„ამირანი“ დღეს იწყება
02 ივნისი, 2015
1017
print

დაახლოებით ვერთ საათში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში წლევანდელი „ამირანის“ პირველი შეხვედრა გაიმართება, რასაც მიუნხენის კინოსკოლის პროფესორ პიტერ სლანსკის მასტერკლასი მოჰყვება. მასთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება საღამოსაც გექნებათ, რადგან ბატონი სლანსკი ერთ-ერთია იმ საპატიო სტუმართაგან, ვინც ნებისმიერ მსურველთან ერთად თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალზეა მიწვეული.

ფესტივალი 6 ივნისამდე გაგრძელდება, ამ დროის განმავლობაში მაყურებელი 21 ქვეყნის 48 სტუდენტურ ნამუშევარს ნახავს და რამდენიმე მასტერკლასს დაესწრება. როგროც ყოველთვის, ფილმების ჩვენება უნივერსიტეტის კინოდარბაზში (მე-2 ადმინისტრაციული კორპუსი, აღმაშენებლის გამზირი #40) გაიმართება და აქვე ჩატარდება ფესტივალის ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებაც.

საუბარია ფერადი ცხენებით მოხატულ დარბაზზე, რომელიც ამჯერად განახლებული სახით დაგხვდებათ. როგორც ფესტივალის დირექტორი ჯაბა სიხარულიძე ამბობს, მაყურებლისთვის კომფორტის მიზნით, ეკრანი დარბაზის მეორე ბოლოში გადაიტანეს, რათა შემომსვლელ-გამსვლელებმა ეკრანის წინ არ იტრიალონ. განახლებულია ხმის სისტემა, ეკრანი კი ოდნავ მაღლა ასწიეს, რათა სუბტიტრების კითხვა უფრო მოსახერხებელი იყოს. ყველაზე დიდი კომფორტი კი ალბათ ის გახლავთ, რომ დარბაზში ახალი კონდიცირების სისტემა დაამონტაჟეს, ამრიგად ზაფხულის ხვატში სეანსებზე დასწრება გაცილებით სასიამოვნო იქნება.

ამ დარბაზში 120-125 მაყურებელი ეტევა და, ვინც „ამირანის“ ხშირი სტუმარი ხართ, გეცოდინებათ, იქაურობა ყოველთვის სავსეა. ჯაბა სიხარულიძე ამბობს: „სტუდენტებს ყოველთვის აინტერესებთ ერთმანეთის ნამუშევარი. სურთ იცოდნენ, ვინ როგორი ოპერატორი, ხმის რეჟისორი ან მემონტაჟეა, რათა შემდგომი თანამშრომლობისთვის ერთმანეთი იოლად მოძებნონ. მაყურებლის დასწრებას ისიც განაპირობებს, რომ ფესტივალმა უკვე დაამტკიცა, რომ მართალია სტუდენტურ, თუმცა მაინც ყოველთვის მაღალი ხარისხის პროგრამას წარმოადგენს. პროგრამას კი ყოველთვის მრავალფეროვანია, რადგან ერთბაშად რამდენიმე ქვეყნის კინოსკოლას აერთიანებს“.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამაშია დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, არგენტინის, აშშ-ს, პოლონეთის, ბელგიის, ესპანეთის, ირანის, სლოვაკეთის, ისრაელის, საბერძნეთის, ჩინეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, კუბას, კანადის, იტალიის, ავსტრიის, ავსტრალიისა და, ცხადია, საქართველოს კინოსკოლების ფილმები. მათ საერთაშორისო ჟიური განსჯის, რომლის შემადგენლობაშიც სხვა და სხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები შედიან: მიუნჰენის კინოსკოლის პროფესორი პეტერ სლანსკი, კინორეჟისორი და პეკინის კინოაკადემიის პროფესორი ქსიე ფეი, სარაევოს კინოაკადემიის დეკანი ნენად დიზდარევიჩი და კიშინიოვის კინოსკოლის პედაგოგი და კინორეჟისორი ვადიმ პროდანი. სწორედ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დააჯილდოებენ საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ-ექსპერიმენტულ ფილმს. ასევე გასცემენ მთავარ პრიზს და დაასახელებენ საუკეთესო რეჟისორს, ხმის რეჟისორსა და ოპერატორს.

 

კინოფესტივალის პროგრამა

2 ივნისი

14:00 – შეხვედრა უნივერსიტეტში

14:15 – მასტერკლასი - პიტერ სლანსკი / გერმანია /

15:30 – საკონკურსო კინოჩვენება - მხატვრული ფილმები - 90 წუთი - პროგრამა

20:00 – გახსნის ოფიციალური ცერემონია - ქართულ-გერმანული ფილმის ჩვენება „ქალაქური ისტორიები“

 

3 ივნისი

10:00 - მასტერკლასი - ქსიე ფეი / ჩინეთი / და პეკინის კინოაკადემიის პრეზენტაცია

11:30 - საკონკურსო კინოჩვენება / პროგრამა#5 / დოკუმენტური კინო – 90 წუთი

14:30 - მასტერკლასი - ნენად დიზდარევიჩი /ბოსნია-საფრანგეთი/

16:00 - საკონკურსო კინოჩვენება / პროგრამა#6 / დოკუმენტური კინო – 90 წუთი

 

4 ივნისი

10:00 - მასტერკლასი - ვადიმ პროდან /მოლდოვა/

11:30 - საკონკურსი კინოჩვენება / ანიმაციური და ექსპერიმენტული ფილმები/ პროგრამა#7 / 100 წუთი

14:30 - საკონკურსო კინოჩვენება - მხატვრული ფილმები - 180 წუთი - პროგრამა

 

5 ივნისი

10:00 - საკონკურსო კინოჩვენება - მხატვრული ფილმები - 172წუთი - პროგრამა#3

14:30 - საკონკურსო კინოჩვენება - მხატვრული ფილმები - 165 წუთი

 

6 ივნისი

20:00 – დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია

 

ia vekua
სხვა სიახლეები
23 მარტი, 2016 "ჯამბაზები", ჯორჯიო და სიცილიური ნეორეალიზმი
03 მარტი, 2016 ემიგრანტი მუსიკოსები – საქართველოსთვის
21 თებერვალი, 2016 ის, რასაც ვერ ვხედავ
15 თებერვალი, 2016 "ორფეუსი" და ხატია ბუნიათიშვილი
18 ნოემბერი, 2015 მირანდა ესაკია მჭადს არ გვიცხობს... მას RONE ჩამოყავს და „საბაგიროს“ აკეთებს!
17 ნოემბერი, 2015 თამუნა სირბილაძე: "მხატვრობაში საკმარისად კარგი არასოდესაა საკმარისად კარგი"...
29 ოქტომბერი, 2015 ქართული ღვინო, როგორც მუსიკა
19 ოქტომბერი, 2015 "ქართული ნაციონალური ბალეტის" იუბილე ამერიკულ სცენაზე
02 ოქტომბერი, 2015 თბილისი Fall Set-ის მოლოდინში - წლის ბოლო ივენთი Set Fest-ისგან
16 სექტემბერი, 2015 ლაბირინთში მორბენლებს ცეცხლში ხვალიდან გამოცდიან