შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
29 მაისი, 2015
4298
print

შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში 

განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ 

1.   აუქციონის საგანი:

შპს ,,ჯპჯლ-ის ფილ.საქ-ში" (შემდგომში ჯინდალი) აცხადებს აუქციონს გაზის გაყიდვაზე და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

2.   სარეალიზაციო ქონების დასახელება:

შპს ,,ჯპჯლ-ის ფილ.საქ-ში" პოტენციურ მყიდველს სთავაზობს საქართველოში, XIB სალიცენზიო ფართობზე, 1 წლის განმავლობაში მოპოვებულ და №4 ჯგდ-ზე (ჯგუფურ გამზომი დანადგარი) და ჭაბუღრილი კრწანისი№39-ზე შეგროვებულ, ხელმისაწვდომ, მომყოლ გაზს, დღიური 1500 მ3 - მდე ოდენობით.

 3.   მიწოდების პირობები:

გაზი გაიყიდება აუქციონში გამარჯვებულზე ჭაბურღილის ჭის პირიდან საფუძველზე.

4.   აუქციონში მონაწილეობის პირობები და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:

4.1   აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია ჯინდალის საბანკო ანგარიშეზე (მითითებულია ქვემოთ) ჩარიცხოს 50 (ორმოცდაათი) ლარი აუქციონში მონაწილეობის ბილეთის შესაძენად.

4.2.  აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება 1 000 (ათას) მ3 გაზზე ჯინდალის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასით 210 აშშ დოლარი (დღგ-ს გარეშე), 5 (ხუთი) აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით.

4.3   აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება აუქციონში მონაწილე, რომელიც 1 000 (ათასი) მ3 გაზის შესაძენად ჯინდალის შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს.

 5.   განაცხადის წარმოდგენის და აუქციონის ჩატარების ვადები:

5.1   აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, ჯინდალში მონაწილეობის ბილეთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი საბუთი, აუქციონის პირობებზე თანხმობა და მე-6 მუხლში მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს 2015 წლის 4 ივნისს 1700 საათამდე.

5.2   მსურველებმა განაცხადი აუქციონში მონაწილეობისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭირნახულის ქ. №21, შპს “ჯპჯლ-ის ფილ.საქ-ში”.

5.3   აუქციონი ჩატარდება 2015 წლის 5 ივნისს 1600 საათზე, შპს “ჯინდალის" ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, ჭირნახულის ქ. №21). აუქციონში მონაწილე პირს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 6.   სხვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომელიც უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტმა განაცხადთან ერთად:

6.1   აუქციონში მონაწილე კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტების (წესდება, რეგისტრაციის მოწმობა) თითო ასლი.

6.2   ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელიც ადასტურებს პირის უფლებამოსილებას იმოქმედოს აუქციონში მონაწილის სახელით (თუ აუციონში მონაწილე არ არის საქართველოს რეზიდენტი, მაშინ მინდობილობა დამოწმებული უნდა იყოს აპოსტილით ან ლეგალიზებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად). თუ აუქციონში მონაწილე კომპანიას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი, მაშინ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (არარეზიდენტი კომპანიის შემთხვევაში ანალოგიური საბუთი, რომელიც ადასტურებს პირის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას).

6.3   აუქციონში მონაწილეს რეკვიზიტები: დასახელება, საკონტაქტო მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, ტელეფონის ან/და ფაქსის ნომერი, საბანკო რეკვიზიტები.

 7.   სახელშეკრულებო პირობები:

7.1     აუქციონში გამარჯვებულ პირსა და ჯინდალის შორის გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უნდა გაფორდეს აუქციონში გამარჯვებული პირის გამოცხადებიდან არაუმეტეს  3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში.

7.2     გაზის მიწოდება განხორციელდება სოფელ ხაშმში და ჭაბურღილი კრწანისი №39 ან სხვა, ჯინდალთან შეთანხმებულ ადგილზე განთავსებული საზომი პუნქტიდან, რომელიც უნდა იყოს მოწყობილი აუქციონში გამარჯვებულის მიერ საკუთარი ხარჯებით, ჯინდალთან შეთანხმებული ტექნიკური პირობებით.

7.3     გაზის მიწოდება განხორციელდება აუქციონში გამარჯვებულთან დაწყებული გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების (შემდგომში “გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების თარიღი) გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში (შემდგომში: "მიწოდების პერიოდი").

7.4     მიწოდების პერიოდში მისაწოდებელი მომყოლი გაზის რაოდენობა დამოკიდებულია ჭაბურღილების მოპოვებაზე, შესაბამისად ჯინდალი არ იქნება ვალდებული ან პასუხისმგებელი გაზის მოცულობაზე, მის გაზრდასა თუ შემცირებაზე. მომყოლი გაზი იმგვარად იქნება მოპოვებული, რომ ხელი არ შეუშალოს ნავთობის მოპოვებას. ამასთანავე ნავთობის უწყვეტი მოპოვების მიზნით ჯინდალი იტოვებს უფლებას ჭაბურღილებში ჩაატაროს კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.

7.5     საანგარიშო კალენდარული თვის დასრულებიდან მომდევნო 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მხარეები აფორმებენ კომერციულ აქტს საანგარიშო თვის განმავლობაში მიწოდებული გაზის მოცულობაზე, რომლის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს ყოველი მომდევნო საანგარიშო თვის არაუგვიანეს 10 (ათი) რიცხვისა.

7.6     აუქციონში გამარჯვებულმა ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა დაასრულოს გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 3 თვეში.

 8.   სხვა პირობები:

8.1   გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების პროექტის გასაცნობად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ შპს "ჯპჯლ-ის ფილ.საქ-შის", შემდეგ მისამართზე:

        საქართველო, ქ. თბილისი,

ჭირნახულის ქ. №9.

 საკონტაქტო პირი – ლევან აფაქიძე

მობ:                               +995 (595) 551139;

ელ. ფოსტა: levan.apakidze@jindalpetroleum.ge

 ჯინდალის საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები:                                               შპს “ჯპჯლ-ის ფილ.საქ-ში”

საიდ. კოდი:                                        205277118

ბანკის დასახელება:                           სს „საქართველოს ბანკი“

ბანკის კოდი:                                      BAGAGE022

ანგარიშის ნომერი:                    GE91BG0000000332478700GEL

 

ჩამოტვირთეთ და იხილეთ EMG ვერსია

 

 

 

სხვა სიახლეები
18 აპრილი, 2016 Contract title: PROVISION OF SECURITY GUARD SERVICES TO THE EUMM GEORGIA
25 აგვისტო, 2015 ს.ს. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ აცხადებს ა უ ქ ც ი ო ნ ს
19 ივნისი, 2015 ს.ს. ბ/ც „აგრომონტაჟი“ აცხადებს საჯარო აუქციონს
11 ივნისი, 2015 შპს ,,ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედი"-ს ფილიალი საქართველოში
06 მაისი, 2015 შპს ”ავტობაზა”- აცხადებს აუქციონს
15 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"
08 დეკემბერი, 2014 შპს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი"-ს ბალანსზე რიცხული ფართის იჯარით გაცემის სააუქციონე პირობები
01 დეკემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით აცხადებს ღია აუქციონს 1 ლოტად
24 ნოემბერი, 2014 სს „თელასი“ საკუთრებაში არსებული ჯართის რეალიზაციის მიზნით