსის პანტომიმის თეატრის ისტორიაში ვკითხულობთ, პირველი სპექტაკლი ”ესეც ასე” შალიკაშვილმა და კომპანიამ სწორედ 1965 წლის 13 მაისს წარმოადგინეს. მალე დასმა ”პლასტიკის რაინდების თეატრის” წოდება დაიმსახურა, რომელშიც ამირან შალიკაშვილის მიერ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში შექმნილი პანტომიმის ჯგუფის მსახიობები ირიცხებოდნენ. სწორედ შალიკაშვილის თეატრია მარსელ მარსოს მიერ ნათქვამი სიტყვების ადრესატი: ”ასეთი ნაციონალური, პროფესიულად სრულყოფილი და ნიჭიერი კოლექტივი ჯერ არსად შემხვედრია. მიუხედავად თეატრის არსებობის ხანმოკლე ვადისა, დასმა უკვე შეიმუშავა საკუთარი ხელწერა და მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში თეატრი ევროპის პანტომიმის თეატრებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს დაიკავებს“.

წლების განმავლობაში თეატრის რეპერტუარი 30-ზე მეტი სპექტაკლით შეივსო, „კრიმანჭული“, ”ქრისტე“, „ტერენტი გრანელი“, „სტუმარ მასპინძელი“, „დონ ჟუანი“ და სხვა დღემდე მის აფიშაშია.

 

ფესტივალის პროგრამა - წარმოდგენები და მასტერკლასები:

13 მაისი. ფესტივალის გახსნა ,,პერფომანსი“ ღია ცის ქვეშ.

 14 მაისი. იომი -ჟოზეფ მიშელ კაროუზერი (გერმანია)

 15 მაისი. პანტომიმის სახელმწიფო თეატრი (საქართველო) ,,ჯვარცმული პოეტი“.

მაკოტო იონუეს (იაპონია) მასტერკლასი

 16 მაისი. მაკოტო ინოუ (იაპონია. კაბუკის თაეტრი)

 17 მაისი. ერევნის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი.

 18 მაისი. ფსევდოკიეზისი (საქართველო)

 ,,STOP AIDS” ( საქართველო)

 გიორგი ოსეფაშვილის (საქართველო) მასტერკლასი.

 19 მაისი. მოძრაობის თეატრი (საქართველო)

 20 მაისი. ქუთაისის პანტომიმის თეატრი.

 21 მაისი. ,,სტუმარ მასპინძელი“ (საქართველო)

 მარკოს სტოჟანოვიჩის (მსოფლიო მიმების ორგანიზაციის პრეზიდენტი) მასტერკლასი

22 მაისი. ფესტივალის დახურვა. ამირან შალიკაშვილი (საქართველო) საქართველოს პანტომიმის თეტრი.

ia vekua
სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში
06 ივნისი, 2013 პრე­მი­ე­რა სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რ­ში - „ტრო­ე­ლი ქა­ლე­ბი“